ზალცბურგის ფესტივალი
ზალცბურგის ფესტივალი (გერმ. Salzburger Festspiele) — ზაფხულის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი ზალბურგში, ავსტრია. ფესტივალზეა საკონცერტო ნომრები, საოპერო და დრამატული სპექტაკლები.
ისტორია
რედაქტირებაზალცბურგში 1877 წლიდან არასისტემატურად ტარდებოდა მუსიკალური ფესტივალები. ფესტივალის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო 1920 წელს ფესტივალის წინსვლისა და განვითარებისთვის ბევრს მუშაობდნენ: მწერალი ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი, კომპოზიტორი რიხარდ შტრაუსი, რეჟისორი მაქს რაინჰარდტი, არქიტექტორ-დეკორატორი ალფრედ როლერი, ვენის სახელმწიფო ოპერის დირექტორი ფრანც შალკი და სხვები). დასაწყისში ფესტივალზე წარმოადგენდნენ კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს, 1922 წლიდან პროგრამაში დაამატეს მოცარტის მეოთხე სიმფონია. შემდგომ რეპერტუარში გაჩნდა ავსტრო-გერმანელი კომპოზიტორების (მოცარტის, გლუჯის, შტრაუსის და სხვები) ნაწარმოებები. უკანასკნელ წლებში ფესტივალის რეპერტუარში გაჩნდა სხვა ავტორების ნაწარმოებებიც, შესრულდა მრავალი მსოფლიო პრემიერა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ საუკუნის დირიჟორები: არტურო ტოსკანინი, ბრუნო ვალტერი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ჰერბერტ ფონ კარაიანი და სხვ. 1967 წელს კარაიანის ორგანიზებით, ზალცბურგში გაიმართა სააღდგომო ფესტივალები. სპექტაკლები და კონცერტები იმართება დიდ საფესტივალო სასახლეში და სხვ.
საფესტივალო წარმოდგენები
რედაქტირებამსოფლიო პრემიერების ნაწილი ზალცბურგის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა: ორფის „ანტიგონა” (1952 წელს), გოტფირდ ფონ ეინემის „პროცესი”(1953 წელს). პირველად სწორედ ამ ფესტივალზე, 1965 წელს დაიდგა მ. მუსორგსკის ოპერა „ბორის გოდუნოვი” (დირიჟორი ჰერბერტ ფონ კარაიანი). ბოლო წლების ფესტივალებზე წარმოდგენილი ოპერებია: რიხარდ შტრაუსის „ქალი, ჩრდილის გარეშე”(1992 წ.), იგორ სტრავინსკის „The Rake's Progress” (1994 წ.), ლიგეტის „Opera en Texans” (1997 წ.).