ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ზესტაფონის რაიონი)

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი.

ადმინისტრაციული ერთეული
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ზესტაფონი
კოორდინატები 42°06′30″ ჩ. გ. 43°02′30″ ა. გ. / 42.10833° ჩ. გ. 43.04167° ა. გ. / 42.10833; 43.04167
მერი ვასილ გველესიანი
ფართობი 423 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 57 628 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 136,24 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,54 %
რუსები 0,21 %
სომხები 0,07 %
უკრაინელები 0,07 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,03 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://zestafoni.gov.ge/
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 
ძირულა ქვედა წევასთან

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. ტერიტორია — 423 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 90-200 მეტრზე მერყეობს. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები, სადაც სიმაღლე 1088 მეტრს აღწევს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 17,3 ჰა დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, 3600 ჰა - მრავალწლიანი ნარგავებით. გორაკიანი ზონა დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც იზრდება ძვირფასი ჯიშის ხეები: მუხა, წიფელი, კოპიტი, კაკლის ხე და სხვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა, ბუჯა და მათი შენაკადები. მდინარეები საზრდოობენ წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლებით. სოფელ შროშაში არის მარმარილოს კარიერი.

დაბლობში ნიადაგი ალუვიურია, შემაღლებულ ადგილებში სუბტროპიკული. გორაკიანი ადგილები დაფარულია შავ-კარბონატული მიწით, რომლის ზედაპირი მეტად სქელია. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ნიადაგია. დაბლობში კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, ზამთარი შედარებით ცივია, ზაფხული მშრალი. წლის საშუალო ტემპერატურაა 14 °C. იანვარის ტემპერატურაა 3,7-4,3 °C. აგვისტოში კი 24 °C. ნალექების რაოდენობა 1190 მმ. გორაკიან და მთიან ზონებში ტემპერატურა დაბალია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები, ზოგჯერ ქარი ზღვიდანაც აღწევს.

მოსახლეობა

რედაქტირება

2014 წელს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 57 628 კაცს; სიმჭიდროვე — 136,24 კაცი კვ. კმ-ზე.

აღწერის მონაცემები

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 75 539
2002 75 077  
2014 57 628  
2021[3] 55 100  

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 60 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 58 სოფელი. მუნიციპალიტეტში შექმნილია მმართველობის 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[4] 2021[5] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 29 27                                                    
  ნაციონალური მოძრაობა 3 10                    
  საქართველოსთვის 2    
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 2
სულ 36 39  

ეკონომიკა

რედაქტირება
 
თიხის ნაკეთობები შროშაში

ეკონომიკის წამყვანი დარგია მევენახეობა, რომელზეც წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80 % მოდის. მის განვითარებას ხელს უწყობს კარგი ნიადაგ-კლიმატური პირობები. ვენახებს 5000 ჰა ფართობი უჭირავთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწეული ვაზის შესაბამისი ჯიშებიდან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) დგება კონტროლირებადი ღვინო სვირი. მუნიციპალიტეტში ღვინის ორი ქარხანა მოქმედებს. მთავარი მარცვლეული კულტურაა სიმინდი, მოჰყავთ აგრეთვე საკვები და ბოსტნეული კულტურები. მოსახლეობა მისდევს მეცხოველეობასაც, საძოვრებს უჭირავთ 8,8 ჰა, არის 10 000 სულზე მეტი ძროხა და 5000 სულზე მეტი ღორი.

მრეწველობის მთავარი დარგებია შავი მეტალურგია, ელექტროტექნიკური და კვების მრეწველობა. სამრეწველო საწარმოებიდან უმნიშვნელოვანესია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. მნიშვნელოვანი საწარმოები იყო: „საქკაბელი“ ზესტაფონში და „ელექტროელემენტი“ შორაპანში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მძლავრი გამანაწილებელი ცენტრი. სოფელ შროშაში განვითარებულია მეთუნეობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული, ზესტაფონი-ხარაგაული, ზესტაფონი-ჭიათურა და ზესტაფონი-ბაღდათი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი ხაშური-სამტრედია, ასევე რკინიგზის მონაკვეთი საჩხერის მიმართულებით.

 
ს1 ზესტაფონში

განათლება და კულტურა

რედაქტირება

მუნიციპალიტეტში 30 საჯარო სკოლაა, 2 პროფესიული სასწავლებელი, 42 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება გაზეთი „ზესტაფონის მოამბე“. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 50-მდე მართლმადიდებლური ეკლესია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება მარგვეთისა და უბისის ეპარქიას.

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება
 
თვრინის ციხე-დარბაზი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უპირველესად აღსანიშნავია ანტიკური ხანის შორაპნის ციხე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყო შუა საუკუნეების ნაქალაქარი. სოფლებში, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობენ, შემორჩენილია უამრავი ისტორიული ძეგლი, მათ შორის:

ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:

საერო ხასიათის -

 
ტაბაკინის მონასტერი

სასულიერო ხასიათის -

მუნიციპალიტეტში მრავლადაა განვითარებული შუა საუკუნეებსა და XIX საუკუნეში აგებული მცირე ტაძრები სოფლებში: ალავერდი, არგვეთა, აჯამეთი, დიდი განთიადი, დილიკაური, ზედა საქარა, თვრინი, მეორე სვირი, სანახშირე, საღვინე, ფუთი, ქვედა კვალითი, ქვედა საქარა, შროშა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება