ჰერბერტ ფონ კარაიანი

ჰერბერტ ფონ კარაიანი (გერმ. Herbert von Karajan [ˈhɛɐbɛɐt fɔn ˈkaraˌjan]; დაბადების სახელი Heribert Ritter von Karajan; დ. 5 აპრილი, 1908 — გ. 16 ივლისი, 1989) — ავსტრიელი დირიჟორი. ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი 35 წლის განმავლობაში. ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი დირიჟორი. 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე წარმოადგენდა ერთ-ერთ დომინანტ ფიგურას ევროპულ კლასიკურ მუსიკაში.[1] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მის მიერ გაკეთებული მრავალრიცხოვანი წარმატებული ჩანაწერი. ერთ-ერთი გამოთვლით, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი კლასიკური მუსიკოსია, ასობით მილიონი გაყიდული ჩანაწერით.[2]

ჰერბერტ ფონ კარაიანი

ჰერბერტ ფონ კარაიანი, 1938 წელი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Herribert Ritter von Karajan
დაბ. თარიღი 25 აგვისტო, 1918
დაბ. ადგილი ზალცბურგი, ავსტრია-უნგეთის იმპერია
გარდ. თარიღი 16 ივლისი, 1989 (81 წლის)
გარდ. ადგილი ანიფი, ავსტრია
დასაფლავებულია ზალცბურგი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური
საქმიანობა დირიჟორი
აქტიური 1929-1989
ლეიბლ(ებ)ი Deutsche Grammophon
ხელმოწერა
საიტი karajan.org
ჰერბერტ ფონ კარაიანი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

გენეალოგია

რედაქტირება
 
კარაიანების საგვარეულო გერბი, მინიჭებული 1792 წელს

კარაიანები წარმოშობით მაკედონელები[3][4][5][6][7][8] ან არომანები[9] იყვნენ. მისი დიდი პაპის პაპა, გეორგ კარაიანი (Geórgios Karajánnis, ბერძ. Γεώργιος Καραγιάννης), დაიბადა კოზანიში, ოტომანების იმპერიის რუმელიის პროვინციაში (ამჟამად საბერძნეთშია). 1767 წელს იგი ვენაში, ხოლო საბოლოოდ, კემნიცში, საქსონიის საკურფიურსტოში გადავიდა.[10] ძმასთან ერთად მონაწილეობდა საქსონიის ქსოვილის ინდუსტრიის შექმნაში და 1792 წლის 1 ივნისს ორივე მათგანს კურფიურსტმა ფრიდიხ ავგუსტ III-მ კეთილშობილური ტიტული უბოძა, რის შემდეგაც მათ გვარს წინდებული „von“ დაემატა. მისი გამოყენება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ავსტრიული ტიტულების გაუქმებასთან ერთად შეწყდა, გვარი Karajánnis კი გახდა Karajan.[11]

მიუხედავად იმისა, რომ კარაიანის დედას ბიოგრაფები სლოვაკურ, სერბულ ან უბრალოდ, სლავურ წარმოშობას მიაწერდნენ,[12] მისი ოჯახი დედის მხრიდან სლოვენური წარმოშობისა იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პაპა კარნიოლას საგრაფოს სოფელ მოისტრანაში დაიბადა (ამჟამად, სლოვენიაშია).[11][12][13] ამ ხაზით, კარაიანი ენათესავებოდა სლოვენური წარმოშობის ავსტრიელ კომპოზიტორს, ჰუგო ვოლფს.[14] არსებობს ვარაუდი, რომ კარაიანმა ცოტაოდენი სლოვენიურიც იცოდა.[11][12]

ადრეული წლები

რედაქტირება
 
კარაიანის მშობლები – ერნსტი და მარტა (ქალიშვილობის გვარი კოსმაჩი)

კარაიანი ზალცბურგში, ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში დაიბადა, თავდაპირველი სახელით ჰერიბერტ რიტერ ფონ კარაიანი.[15] ბავშვობაში ფორტეპიანოზე დაკვრის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა.[16] 1916–1926 წლებში კონსერვატორია „მოცარტეუმში“ სწავლობდა ფრანც ლედვენკესთან, სადაც თეორიას ფრანც ცაუერი, ხოლო კომპოზიციას ბერნჰარდ პაუმგარტნერი ასწავლიდა. დირიჟორობაზე კონცენტრირება სწორედ პაუმგარტნერმა ურჩია, შეამჩნია რა მისი გამორჩეული ტალანტი ამ მიმართულებით. 1926 წელს კარაიანმა კონსერვატორია დაამთავრა და სწავლა ვენის აკადემიაში განაგრძო. აქ ფორტეპიანოს იოზეფ ჰოფმანთან (პიანისტ იოზეფ ჰოფმანის მოსახელე), ხოლო დირიჟორობას ალექსანდერ ვუნდერერთან და ფრანც შალკთან სწავლობდა.[17]

1929 წელს ზალცბურგის საფესტივალო სახლში შტრაუსის „სალომე“ იდირიჟორა, 1929-დან 1934 წლამდე კი ულმის სახელმწიფო თეატრში კაპელმაისტერად მუშაობდა. ულმში მისი უფროსი კოლეგა ოტო შულმანი იყო. 1933 წელს შულმანი იძულებული გახდა, გერმანია დაეტოვებინა, რის შემდეგაც კარაიანი პირველი კაპელმაისტერი გახდა. 1933 წელს შედგა მისი სადირიჟორო დებიუტი ზალცბურგის ფესტივალზე ვალპურგის ღამის სცენით გუნოს „ფაუსტიდან“. 1933 წელსვე გაწევრიანდა ნაცისტურ პარტიაში, რის გამოც, მოგვიანებით, ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი.[1]

1934 წელს, ზალცბურგში, პირველად უხელმძღვანელა ვენის ფილარმონიულ ორკესტრს, 1934 წლიდან 1941 წლამდე კი აახენის თეატრში სიმფონიურ და საოპერო კონცერტებს დირიჟორობდა.

