ჰუსეინ რაჰმი გურფინარი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰუსეინ, რაჰმი გურფინარი)

ჰუსეინ რაჰმი გურფინარი (დ. 17 აგვისტო, 1864, სტამბოლი — გ. 8 მარტი, 1944, იქვე) — თურქი მწერალი.

ჰუსეინ რაჰმი გურფინარი
თურქ. Hüseyin Rahmi Gürpınar
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1864(1864-08-17)[1] [2]
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 8 მარტი, 1944(1944-03-08)[1] [2] (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი Heybeliada
საქმიანობა პოლიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი და ჟურნალისტი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 თურქეთი
ალმა-მატერი Ankara University Faculty of Political Science
Magnum opus Witch, Quick Lover, A Marriage Under the Comet, Gulyabani და Governess

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სულთნის კარის მოხელის ოჯახში. შეისწავლა ფრანგული ენა. მუშაობდა წვრილი მოხელის თანამდებობაზე. 1908 წელს, ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ, მწერლობით ირჩენდა თავს. მისი თხზულებების პერსონაჟები სტამბოლის მკვიდრნი არიან. მწერალი ე. წ. „პატარა კაცის“ გულის მესაიდუმლეა. ილაშქრებს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ, დასცინის თურქეთის მაღალი საზოგადოების გალომანიას. ავტორია რომანებისა „შიკი“ (1889), „ხასა“ (1900), „მოკვეთილი თავი“ (1942), „გიჟი ვარ“ (1944), მოთხრობების კრებულებისა და პიესებისა. მისი ნაწარმოებების სტილი მსუბუქია, შეიცავს სტამბოლის სალაპარაკო ენის ელემენტებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია