ფოთი-თბილისის რკინიგზა
ფოთი-თბილისის რკინიგზა — პირველი რკინიგზა საქართველოში. 1864 წელს რუსეთის იმპერატორს დასამტკიცებლად წარუდგინეს ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის საბოოლო პროექტი. 1864 წელს 13 მაისს სამუშაოთა დაწყებამდე გამოიყო მილიონი მანეთი ზესტაფონში ოფიციციალურ ნებართვამდე დაიწყო მიწაზე სამუშაოები. 1865 ივნისში დამდეგს მთავრობამ კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით 1 მილიონი მანეთი, ნოემბერში კი 3210 ათ. მანეთი გამოყო გასხვისების ზოლში მოხვედრილი მიწების შესასყიდად, საინჟინრო ნაგებობების ასაგებად და სხვა. სამუშაოს წარმოების პროცესში რკინიგზის აგების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა როგორც რუსს ისე უცხოელ კაპიტალისებთან. 1870 წლის 12 ივლისს სამუშაოთა შესრულება „ფოთი-თბილისის გზის საზოგადოებას“ გადაეცა. 1871 წელს 26 აგვისტოს მიმოსვლა გაიხსნა ფოთი-ზესტაფონის უბანზე. მოძრავი შემადგენლობა შეიცავს 10 სამგზავრო 21 სატვირთო ორთქმავალს 67 სამგზავროს და 479 სატვირთო ვაგონს. მუშაობა გზის დანარჩენ უბანზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და 1872 წლის მეორე ნახევარში დამთავრდა. მშენებლობაზე 23 603 ათასი მანეთი დაიხარჯა 1872 წლის 22 ოქტომბერს პირდაპირი მიმოსვლა მთელ ხაზზე გაიხსნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- თბილისის ენციკლოპედია, თბ. 2002, გვ.874