კარაიანის კარიერაში მნიშვნელოვანი წინსვლა იყო 1935 წელს გერმანიის ყველაზე ახალგაზრდა გენერალურ მუსიკალურ ხელმძღვანელად (Generalmusikdirektor) დანიშვნა, რის შემდეგაც, მიწვეული დირიჟორის რანგში ბუქარესტში, ბრიუსელში, სტოკჰოლმში და პარიზში იდირიჟორა.[18] 1938 წლის 30 სექტემბერს შედგა მისი პირველი გამოსვლა ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ბერლინის სახელმწიფო ოპერაში ბეთჰოვენის „ფიდელიოთი“, რასაც მოჰყვა უაღრესად წარმატებული „ტრისტან და იზოლდა“ იმავე სცენაზე. აღნიშნულ პერფორმანსს ერთ-ერთმა ბერლინელმა კრიტიკოსმა გერმ. Das Wunder Karajan („კარაიანის სასწაული“) უწოდა. მისი მტკიცებით, კარაიანის წარმატება ვაგნერის ამ ურთულეს ნამუშევარში მას ვილჰელმ ფურტვენგლერის და ვიქტორ დე საბატას, გერმანიაში იმჟამად მოღვაწე ორი უდიდესი დირიჟორის გვერდით აყენებდა.[19] იმავე წელს Deutsche Grammophon-ისგან კონტრაქტი მიიღო და პირველი ჩანაწერიც გააკეთა – „ჯადოსნური ფლეიტის“ უვერტიურა ბერლინის სახელმწიფო კაპელასთან ერთად. 1938 წლის 26 ივლისს დაქორწინდა ოპერეტის მომღერალ ელმი ჰოლგერლეფზე. ისინის 1942 წელს დაშორდნენ.

1942 წლის 22 ოქტომბერს, მეორე მსოფლიო ომის დროს, კარაინი მეორე ცოლზე, ანა მარია („ანიტა“) ზაუესტზე (დაბადებით გიუტერმანი) დაქორწინდა. იგი საკერავი მანქანის ძაფების ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილი იყო. ჰყავდა რა ებრაელი პაპა, იგი „მეოთხედ ებრაელად“ (Vierteljüdin) ითვლებოდა. 1944 წლისთვის, თავისივე გადმოცემით, კარაიანი ნაცისტების ლიდერებს შორის სიმპათიას კარგავდა, თუმცა, 1945 წლის 8 თებერვალს ბერლინში კონცერტები მაინც იდირიჟორა. ცოტა ხნის შემდეგ, ომის დასკვნით ეტაპზე, წყვილი გერმანიიდან მილანში გაიქცა, რაშიც მათ ვიქტორ დე საბატა დაეხმარა.[15][20] კარაიანი და ანიტა 1958 წელს დაშორდნენ.

ნაცისტური პარტიის წევრობა

რედაქტირება
 
კარაიანი დირიჟორობისას, 1941

1933 წლის 8 აპრილს, ზალცბურგში, კარაიანი ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანდა. იმავე წლის ივნისში ავტრიაში პარტია კანონგარეშედ გამოცხადდა. 1939 წელს, ავსტრიის ანშლუსის შემდეგ, წევრობის ავსტრიული მოწმობები ნაცისტური პარტიის გენერალურ ოფისში შეამოწმეს, რა დროსაც კარაიანისა ძალადაკარგულად გამოცხადდა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მას წევრობაზე ხელი გერმანიაშიც, კერძოდ, აახენში ჰქონდა მოწერილი.[21][22][23] ბრიტანელი მუსიკოლოგი და კრიტიკოსი რიჩარდ ოზბორნი წერს:

რა ფაქტები გვაქვს? პირველი, კარაიანი ჯერ კიდევ აუკრძალავი პარტიის კანდიდატად ზალცბურგში, 1933 წლის აპრილში დაასახელეს. მას არ აუღია თავისი ბარათი, არც საწევრო გადაუხდია, თუმცა, მოხვდა რეესტრში (ნომრით 1607525) და მისმა ნომერმა შემდეგში ბევრ მემორანდუმსა თუ კვლევით ნაშრომში ამოჰყო თავი. მეორე, ის არ გაწევრიანებულა პარტიაში 1933 წლის 1 მაისს, მიუხედავად ე.წ. „პირველწყაროს“ ინფორმაციისა. პირველ რიგში, მისი ნომერი 3430914 ზედმეტად მაღალია, რომ ამ თარიღს შეესაბამებოდეს. უმაღლესი ნომერი, რომელიც გაიცა გაწევრების შეჩერებამდე, ანუ 1933 წლის მაისიდან 1937 წლამდე პერიოდის დაწყებამდე, იყო 3262698. თუმცა, ამ შეჩერების პერიოდში ზოგიერთმა მოხელემ, დიპლომატმა და სხვებმა მიიღეს საწევრო ბარათები ნიშნით NG, ანუ Nachgereichte (უკუდათარიღებული). ყველა ეს ბარათი შეჩერების დაწყების დღით, 1933 წლის 1 მაისით იყო დათარიღებული. კარაიანის აახენის მოწმობასაც NG ნიშანი ჰქონდა, ხოლო მისი ნომერი 1935 წელს გაცემულებისას ემთხვევა. სწორედ ამ წელს, თავისივე მონათხრობით, კარაიანს პარტიაში გაწევრება სთხოვეს.[24]

კარაიანის ცნობადობა 1933 წლიდან 1945 წლამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საფუძველი მისცა სპეკულაციებს, რომ ის პარტიაში წმინდა კარიერული მოსაზრებით გაწევრიანდა. ზოგიერთი კრიტიკოსი, მათ შორის, ჯიმ სვეიდა, აღნიშნავენ, რომ იმავე პერიოდის სხვა ცნობილი დირიჟორები, მაგალითად, არტურო ტოსკანინი, ოტო კლემპერერი, ერიხ კლაიბერი და ფრიც ბუში იტალიიდან და გერმანიიდან გაიქცნენ. რიჩარდ ოზბორნი კი აღნიშნავს, რომ იმ მნიშვნელოვან დირიჟორებს შორის, რომლებიც ომის პერიოდში გერმანიაში აგრძელებდნენ მუშაობას (ვილჰელმ ფურტვენგლერი, კარლ შურიხტი, კარლ ბემი, ჰანს კნაპერტსბუში, კლემენს კრაუსი, კარლ ელმენდორფი და სხვები) კარაიანი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად წარმატებული იყო.[25] პარტიის წევრობის გამო, კარაიანს ნებართვა ჰქონდა, ედირიჟორა სხვადასხვა ორკესტრისთვის და შეეძლო, თავისუფლად ემოგზაურა, მაგალითად, ნიდერლანდებში, სადაც კონცერტხებაუს ორკესტრს უდირიჟორა და მათთან ერთად 1943 წელს ჩანაწერებიც გააკეთა.[26]

ომისშემდგომი წლები

რედაქტირება

1946 წლის 18 მარტს ავსტრიის დენაციფიკაციის კომისიამ კარაიანს ყველა ბრალდება მოუხსნა და ცოტა ხნის შემდეგ მან სადირიჟორო საქმიანობაც განაახლა.[27] წლების შემდეგ, გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ შმიდტი კარაიანზე ამბობდა: „ცხადია, კარაიანი ნაცისტი არ ყოფილა. ის მათი მიმდევარი (გერმ. Mitläufer) იყო“.[28]

1946 წელს კარაიანმა პირველი ომისშემდგომი კონცერტი გამართა ვენაში, ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, თუმცა, შემდგომი სადირიჟორო საქმიანობა საბჭოთა საოკუპაციო მთავრობის მხრიდან აეკრძალა. იმავე ზაფხულს ანონიმურად მიიღო მონაწილეობა ზალცბურგის ფესტივალში.

