ლადო მრელაშვილი
ქართველი მწერალი
ლადო ლევანის ძე მრელაშვილი (დ. 8 მარტი, 1926, იყალთო, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 2006) — ქართველი მწერალი.
ლადო მრელაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 მარტი, 1926 |
დაბადების ადგილი | იყალთო, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2006 |
საქმიანობა | მწერალი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1950 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. პირველი ლექსი „ლაზი ვიყავ და ლაზი ვიქნები“ 1948 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ გამოაქვეყნა, პირველი წიგნი — პოემა „ზარი სამგორში“ — 1955 წელს. მრელაშვილი ავტორია პროზაული და პოეტური კრებულებისა, მ. შ. აღსანიშნავია საყმაწვილო წიგნი „იყალთოელი ბიჭები“ (1957), „ლექსები“ (1959), „განკვეთილი სიდავე“ (1970), „თავგადასავალი სამი ღამისა“ (1971), „გზები სავსეა მოულოდნელობებით“ (1973).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 168.
- ბიოგრაფიული ლექსიკონი