ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი (გერმ. Berliner Philharmoniker) — გერმანული ორკესტრი, ფართოდ აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ორკესტრად, გამოირჩევა ვირტუზული შესრულებით და მძლავრი ჟღერადობით. ორკესტრის ისტორია მჭიდრო კავშირშია მის მთავარ დირიჟორებთან, რომელთაგანაც ზოგიერთი, მათ შორის, ვილჰელმ ფურტვენგლერი და ჰერბერტ ფონ კარაიანი ავტორიტარული ხელმძღვანელები და წინააღმდეგობრივი პიროვნებები იყვნენ.
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი | |
---|---|
სიმფონიური ორკესტრი | |
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ლოგო | |
მშობლიური სახელი | გერმ. Berliner Philharmoniker |
ძველი სახელი | გერმ. Berliner Philharmonisches Orchester |
დაარსდა | 1882 |
მდებარეობა | ბერლინი, გერმანია |
საკონცერტო დარბაზი | ბერლინის ფილარმონია |
მთავარი დირიჟორი | კირილ პეტრენკო |
ვებგვერდი | berliner-philharmoniker.de |
ისტორია
რედაქტირებაბერლინის ფილარმონიული ორკესტრი ბერლინში, 1882 წელს დაარსდა 54 მუსიკოსის მიერ, რომლებიც საკუთარ თავს „ყოფილ ბილზეს ბენდს“ (გერმ. „Frühere Bilsesche Kapelle“) უწოდებდნენ. ჯგუფმა ძველ დირიჟორთან, ბენიამინ ბილზესთან კავშირი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ვარშავაში კონცერტის ჩასატარებლად მათ წაყვანას მეოთხე კლასის მატარებლით აპირებდა. 1882 წელს, ჰერმან ვოლფის ფინანსური მენეჯმენტით ორკესტრი რეორგანიზდა და სახელი შეეცვლა. ახალი დირიჟორი იყო ლუდვიგ ფონ ბრენერი, 1887 წელს კი მისი ადგილი მაინინგენის კარის ორკესტრის დირიჟორმა და იმ დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ვირტუოზმა პიანისტმა, ჰანს ფონ ბიულოვმა დაიკავა. ეს დაეხმარა ორკესტრს საერთაშორისო რეპუტაციის მოპოვებაში და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მასთან თანამშრომლობდნენ მაღალი რანგის მოწვეული დირიჟორები, მათ შორის ჰანს რიხტერი, ფელიქს ფონ ვაინგარტნერი, რიხარდ შტრაუსი, გუსტავ მალერი, იოჰანეს ბრამსი და ედვარდ გრიგი. 1887 წელს პიანისტი და კომპოზიტორი მარი ვურმი გახდა პირველი ქალი, რომელმაც ამ ორკესტრს უდირიჟორა.[1] ამ პერიოდის საკონცერტო პროგრამებიდან ცნობილი ხდება, რომ ორკესტრს მხოლოდ 46 სიმებიანი ინსტრუმენტი გააჩნდა, რაც ვაგნერისთვის იდეალურ რაოდენობას (64) ბევრად ჩამორჩება.
1895 წელს მთავარი დირიჟორი არტურ ნიკიში გახდა, რომელიც 1923 წელს ვილჰელმ ფურტვენგლერმა შეცვალა. მიუხედავად ხელმძღვანელობის ცვლილებებისა, ორკესტრი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში საშემსრულებლო საქმიანობას განაგრძობდა. 1945 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგე ფურტვენგლერი შვეიცარიაში გაიქცა, რათა გესტაპოს მიერ დაპატიმრებისგან თავი გადაერჩინა, მთავარი დირიჟორი ლეო ბორხარდი გახდა. ომის დროს ბოლო კონცერტი 1945 წლის 12 აპრილს ჩატარდა, ბერლინის ბრძოლის დაწყების წინ. პროგრამაში შედიოდა ბრუნჰილდეს ბოლო არია ვაგნერის ღმერთების დაისის ფინალიდან.[2] გადმოცემის თანახმად, ჰიტლერიუგენდმა კონცერტზე დამსწრეებს ციანიდის აბები დაურიგა, რათა, ვისაც სურდა, თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე წითელი არმიის გარდაუვალ შემოჭრამდე.[3][4]
ბორხარდი 1945 წელს შემთხვევით მოკლეს ამერიკელმა სამხედროებმა, რომლებსაც ბერლინი ჰქონდათ ოკუპირებული.[5] მომდევნო 7 წლის განმავლობაში (1945-1952) ორკესტრს რუმინელი სერჯიუ ჩელიბიდაკე ხელმძღვანელობდა. 1952 წელს ფურტვენგლერი დაბრუნდა და ორკესტრს 1954 წლამდე დირიჟორობდა.