  გარე აუდიოფაილები
  იოჰანეს ბრამსის „გერმანული რექვიემი“, Op. 45, ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობით, ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან, ელიზაბეტ შვარცკოფთან და ჰანს ჰოტერთან ერთად, 1947 წლის ჩანაწერი, შეგიძლიათ მოისმინოთ აქ

1947 წლის 28 ოქტომბერს, სადირიჟორო საქმიანობაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ, პირველი საჯარო კონცერტი გამართა ვენაში, სადაც ვენის ფილარმონიულთან და მუსიკის მეგობართა საზოგადოებასთან (Gesellschaft der Musikfreunde) ერთად ბრამსის „გერმანული რექვიემი“ შეასრულა.[29]

1949 წელს ვენის მუსიკის მეგობართა საზოგადოების სამხატვრო დირექტორი გახდა. გამოდიოდა მილანის ლა სკალაშიც. ამ პერიოდში მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა ლონდონში, ახლად დაარსებულ Philharmonia Orchestra-სთან ერთად ჩანაწერების გაკეთება იყო, რითიც ხელი შეუწყო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ორკესტრად მის ჩამოყალიბებას. ამავე წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ლუცერნის ფესტივალში, რომელსაც გარდაცვალებამდე ყოველწლიურად ესწრებოდა.[30]

1951 და 1952 წლებში იდირიჟორა ბაიროითის საფესტივალო სახლში.

დანიშვნა ბერლინში

რედაქტირება
ფაილი:860 chtitefamillekarajan.jpg
კარაიანების ოჯახი ავსტრიაში, 1968

1956 წელს კარაიანი ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მუდმივ მთავარ დირიჟორად დაინიშნა.[31] 1955 წელს, ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში კონცერტის გასამართად ჩასულ კარაიანს და ბერლინის ფილარმონიულს საპროტესტო აქციით დახვდნენ ისინი, ვინც მათ ჯერ კიდევ ნაცისტებთან ზედმეტად მჭიდროდ დაკავშირებულად თვლიდა. იმ საღამოსთან დაკავშირებული კრიტიკული გამოხმაურება ენთუზიაზმით სავსე იყო და ამან პროტესტის მიწყნარება, მეტწილად, შეძლო. 1957-დან 1964 წლამდე ვენის სახელმწიფო ოპერის სამხატვრო დირექტორი იყო. მჭიდროდ იყო დაკავშირებული ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან და ზალცბურგის ფესტივალთან, სადაც დააფუძნა აღდგომის ფესტივალი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის მოქმედ დირიჟორთანაა დაკავშირებული.

1958 წლის 6 ოქტომბერს დაქორწინდა მესამე ცოლზე, ფრანგ მოდელ ელიეტ მურეზე. ისინი ორი გოგონას, იზაბელის და არაბელის მშობლები გახდნენ.

1983 წლის თებერვალში ბერლინის ახლადაშენებულ სახელმწიფო თეატრში კარაიანის ბრინჯაოს ბიუსტი გაიხსნა. ორი თვის შემდეგ გულის გაჩერებით გარდაიცვალა მისი პირველი მეუღლე, ელმი კარაიან-ჰოლგერლეფი.[32] დირიჟორის ზალცბურგის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კარაიანი ძლიერ შოკირებული იყო, განიცდიდა და ძლიერ დამწუხრებული იყო ამ ამბით: „მას არასოდეს დავიწყებია იგი (მეუღლე) და ყოველთვის მიაჩნდა თავისი ცხოვრების ნაწილად“. მიუხედავად ამისა, კარაიანი აახენში გამართულ დაკრძალვას არ დასწრებია.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება
 
კარაიანის საფლავის ქვა ანიფში, წმ. ოსვალდის ეკლესიის სასაფლაოზე, ზალცბურგის ახლოს, ავსტრია

სიცოცხლის ბოლო წლებში კარაიანს გულისა და ზურგის პრობლემები აწუხებდა, რის გამოც ოპერაციაც დასჭირდა. ბერლინის ფილარმონიულის მთავარი დირიჟორის პოსტი მან 1989 წლის 24 აპრილს დატოვა.[33] მისი ბოლო კონცერტი ბრუკნერის მე-7 სიმფონია იყო ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. 1989 წლის 16 ივლისს, ანიფში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 81 წლის იყო.[1]

კარაიანი ძენ-ბუდიზმთან დაკავშირებით მამა ჰუგო ენომია-ლასალის ნაშრომებს კითხულობდა და ამ მოძღვრების მიმდევარიც გახდა. მტკიცედ სწამდა რეინკარნაციის და თავისივე სიტყვებით, სურდა მეორედ არწივად დაბადებულიყო, რათა საყვარელი ალპებისთვის გადაეფრინა.[1] მიუხედავად ამისა, 1985 წლის 29 ივნისს, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, პეტრე-პავლობის დღესასწაულის აღსანიშნავად იოანე-პავლე II-ს მიერ ჩატარებული მესის დროს მოცარტის საკორონაციო მესა იდირიჟორა და პაპისგან, ცოლთან და ქალიშვილებთან ერთად, ზიარებაც მიიღო.[34] ცხოვრების დასასრულს, კათოლიკური ეკლესიისკენ შემობრუნდა და კათოლიკური დაკრძალვა მოითხოვა.[35]

მუსიკალური ხასიათი

რედაქტირება
  გარე აუდიოფაილები
  მოცარტის რექვიემი რე-მინორში, K. 626, კარაიანის დირიჟორობით ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად. სოლისტები: ლეონტინ პრაისი, ფრიც ვუნდერლიხი, ებერჰარდ ვახტერი, ჰილდე როსელ-მაიდანი და უოლტერ ბერი. 1960 წელი. მოისმინეთ აქ
 
კარაიანი, 1972

არსებობს ფართოდ მიღებული მოსაზრება, რომ კარაიანს ორკესტრისგან ლამაზი ხმოვანების მიღების გამორჩეული ნიჭი გააჩნდა. პინგვინის სახელმძღვანელო კომპაქტ-დისკებისთვის (Penguin Guide to Compact Discs) ორ ურთიერთსაწინაღმდეგო რეზიუმეს გვთავაზობს, რაც ზემოთაღნიშნულის კარგი ილუსტრაციაა:

  • რიხარდ ვაგნერის ტრისტან და იზოლდას (1971-72 წლის სტუდიური ჩანაწერის) კომენტირებისას „პინგვინის“ მიმომხილველები წერენ: „კარაიანის მგრძნობიარე შესრულება ვაგნერის შედევრისა ალერსიანად მშვენიერია და თან ახლავს უზადოდ დახვეწილი დაკვრა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრისგან“.[36]
  • იოზეფ ჰაიდნის „პარიზის“ სიმფონიების კარაიანისეული ჩანაწერის შესახებ კი იგივე ავტორებმა შემდეგი რამ დაწერეს: „უთქმელადაც ცხადია, რომ საორკესტრო დაკვრის ხარისხი უზადოა. თუმცა, ეს უხეში მიდგომაა, უფრო ახლო იმპერიულ ბერლინთან, ვიდრე პარიზთან... მენუეტები ნამდვილად ძალიან ნელია... ამ ჩანაწერებს მომხიბვლელობა აკლია და ძნელია, მთელი გულით გაუწიო რეკომენდაცია“.[37][38]

მიუხედავად ამისა, იგივე სახელმძღვანელო უმაღლეს შეფასებას აძლევს ჰაიდნის ორი ორატორიის ჩანაწერს (შესაქმე და წელიწადის დრონი).[39] ჰაიდნის მკვლევარი რობინს ლენდონი, რომელმაც 12 „ლონდონური“ სიმფონიის კარაიანისეული ჩანაწერისთვის შენიშვნები მოამზადა, ამბობდა, რომ მისი ჩანაწერები ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელთა შესახებაც სმენოდა.[40]

კარაიანის მუსიკალური სტილი, EMI-ს ადრეული ჩანაწერების გამოკლებით, მეტწილად, აკადემიური იყო, ზედმეტი რისკის გარეშე, თუმცა, იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ბგერას. მისი იდეალი უკიდურესად დახვეწილი, „დემატერიალიზებული“, „გლუვი“ ხმოვანება იყო, რომელიც დაცლილი იყო ფიზიკურობისა და არამუსიკალური ბგერებისგან. ეს მიდგომა შთამბეჭდავ შედეგებს იძლეოდა ბგერაზე ორიენტირებული იმპრესიონისტული ნაწარმოებების, მაგალითად, ჟან სიბელიუსის მუსიკის ინტერპრეტირებისას. კომპოზიტორის ქალიშვილის გადმოცემით, სიბელიუსს კარაიანი თავისი თაობის უდიდეს დირიჟორად მიაჩნდა, რომელიც ყველაზე კარგად გრძნობდა მის მუსიკას.[41] ამ რეპერტუართან მიმართებაში, ლეოპოლდ სტოკოვსკისთან ერთად, კარაიანი ერთ-ერთ უდიდეს „ბგერის ჯადოქრად“ ითვლება. მეორეს მხრივ, კლასიკურ და რომანტიკულ რეპერტუართან მიმართებაში მის იდეალიზებულ ბგერას ხშირად აკრიტიკებდნენ, როგორც ზედაპირულად „გაპრიალებულს“. წინააღმდეგობრივია, ასევე, მისი ბრუკნერი და მალერი. იგორ სტრავინსკი ღიად აცხადებდა, რომ ეეჭვებოდა, მისი „კურთხეული გაზაფხულის შესრულება ბატონი კარაიანის მანერით საერთოდ ყოფილიყო შესაძლებელი“.[42]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

მის სიცოცხლეში, კარაიანის კონცერტები დიდ კულტურულ მოვლენებად მიიჩნეოდა ხოლმე. 1982 წლის ამერიკული ტურნეს დროს კარნეგი-ჰოლში გამართულ კონცერტებს ისეთი მნიშვნელოვანი მუსიკალური ვარსკვლავები ესწრებოდნენ, როგორიცაა ზუბინ მეტა, სეიჯი ოზავა და ფრენკ სინატრა.[43] თავად კარაიანი დაინტერესებული იყო არა საკუთარი, არამედ მუსიკის პოპულარიზაციით. „როცა პოდიუმზე ვდგავარ, პუბლიკა მავიწყდება“, ამბობდა იგი. „მე არ მაინტერესებს საჯაროობა. მხოლოდ იმას ვიმედოვნებ, რომ ჩემი მსოფლიოში ცნობადობა და ინტერესი, რაც ხალხში ჩემს მიმართ არსებობს, შემდგომ მუსიკის მიმართ ინტერესში გადაიზრდება.“[44]

მიუხედავად დიდი სადირიჟორო ოსტატობისა, კარაიანი კამერის უკან უფრო ხშირად ჩანდა, ვიდრე სასწავლო სივრცეში, რადგან მასტერკლასების ჩატარებას, არჩევდა, რეპეტიციების ვიდეოჩანაწერები გაეკეთებინა. ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა იაპონელ დირიჟორ სეიჯი ოზავასთან, რომლის წარმატებაც მას კარაიანის ყველაზე ცნობილ მოსწავლედ აქცევს.[45] მეტიც, გადმოცემის თანახმად, ოზავა კარაიანის მემკვიდრეობის რეალურ კანდიდატადაც განიხილებოდა ბერლინის ფილარმონიულში, (კარაიანის შეფასებით, მას „საუკეთესო ხასიათი“ გააჩნდა აღნიშნული პოსტისთვის).[46][43]

 
5 ევროს ღირებულების ავსტრიული მონეტა (2008)

კარაიანს ეკუთვნის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მეოთხე მოქმედების („ოდა სიხარულისადმი“) არანჟირება, რომელიც 1972 წლიდან ევროპის ჰიმნად არის გამოყენებული. მანვე იდირიჟორა ჰიმნის პირველი ჩანაწერი. [47]

ზალცბურგში ყოფილი Sigmundsplatz ამჟამად კარაიანის სახელს ატარებს (Herbert-von-Karajan-Platz).[48] 1996 წლის 19 სექტემბერს მისივე სახელი ეწოდა ტერიტორიას ვენის სახელმწიფო ოპერის მიმდებარედ, ოპერის წრესა და ფილარმონიკერშტრასეს შორის.[49]

ბერლინის ტიერგარტენის რაიონში ყოფილ მათეს ეკლესიის ქუჩას, რომელზეც ბერლინის ფილარმონია მდებარეობს, ჰერბერტ ფონ კარაიანის ქუჩა (Herbert-von-Karajan-Straße) ეწოდა.

ზლცბურგის აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალს, ფრენის მოყვარული დირიჟორის პატივსაცემად, Herbert-von-Karajan-General-Aviation-Terminal ეწოდება.[50]

1991 წლის 13 ივნისს ავსტრიამ 500 შილინგის ღირებულების 350 000 ერთეული საიუბილეო ვერცხლის მონეტა გამოუშვა.[51] მონეტის წინა მხარეს ჰერბერტ ფონ კარაიანი და მისი ხელმოწერაა გამოსახული, უკანა მხარეს კი ზალცბურგის საფესტივალო სახლი.

2007 წლის 26 სექტემბერს ერთ-ერთ ასტეროიდს (6973) კარაიანის სახელი ეწოდა.

1999 წლის 16 ივლისს, კარაიანის გარდაცვალებიდან ზუსტად ათი წლის თავზე, მისმა მემკვიდრემ ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრში, კლაუდიო აბადომ თავისი წინამორბედის პატივსაცემად ზალცბურგის საკათედრო ტაძარში მოცარტის რექვიემი შეასრულა.

ჯილდოები

რედაქტირება

კარაიანს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული. 1960 წლის 17 მაისს იგი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურების დიდი ოფიცერი გახდა.[52] 1961 წელს მიიღო ავსტრიის საპატიო ნიშანი „მეცნიერებისა დ ხელოვნებისთვის“. აგრეთვე, მიღებული აქვს კომანდორის ჯვრის ორდენი (Grosses Bundesverdienstkreuz) „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის“.

1977 წელს გადაეცა ერნსტ ფონ სიმენსის პრემია მუსიკაში. 1978 წლის 21 ივნისს ოქსფორდის უნივერსიტეტისგან მუსიკის დოქტორის საპატიო ხარისხი მიენიჭა.[53] საფრანგეთის აკადემიისგან ფრანგ. Médaille de Vermeil გადაეცა,[54] ხოლო ლონდონის სამეფო ფილარმონიულმა საზოგადოებამ ოქროს მედლით დააჯილდოვა.[55] მიღებული აქვს ოლიმპიური ჯილდო ონასისის ფონდისგან,[56] აგრეთვე, UNESCO-ს საერთაშორისო მუსიკალური ჯილდო.[57]

მიღებული ქვს ორი გრამოფონის ჯილდო: მალერის მე-9 სიმფონიის და პარსიფალის 1981 წლის ჩანაწერისთვის. გერმანულმა ედუარდ რაინის ფონდმა 1984 წელს ედუარდ რაინის ღირსების ბეჭედი გადასცა.[58] 2012 წელს ჟურნალ გრამოფონის დიდების დარბაზში შეიყვანეს.[59] UNESCO-სგან მიღებული აქვს პიკასოს მედალიც.

 
კარაიანის ქანდაკება ზალცბურგში, იმ შენობის ეზოში, სადაც დაიბადა

2003-დან 2015 წლამდე ბადენ-ბადენის საფესტივალო სახლი ბრწყინვალე მუსიკალური მიღწევებისთვის ყოველწლიურ ჰერბერტ ფონ კარაიანის მუსიკალურ პრემიას გასცემდა.[60] 2003 წელს პირველი ჯილდო ანა-სოფი მუტერმა მიიღო, რომლის დებიუტიც 1977 წელს, კარაიანთან ერთად შედგა. 2015 წლიდან აღნიშნული ჯილდო ჰერბერტ ფონ კარაიანის პრემიამ ჩაანაცვლა, რომელსაც ზალცბურგის აღდგომის ფესტივალი გასცემს.[61]

კარაიანი ზალცბურგის (1968), ბერლინის (1973) და ვენის (1978) საპატიო მოქალაქე იყო. მის მემკვიდრეობას 2005 წლიდან ელიეტ და ჰერბერტ ფონ კარაიანების ინსტიტუტი განაგებს.

გრემის ჯილდოები

რედაქტირება

კარაიანი 30 წლის განმავლობაში გრემის ჯილდოზე 40-ჯერ იყო წარდგენილი, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დირიჟორად აქცევს. ჯილდო სამჯერ აქვს მიღებული: 1964 წელს საუკეთესო საოპერო ჩანაწერის ნომინაციაში ბიზეს კარმენისთვის; 1969 წელს, იმავე ნომინაციაში ვაგნერის ზიგფრიდისთვის, ხოლო 1978 წელს ბეთჰოვენის სიმფონიების ციკლით საუკეთესო კლასიკური საორკესტრო პერფორმანსის ნომინაციაში გაიმარჯვა.[62] კარაიანის მიერ ჩაწერილი ბეთჰოვენის ციკლები დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ჩანაწერებს შორის მსოფლიოს მასშტაბით. ისინი XX საუკუნის საუკეთესო კრიტიკული შეფასების მქონე ჩანაწერებს შორისაც არის.[63][64]

დისკოგრაფია

რედაქტირება

კარაიანის მემკვიდრეობა განუყოფლადაა დაკავშირებული მის გამბედავ მიდგომასთან ხმის ჩამწერი ტექნოლოგიების მიმართ. კარიერის განმავლობაში მან 800-ზე მეტი ჩანაწერი შექმნა (130-მდე კომპოზიტორის 700-ზე მეტი ნაწარმოები), რაც მისი თანამედროვე სხვა დირიჟორების დანატოვარს გაცილებით აჭარბებს. Deutsche Grammophon-ის, დასავლეთგერმანული ხმის ჩამწერი კომპანიის თანახმად, კარაიანის ჩანაწერები, სავარაუდოდ, 300 მილიონამდე გაიყიდა. აღნიშნული კომპანია კარაიანთან 1960 წლიდან ექსკლუზიურად თანამშრომლობდა. 2008 წლისთვის, მისი გაყიდვების დაახლოებით მესამედს კარაიანის ჩანაწერები წარმოადგენდა.[65] გაზეთ Der Spiegel-ის ცნობით, კარაიანის შემოსავალი, რომელსაც ის ჩანაწერების გაყიდვით და სადირიჟორო ჰონორარებით იღებდა, ყოველწლიურად 6 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა.[66]

კარაიანმა პირველი კონტრაქტი Deutsche Grammophon-თან 1938 წელს გააფორმა.[67] ამ დროიდან მოყოლებული, სკრუპულოზური და პერფექციონისტული მიდგომით შექმნა ასობით სიმფონიური, აგრეთვე, არაერთი საოპერო ჩანაწერი ვერდის და პუჩინის შემოქმედებიდან.[68] ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად გაკეთებული ჩანაწერებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია რიხარდ შტრაუსის ასე იტყოდა ზარათუშტრა (Also sprach Zarathustra), ვაგნერის ნიბელუნგის ბეჭედი და მალერის მე-5 სიმფონია.

ყოველთვის განსაკუთრებულად ასოცირდებოდა ბეთჰოვენის შემოქმედებასთან, რომლის სრული სიმფონიური ციკლიც ოთხჯერ ჩაწერა: პირველად, 1951-1955 წლებში ლონდონის Philharmonia Orchestra-სთან Angel-ის ლეიბლით,[69] შემდეგ კი სამჯერ ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან Deutsche Grammophon-ის ლეიბლით (1961-62,[70] 1975-76,[71] და 1982-1984 წლებში).[72]

XX საუკუნის პერიოდიდან კარაიანი უპირატესობას საუკუნის პირველი ნახევრის შემოქმედებას ანიჭებდა, მათ შორის მალერის, შონბერგის, ბერგის, ვებერნის, ბარტოკის, სიბელიუსის, შტრაუსის, პუჩინის, ონეგერის, პროკოფიევის, დებიუსის, რაველის, ჰინდემიტის, ნილსენის და სტრავინსკის მუსიკას. 1950 წლის შემდეგ შექმნილი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია შოსტაკოვიჩის მე-10 სიმფონია (1953), რომელიც მან მრავალჯერ შეასრულა და ორჯერ ჩაწერა. ის და შოსტაკოვიჩი 1969 წლის მაისში, მოსკოვში შეხვდნენ, სადაც ბერლინის ფილარმონიულის ტურნეს დასკვნითი ნაწილი გაიმართა.[73] გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში, 1983 წელს, კარაიანმა განაცხადა, რომ დირიჟორის ნაცვლად კომპოზიტორი რომ ყოფილიყო, მისი მუსიკა შოსტაკოვიჩის მუსიკის მსგავსი იქნებოდა. მიუხედავად ამ გრძნობებისა, შოსტაკოვიჩის შემოქმედებიდან მე-10 სიმფონიის გარდა არაფერი შეუსრულებია. ჰანს ვერნერ ჰენცეს შემოქმედებიდან მხოლოდ სონატა სიმებიანებისთვის (1958) და ანტიფონები (1960) შეასრულა ბერლინის ფილარმონიულთან ერთად. 1960 წელს იდირიჟორა ილდებრანდო პიცეტის ოპერა მკვლელი ტაძარში (Assassinio nella cattedrale), რომელიც ორი წლით ადრე იყო დაწერილი. 1973 წელს, კელნის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარადგინა პრემიერა კარლ ორფის ნაწარმოებისა De temporum fine comoedia და იგი Deutsche Grammophon-ისთვის ჩაწერა კიდეც.

საუნდტრეკი ფილმისა 2001: კოსმოსური ოდისეა კარაიანის ორ ჩანაწერს შეიცავს. იოჰან შტრაუსის ცისფერი დუნაი, რომელიც ფილმის დასაწყისში, კოსმოსური სივრცის სცენებში ჟღერს, კარაიანისა და ბერლინის ფილარმონიულის ჩანაწერია, ხოლო რიხარდ შტრაუსის Also sprach Zarathustra-ს ფილმში გამოყენებული ვერსია მისი და ვენის ფილარმონიული ორკესტრისა.[74]

გაყიდვები

რედაქტირება

ვერცხლის დისკი

ოქროს დისკი

პლატინის დისკი

3× პლატინის დისკი

7× პლატინის დისკი

20× პლატინის დისკი

პირადი ცხოვრება

რედაქტირება
 
კარაიანი სხიპჰოლის აეროპორტში, 1963

ჰერბერტ ფონ კარაიანი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე ფრაიბურგის თეატრის სოპრანო ელმი ჰელგერლეფი იყო (1938 წლის 26 ივლისი), მეორე – ანა მარია („ანიტა“) გიუტერმანი, ძაფების ფირმა Güttermann-ის მემკვიდრე (1942 წლის 22 ოქტომბერი), ხოლო მესამე – 1939 წელს დაბადებული ელიეტ მურე (1958). მესამე ქორწინებიდან ორი ქალიშვილი – იზაბელი (1960) და არაბელი (1964) შეეძინა. ორივე გოგონას სპონსორობას კარაიანთან დაკავშირებული ორკესტრები – იზაბელს ვენის ფილარმონიული, ხოლო არაბელს – ბერლინის ფილარმონიული უწევდნენ.

კარაიანის ტექნიკური ინტერესები ხმის ჩამწერი ტექნოლოგიებით არ შემოიფარგლებოდა. ის სწრაფი ავტომანქანების, განსაკუთრებით „პორშეს“ დიდი მოყვარული იყო. მიეკუთვნებოდა ცნობილ ადამიანთა ვიწრო წრეს, რომელთაც Porsche 959 ერგოთ (აღნიშნული მოდელის 300-ზე ნაკლები ეგზემპლარი გამოვიდა). კარაიანმა „პორშეს“ სპეციალური მოდელის მირება ორჯერაც კი მოახერხა. „პირველთან არავითარი პრობლემა არ მქონია, თუმცა ის დაიწვა.“ – განაცხადა დირიჟორმა. 1975 წელს მისი დაკვეთით და დაწვრილებითი მითითებებით, Porsche 930-ის ბაზაზე სტანდარტულზე უფრო მსუბუქი და სწრაფი ავტომობილი დაამზადეს. პროცესს კომპანიის მთავარი აღამასრულებელი დირექტორი, ერნსტ ფურმანი პირადად ზედამხედველობდა. შედეგად მიღებული Porsche 911-ის უნიკალური მოდელი დღემდე კარაიანის სახელს ატარებს.[75]


ფლობდა მოყვარული მფრინავის ლიცენზიას და თავისი Cessna-თი ხშირად დაფრინავდა. შესაბამისი რეიტინგის მიღების შემდეგ დაფრინავდა Dassault Falcon 10-თაც (იგივე Mystère 10). დიდი ზომის იახტებით ნაოსნობაც მისი ერთ-ერთი ჰობი იყო. მსგავსი ტიპის აქტივობებს ხშირად მედიაც ესწრებოდა (წინასწარი განზრახვით).

