ნინო მაჩაიძე (დ. 8 მარტი 1983, თბილისი, საქართველო) — ქართველი საოპერო მომღერალი (კოლორატურული სოპრანო).

ნინო მაჩაიძე

ლოურენს ბრაუნლი, ნინო მაჩაიძე და ენ მიურეი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 მარტი, 1983 (1983-03-08) (41 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
წარმოშობა საქართველოს დროშა ქართველი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა სოპრანო
საიტი ninomachaidze.com
ნინო მაჩაიძე ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

8 წლის ასაკში ესწრებოდა ფორტეპიანოს გაკვეთილებს. ვოკალური განათლება მიიღო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგ დოდო დიასამიძესათან. ნინო მაჩაიძე გულმოდგინედ უსმენდა თავის მასწავლებლებს, მიუხედავად იმისა, რომ ის სულ მთლად ახალგაზრდა იყო, მან დაიწყო ოპერაში სიმღერა.[1] 17 წლის ასაკში ნინომ მოიპოვა თავისი პირველი პრიზი საქართველოში.

20002005 წლებში ნინოს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში არაერთხელ შეუსრულებია ცერლინის („დონ ჟუანი“), ნორინის („დონ პასკუალე“), ჯილდას („რიგოლეტო“) პარტიები.

2005 წელს მან 400 პრეტენდენტთა შორის გაიმარჯვა კონკურსი ლა სკალას ახალგაზრდა ვოკალისტთა აკადემიაში და მაშინვე მიიღეს. აქვე, თეატრ ლა სკალაში.[2]. 2006 წელს წარმატებულად შედგა მისი დებიუტი დაიადას როლში რიხარდ შტრაუსის ოპერა Ariadne auf Naxos-ში (დირიჟორი ჯეფრი ტეიტი) და ამას მოჰყვა შეთავაზებები სხვა როლებზე.

2007 წლის თებერვალში ლა სკალას თეატრში შედგა მისი ბრწყინვალე დებიუტი სილვიას როლში ოპერა „Ascanio in Alba“ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და იმავე წლის მაისში რომის ოპერაში (Teatro dell’Opera di Roma) მარიას როლი ოპერა „La fille du régiment“ გაეტანო დონიცეტი, ამის შემდეგ მომღერალმა იდღესასწაულა თავისი წარატება, სადაც აღინიშნა მისი ინტერნაციონალური კარიერის დასაწყისი. იქვე, მილანის ლა სკალას თეატრში 2008 წლის მარტში იმღერა ლაურეტას პარტია ოპერა „Gianni Schicchi“ ჯაკომო პუჩინი და მუზეტას პარტია ოპერა „La Bohème “.

2008 წლის ზაფხულში ევროპაში მსხვილ და პრესტიჟულ ფესტივალ ზალცბურგის მუსიკალურ ფესტივალში ნინო მაჩაიძემ როლანდო ვილასონთან წყვილში, შეასრულა ჯულიეტას როლი ოპერა „რომეო და ჯულიეტა“ შარლ გუნო (ამერიკელი რეაჟისორის ბარტლეტ შერის დადგმა, ზალცბურგის ორკესრტი „მოცარტეუმი“ ფრანგ-კანადელი დირიჟორის იანიკ ნეზე-სერგინის ხელმძღვანელობით). ნინო მაჩაიძის გამოჩენა ამ როლზე დიდი სიურპრიზი იყო და დასაბამი მისცა დიდ მოლოდინს, რადგან ავსტრიელი პუბლიკა ბოლო წლების განმავლობაში ამ სპეკტაკლში მიჩვეული იყო „ვარსკვლავური წყვილის“ ნეტრებკო-ვილასონის ნახვას. თუმცა 2008 წელს ნეტრებკოსა და ვილსონის პროფესიული გზები გაიყო. ნაწილობრივ ანა ნეტრებკოს ოჯახური გამემოებების (ქორწინება და შვილის დაბადება), ასევე ვილსონის ნახევარ წელიწადიანი ტაიმ-აუტი ყელთან დაკავშირებული პრობლების გამო. ამიტომ 2008 წელს ზალცბურგში „რომეო და ჯულიეტა“ ორივე პარტნიორისთვის სერიოზული გამოცდა იყო, ნინო მაჩაიძის მიერ შესრულებულ ჯულიეტას მოჰყვა დარბაზის ოვაცია და დადებითი რეაქცია, კრიტიკოსებისებმა გვიჩვენეს, რომ პრემიერა წყვილში მაჩაიძე-ვილასონმა უფრო წარმატებით და ახალგაზრდა ქართველი მომღერალი საკმაოდ ღირსეულად წარდგა, ვიდრე მისი გამოცდილი და ცნობილი პარტნიორი. ამ მომენტისთვის მომღერალი ცხოვრობს მილანში, თავისუფლად საუბრობს იტალიურად.

2011 წლის 26 სექტემბერს ნინო მაჩაიძე დაქორწინდა იტალიელ მომღერალზე (ბარიტონი) გვიდო ლოკონსოლოზე. ჰყავთ ერთი ვაჟიშვილი — ალესანდრო ლოკონსოლო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება