ჯადოსნური ფლეიტა
ჯადოსნური ფლეიტა (გერმ. Die Zauberflöte) — ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერა. პრემიერა გაიმართა ვენაში, თეატერ-აუფ-დერ-ვიდენში, 1791 წელს. ლიბრეტო ეკუთვნის ემანუელ შიკანედერს (1751-1812).
ოპერა დაახლოებით ორსაათნა-ხევარი გრძელდება. მიეკუთვნება მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და ყველაზე ხშირად წარმოდგენილ ოპერებს. ჯადოსნური ფლეიტის არიები, მათ შორის ღამის დედოფლის არია, ფართოდაა ცნობილი იმ საზოგადოებაშიც, რომელსაც თავად ოპერა ნანახი არ აქვს. იმის გამო, რომ ოპერა მარტივად აღსაქმელია, მისი ინსცენირება ხშირად ახალგაზრდა მსმენელთა დაინტერესების მიზნით ხდება. ჯადოსნური ფლეიტა რამდენიმეჯერ მარიონეტების თეატრშიც დაიდგა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჯადოსნური ფლეიტა“ ვიკისაწყობში.
- პარტიტურა და კრიტიკული შენიშვნები
- შინაარსი და ლიბრეტო გერმანულ ენაზე