კარაიანი 1989 წლის 16 ივლისს, ანიფში, მიოკარდიული ინფარქტით გარდაიცვალა. ცოტა ხნით ადრე იგი Sony-ს ხელმძღვანელს, ნორიო ოგას ესაუბრა, იმ დილით კი ბალ-მასკარადის რეპეტიცია იდირიჟორა. მეორე დღეს, მისივე ანდერძის თანახმად, ოფიციალური ცერემონიის გარეშე დაკრძალეს ანიფის სასაფლაოზე. მისი ქონება ნახევარ მილიარდ გერმანულ მარკაზე (დაახლოებით 256 მილიონ ევროზე) მეტად შეფასდა.[65]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 John Rockwell (17 July 1989). „Herbert von Karajan Is Dead; Musical Perfectionist was 81“. The New York Times. pp. A1.
  2. Lebrecht, Norman (2007). The Life and Death of Classical Music: Featuring the 100 Best and 20 Worst Recordings Ever Made. Knopf Doubleday, გვ. 137. ISBN 9780307487469. 
  3. Cramer, Alfred W. (2009). Musicians and Composers of the 20th Century. Salem Press, გვ. 758. ISBN 9781587655159. „Herbert Ritter von Karajan (fahn KAHR-eh-yahn) was born to Ernst and Martha von Karajan, an upper-class family of Greek-Macedonian origin.“ 
  4. (1976) Karajan. Macdonald and Janes, გვ. 6. „Herbert von Karajan was born in Salzburg April 5, 1908. Though an Austrian by birth, the Karajan family was actually Greek, the original surname being Karajanis or "Black John". The family had migrated from Greece to Chemnitz, Germany, and from there to Austria about four generations before Herbert.“ 
  5. =Brunskill, Ian (2010). The Times Great Lives: A Century In Obituaries. HarperCollins UK. ISBN 9780007363735. „Born in Salzburg on April 5, 1908, Karajan was the younger son of a distinguished surgeon and his Slovenian wife. Originally called Karajannis, the Karajan family were Macedonian Greeks who had moved first to Saxony and later to Vienna, where they held important academic, medical, and administrative posts.“ 
  6. Metropolitan Opera Guild (1961). (a piece giving biographical information on Karajan). Metropolitan Opera Guild, გვ. 397. OCLC 1590631. „The thirty-five-year career began when Karajan was nineteen. He had been born on April 5, 1908, into a family of Greek ancestry that enjoyed considerable prestige in the Austro-Hungarian Empire.“ 
  7. Kuhn, Laura Diane (1999). Baker's Student Encyclopedia of Music: H–Q. Schirmer Books, გვ. 850. ISBN 9780028654164. „Karajan, Herbert von [...] cultured family of Greek-Macedonian extraction whose original name was Karajannis. His father was a medical officer.“ 
  8. Kater, Michael H. (1997). The twisted muse: musicians and their music in the Third Reich. Oxford University Press, გვ. 56. ISBN 9780195096200. „Karajan was born in 1908 in Austrian Salzburg, the son of a well-to-do physician of partially Greek-Macedonian ancestry whose forebears had been ennobled while in the service of the Saxon kings.“ 
  9. Binder, David. "Vlachs, A Peaceful Balkan People" in Mediterranean Quarterly
  10. John Rockwell (22 June 1986). „General Music Director of Europe“. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 April 2007.
  11. 11.0 11.1 11.2 Herbert von Karajan-Karajan Family. Karajan Family. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 14 March 2012.
  12. 12.0 12.1 12.2 Lapajne, Branka. (4 April 2008) The Shared Slovenian Ancestors of Herbert von Karajan and Hugo Wolf. ციტირების თარიღი: 5 May 2008.
  13. Matheopoulos, Helena (1983). Maestro: encounters with conductors of today. Harper & Row, გვ. 244. ISBN 978-0-06-015103-4. 
  14. Lapajne, Branka (2006). „Hugo Wolf in Herbert von Karajan: potomca družine Lavtižar“ [Hugo Wolf and Herbert von Karajan: The Descendants of the Lavtižar Family] (PDF). Bilten [Bulletin] (Slovenian). Slovensko muzikološko društvo [Slovenian Musicological Society]. 24: 31–34. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 6 დეკემბერი 2013.
  15. 15.0 15.1 Osborne (2000)
  16. Artist Biography by David Brensilver, http://www.allmusic.com/artist/herbert-von-karajan-mn0000031181/biography. წაკითხვის თარიღი: 31 May 2014
  17. „Karajan in Paris in war time“. YouTube. დაარქივებულია ორიგინალიდან (Video) — 3 იანვარი 2017. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება) – The woman in the footage is Winifred Wagner.
  18. Osborne (2000), pp. 114–15
  19. Andrews, Deborah (1990). The Annual Obituary, 1989. St James Press, გვ. 417. ISBN 1-55862-056-7. 
  20. Prieberg, Fred K. (2004) Handbuch Deutsche Musiker 1933–1945. Kiel. CD-ROM-Lexicon, p. 3545 ff. The author inspected the files of Karajan (as part of the Reichskulturkammer) at the Bundesarchiv in Berlin (former Berlin Document Center). This background story was first published by Paul Moor in: High Fidelity Vol. 7/10 October 1957, pp. 52–55, 190, 192–194 (The Operator). In addition, Prieberg's opinion about the Karajan biographer Richard Osborne has been stated: "his knowledge of history is sadly very low" (p. 3575)
  21. Kammholz, Karsten (26 January 2008; not quite with the accuracy of Prieberg): "Der Mann, der zweimal in die NSDAP eintrat"; in: Die Welt
  22. Hewett, Ivan. (13 March 2008) Herbert von Karajan: save us from the resurrection of that old devil. The Telegraph. ციტირების თარიღი: 21 August 2011.
  23. Osborne, Richard (1991) Conversations with Karajan. Oxford University Press. ISBN 019284024X.
  24. Osborne (2000), p. 85
  25. Herbert von Karajan – The First Recordings. Deutsche Grammophon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 5 December 2016.
  26. Osborne (2000); Karajan's deposition is presented in whole as Appendix C.
  27. Berliner Morgenpost 27.01.08. Welt.de (2011-11-23). ციტირების თარიღი: 2012-08-25.
  28. Steinhage, Martin (1986). Chronik 1947 (German). Dortmund, Germany: Harenberg Kommunikation Verlags- und Medien-GmbH & Co. KG, გვ. 178. ISBN 3-88379-077-X. 
  29. Karajan Celebration 2008. lucernefestival.ch
  30. The era of Herbert von Karajan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-02. ციტირების თარიღი: 2016-09-29
  31. Osborne, Richard (2000). Herbert von Karajan: A Life in Music. Boston: Northeastern University Press. p. 667. ISBN 1-55553-425-2. "In February 1983, a bronze bust of Karajan was unveiled in the foyer of the new State Theatre. Two months later, during the night of 17 April, Karajan's first wife Elmy Karajan-Holgerloef died of heart failure."