ფურტვენგლერის მემკვიდრე ჰერბერტ ფონ კარაიანი იყო. იგი ორკესტრს 1955 წლიდან ხელმძღვანელობდა, ვიდრე 1989 წლის აპრილში, გარდაცვალებამდე რამდენიმე სულ რამდენიმე თვით ადრე, არ გადადგა. მისი ხელმძღვანელობით ორკესტრმა უამრავი ჩანაწერი გააკეთა და რეგულარულად მართავდა ტურნეებს; გაიზარდა როგორც ორკესტრი, ისე მისი საერთაშორისო ცნობადობა. პირველი ქალი მუსიკოსი, მევიოლინე მადელინ კარუცო ორკესტრმა 1982 წელს დაიქირავა.[6] მიუხედავად ამისა, კარაიანის მიერ კლარნეტისტ საბინ მაიერის აყვანას ორკესტრში განხეთქილება მოჰყვა. მუსიკოსებმა 73 ხმით 4-ის წინააღმდეგ მისი აყვანის წინააღმდეგ მისცეს ხმა. მაიერმა ორკესტრი საკუთარი სურვილით დატოვა. 1989 წელს, კარაიანის გადადგომის შემდეგ ორკესტრმა მთავარი დირიჟორის პოსტი კარლოს კლაიბერს შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა.
უნიფიკაციის შემდგომ პერიოდში ქალაქ ბერლინის საბიუჯეტო კრიზისის გამო ორკესტრს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.[7] 1989 წელსვე ახალ ხელმძღვანელად იტალიელი კლაუდიო აბადო აირჩიეს. ეს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ დირიჟორის დემოკრატიულად არჩევის პირველი შემთხვევა იყო. მუშაობის პირველ თვეებში აბადო თავისი იუმორით იყო განთქმული. მან ორკესტრის რეპერტუარი გააფართოვა და მასში კლასიკური და რომანტიკული ნაწარმოებების გარდა XX საუკუნის მუსიკაც შეიტანა. იგი მთავარი დირიჟორის პოსტიდან 2002 წელს გადადგა. 2006 წელს ბერლინის ფილარმონიის საორკესტრო აკადემიამ აბადოს პატივსაცემად მისი სახელობის პრიზი დააწესა კომპოზიციაში.[8]
1999 წლის ივნისში მუსიკოსებმა შემდეგ ხელმძღვანელად ბრიტანელი საიმონ რეტლი აირჩიეს.[9] რეტლმა ორკესტრში მუშაობის დაწყების პირობად დააყენა, რომ ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი თვითმმართველი საჯარო დაწესებულება გამხდარიყო და თავადვე მიეღო შემოქმედებითი და ფინანსური ხასიათის გადაწყვეტილებები. ეს სახელმწიფო კანონმდებლობაში ცვლილებას მოითხოვდა, რაც 2001 წელს განხორციელდა და რეტლი ორგანიზაციას 2002 წელს შეუერთდა. მისი პირველი კონტრაქტი 2012 წლამდე გრძელდებოდა, თუმცა, 2008 წელს ორკესტრმა მისთვის პოზიციის 2018 წლამდე შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.[10] 2006-2010 წლებში ორკესტრის გენერალური მენეჯერი პამელა როზენბერგი იყო.[11] 2010 სექტემბერში კი ორკესტრის ახალი ინტენდანტი მარტინ ჰოფმანი გახდა.[12] იგი 2016/17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გადადგა.[13] მისი პოსტი ანდრეა ციცშმანმა დაიკავა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას დღემდე იკავებს.[14][15] [16]
2006 წელს ორკესტრმა განაცხადა, რომ ნაცისტური რეჟიმის დროს თავის როლთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებდა.[17] 2007 წელს მიშა ასტერმა გამოაქვეყნა რაიხის ორკესტრი, კვლევა, რომელიც ეხებოდა ბერლინის ფილარმონიულის ურთიერთობებს მესამე რაიხის ხელმძღვანელობასთან.[18] 2007 წელს კი გამოვიდა ენრიკე სანჩეს ლანშის დოკუმენტური ფილმი Das Reichsorchester.[19]
UNICEF-მა 2007 წლის ნოემბერში რეტლი და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი კეთილი ნების ელჩებად დანიშნა.[20] 2013 წლის 10 იანვარს ორკესტრმა გამოაცხადა, რომ რეტლის კონტრაქტი ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის პოსტზე 2018 წელს დასრულდებოდა.[21] 2014 წელს ორკესტრმა საკუთარი ლეიბლი დააარსა, სახელწოდებით Berliner Philharmoniker Recordings.
