მართლმსაჯულება
მართლმსაჯულება — სამართალი, კანონიერება, სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა, რაც ნიშნავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვა-გადაწყვეტას, ესე იგი, კანონით დაცული სიკეთის ხელყოფის ფაქტის სასამართლო წესით დადგენას და სამართალდამრღვევთა მიმართ სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას. საქართველოში მართლმსაჯულებას მხოლოდ საერთო სასამართლოები ახორციელებენ.
უფრო ფართო გაგებით მართლმსაჯულება მოიცავს სასჯელაღსრულების დაწესებულების ფუნქციონირებასაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩვენი კონსტიტუცია: საქართველოს კონსტიტუცია. გამოცემა მოზარდებისათვის (სარედ. ჯგუფი: ლ. გზირიშვილი, თ. დემეტრაშვილი, მ. ბასილაია და სხვ.), თბ., ფონდი Alpe, 2005