გრიგოლ კაბისოვი
გრიგოლ არსენის ძე კაბისოვი (დ. 8 მარტი, 1914, ჯავა — გ. 11 მარტი, 1975, ქ. ცხინვალი) — ოსი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).
ბიოგრაფია
რედაქტირება1941 წელს დაამთავრა ლენინგრადის ნ. ოსტროვსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1941 წლიდან მოღვაწეობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრის ოსურ დასში ჯერ როგორც მსახიობი, ხოლო მოსკოვის სამხატვრო თეატრის ორწლიანი სარეჟისორო კურსების დამთავრების შემდეგ — როგორც რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია მიხეილ შოლოხოვის „სასიძო კაცი“, დ. თუაევის „ფასის ოცნება“ და „ობლების დედა“. გრიგოლ ბერძენიშვილის „მშვიდობის მტრედები“, ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“ და სხვა. დაჯილდოებულია მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 294.