  32. Schmemann, Serge (25 April 1989). „Karajan Leaves Berlin Philharmonic“. The New York Times. ციტირების თარიღი: 29 September 2016.
  33. Mozart: Coronation Mass / Karajan, Vienna Philharmonic Orchestra. St. Peter's Basilica YouTube-ზე
  34. Osborne, Richard (2000). Herbert von Karajan: A Life in Music. Boston: Northeastern University Press. p. 729. ISBN 1-55553-425-2. "Karajan believed that we have different lives, possibly in metamorphosis. As far as the here and now was concerned, however, he was Catholic; and had requested a Catholic burial. Years previously, he had purchased a modest burial plot in Anif churchyard."
  35. Penguin Guide to Compact Discs; 2005. Penguin Books. ISBN 0141022620. p. 1477.
  36. The Penguin Guide to Compact Discs and Cassettes; 1996. Penguin Books. ISBN 9780140513677. p. 576.
  37. These recordings are no longer mentioned in the 1999 edition of the Penguin Guide to Compact Discs.
  38. The Creation is listed first on pp. 656–7 of the 1999 Penguin Guide to Compact Discs, and the comment reads: "Among versions of The Creation sung in German, Karajan's 1969 set remains unsurpassed, and now reissued as one of DG's 'Originals' at mid-price, is a clear first choice despite two small cuts..." The Seasons is, by 1999, listed in the Penguin Guide to Compact Discs in third place on p. 661, and the text states "Karajan's 1973 recording of The Seasons offers a fine, polished performance which is often very dramatic too. The characterization is strong ... the remastered sound is drier than the original but is vividly wide. etc. ..."
  39. Service, Tom (25 Nov 2009). „HC Robbins Landon provided a passport to Mozart's world“. The Guardian. Guardian News & Media Limited. ციტირების თარიღი: 19 June 2019.
  40. Zitiert nach თარგი:Webarchiv, EMI Classics (englisch). Abgerufen aus dem Webarchiv am 16. November 2016.
  41. Zitiert nach Holmes: Conductors on Record, London 1988, S. 126, übersetzt
  42. 43.0 43.1 Tuck, Lon (1982-10-27). „The Majestic Reach of Karajan“. The Washington Post. ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 2019-09-26.
  43. Holland, Bernard (1982-10-22). „How Von Karajan Sees His Conducting Success“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-09-26.
  44. Scott-Stokes, Henry (1981-11-15). „2 Maestros, Pupil and Sensei, in Japan“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-09-26.
  45. „After Karajan, a Cloudy Crystal Ball“. The New York Times. AP. 1987-07-09. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-09-26.
  46. Emblems, Council of Europe web site
  47. Herbert-von-Karajan-Platz im Salzburgwiki. Abgerufen am 29. August 2010. (Als Quelle wird „Heimatkunde Stadt Salzburg“, Ausgabe Mai 1974 angegeben, womit der Platz offensichtlich noch zu Lebzeiten Karajans umbenannt wurde.)
  48. "Herbert-von-Karajan-Platz" vor der Oper. დაარქივებული 2017-01-02 საიტზე Wayback Machine. In: Archivmeldung der Rathauskorrespondenz vom 19. September 1996, wien.gv.at. Abgerufen am 29. August 2010.
  49. Herbert-von-Karajan-General-Aviation-Terminal. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-18. ციტირების თარიღი: 2019-09-27., Salzburg Airport Magazin sam, Ausgabe 01/2012
  50. Gesamtverzeichnis der Schillingmünzen von 1947 bis 2001, Seite 34, Österreichische Nationalbank OeNb PDF.
  51. von Karajan Maestro Herbert Italian. Presidency of the Italian Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 March 2016. ციტირების თარიღი: 19 November 2012.
  52. LAP. Herbert von Karajan – Visits to Great Britain. Karajan.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 21 August 2011.
  53. Herbert von Karajan – A Chronology. Deutsche Grammophon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2015. ციტირების თარიღი: 28 September 2015.
  54. Gold Medal Recipients Since 1870 / 1950–1999. Royal Philharmonic Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2015. ციტირების თარიღი: 15 March 2015.
  55. Onassis International Prizes. Alexander S. Onassis Public Benefit Foundation. ციტირების თარიღი: 15 March 2015.
  56. Prize laureates 1975–2004. International Music Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 15 March 2015.
  57. The Eduard Rhein Ring of Honor Recipients. Eduard Rhein Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 July 2011. ციტირების თარიღი: 5 February 2011.
  58. Herbert von Karajan (conductor). Gramophone. ციტირების თარიღი: 10 April 2012.
  59. Herbert von Karajan Musicprize. Festspielhaus Baden-Baden. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 15 March 2015.
  60. „Herbert von Karajan Prize established in Salzburg“ (PDF). Osterfestspiele Salzburg (პრეს-რელიზი). 7 October 2015. ციტირების თარიღი: 20 August 2018.
  61. Herbert von Karajan (2019-06-04). ციტირების თარიღი: 2019-09-26
  62. Freed, Richard (1990-03-18). „Recordings; Karajan vs. Karajan vs. Karajan vs. ...“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-09-26.
  63. Top 10 Karajan recordings. Gramophone (2014-07-10). ციტირების თარიღი: 2019-09-26
  64. 65.0 65.1 Dieter Schnas: „Karajans beste Aufnahmen“, Wirtschaftswoche, 30. März 2008
  65. Rockwell, John (1989-07-17). „Herbert von Karajan Is Dead; Musical Perfectionist Was 81“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-09-26.
  66. Herbert von Karajan - 15 facts about the great conductor. Classic FM (UK). ციტირების თარიღი: 2019-09-26
  67. An interview with Karajan at 80. Gramophone (2015-01-01). ციტირების თარიღი: 2019-09-26
  68. https://musicbrainz.org/release/34924327-64df-4202-ab2c-c1e60518ac9a
  69. https://musicbrainz.org/release/91649373-72ae-4113-917b-e87c4b4a2b5d
  70. https://musicbrainz.org/release/f972154a-087a-418c-8c1b-600917fcbc9f
  71. Release Beethoven - Karajan by Beethoven; Karajan.
  72. Shostakovich and Karajan photo დაარქივებული 2016-09-15 საიტზე Wayback Machine. . karajan.co.uk
  73. 2001: a Space Odyssey (soundtrack).
  74. Siep, Lena. Karajan's unique Porsche (25 October 2017). ციტირების თარიღი: 2019-09-30.