2015 წლის 11 მაისის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ,[22] იმავე წლის 21 ივნისს ორკესტრმა შემდგომ მუსიკალურ ხელმძღვანელად რუსული წარმოშობის ავსტრიელი დირიჟორი, კირილ პეტრენკო აირჩია.[23][24] 2015 წლის ოქტომბერში ორკესტრმა განაცხადა, რომ პეტრენკოს კონტრაქტი აღნიშნულ პოზიციაზე 2019/20 წლის სეზონიდან დაიწყებოდა,[25][26] მომდევნო წელს კი დაზუსტდა კონტრაქტის დაწყების თარიღი – 2019 წლის 19 აგვისტო.[27]
საკონცერტო დარბაზები
რედაქტირებაორკესტრის პირველი საკონცერტო დარბაზი იყო ბერლინის კროიცბერგის რაიონში, ბერნბურგერის ქუჩაზე მდებარე ფილარმონია, რომლის ინაუგურაციაც 1882 წელს მოხდა. შენობაში თავდაპირველად საციგურაო მოედანი იყო განთავსებული [28] და იგი არქიტექტორმა ფრანც შვეხტენმა გადააკეთა. 1899 წელს მოხდა შედარებით პატარა ბეთჰოვენის სახელობის დარბაზის (Beethovensaal) გახსნა კეთენის ქუჩაზე, კამერული მუსიკის კონცერტებისათვის. 1944 წლის 30 იანვარს, ჰიტლერის კანცლერად გახდომის წლისთავზე პირველი ფილარმონია ბრიტანელთა დაბომბვის შედეგად დაინგრა.[29] ორკესტრი ომი დასრულებამდე უნტერ-დენ-ლინდენის ბულვარზე მდებარე ბერლინის სახელმწიფო ოპერაში (Staatsoper) იყო განთავსებული. 1945 წლის 3 თებერვალს შტაატსოპერაც დაანგრიეს. ორკესტრი, რომელსაც სცენა ესაჭიროებოდა, ომისშემდგომ წლებში Titania-Palast-ში, საკონცერტო დარბაზად გადაკეთებულ ძველ კინოთეატრში უკრავდა, ხოლო მცირე მასშტაბის კონცერტებისთვის კვლავ ბეთჰოვენის დარბაზს იყენებდა. 1950-იან წლებში ორკესტრმა კონცერტები მაშინდელ მუსიკის უმაღლეს სკოლაში (ამჟამად ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტს ეკუთვნის), იოზეფ-იოახიმის საკონცერტო დარბაზში (Joseph-Joachim-Konzertsaal) გადაიტანა. მიუხედავად ამისა, ჩანაწერების უმეტესობა ბერლინში, დალემში მდებარე იესო ქრისტეს ეკლესიაში (Jesus-Christus-Kirche) კეთდებოდა, რომელიც შესანიშნავი აკუსტიკით იყო განთქმული.
ახალი ფილარმონიის საჭიროება 1949 წლიდან გამოითქვა, მას შემდეგ, რაც სახსრების შესაგროვებლად ბერლინის ფილარმონიული საზოგადოების მეგობართა საზოგადოება (გერმ. Gesellschaft der Freunde der Berliner Philharmonie e.V.) ჩამოყალიბდა. ახალი ფილარმონიის აშენება 1961 წელს დაიწყო, არქიტექტორ ჰანს შარუნის დიზაინის მიხედვით. მისი ინაუგურაცია 1963 წლის 15 ოქტომბერს, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიით მოხდა, რომელსაც კარაიანი დირიჟორობდა. მდებარეობის გამო იგი „კულტურფორუმის“ – ბერლინში არსებული კულტურულ შენობა-ნაგებობათა კომპლექსის ნაწილია. დიდი დარბაზის (2440 ადგილით) გარდა 1987 წელს შედარებით მცირე ზომის კამერული მუსიკის დარბაზიც (Kammermusiksaal) აშენდა (1180 ადგილით). მისი დიზაინი შარუნის პროექტის მიხედვით ედგარ ვისნიევსკიმ შექმნა.
ამ დროიდან მოყოლებული, ბერლინის ფილარმონია ორკესტრის მუდმივი განთავსების ადგილი და მისი სიმბოლოა. ორკესტრის ლოგო (პენტაგონი) დარბაზის ფორმას იმეორებს.
2008 წლის 20 მაისს ფილარმონიაში ხანძარი გაჩნდა. სახურავის ერთმა მეოთხედმა მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო, რადგან მეხანძრეებმა ცეცხლის კერებთან მისასვლელად იგი რამდენიმე ადგილას გაჭრეს.[30][31] წყლით დაზიანდა დარბაზის ინტერიერიც, თუმცა, შენობას, მთლიანობაში, დიდი ზიანი არ განუცდია, რადგან მეხანძრეები მეტწილად ქაფს იყენებდნენ. ორკესტრს დარბაზის გამოყენება 2008 წლის ივნისამდე შეეზღუდა.[32]
2008 წლის 18 დეკემბერს ორკესტრმა ციფრული საკონცერტო დარბაზის შექმნის შესახებ განაცხადა.[33] ეს უნიკალური პლატფორმა მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტით მოსარგებლე მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნახოს და მოისმინოს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის როგორც ახალი, ისე ძველი კონცერტების ჩანაწერები, როგორც ცოცხლად, ისე მოთხოვნით. 2014 წლის ივლისიდან მოყოლებული ციფრული საკონცერტო დარბაზი მომხმარებელს ლაივსტრიმების სახით სთავაზობს 1960-1970-იან წლებში, კარაიანის ხელმძღვანელობის დროს გადაღებულ ფილმებს და კონცერტებს. 2010 წლიდან ბერლინის ფილარმონიულის რჩეული კონცერტები გერმანიის და ევროპის სხვა ქვეყნების კინოთეატრებში live რეჟიმში გადაიცემა.[34] 2020 წლის მარტიდან, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, ბერლინის ფილარმონიულმა ორკესტრმა ციფრული საკონცერტო დარბაზის გამოყენება დროებით უფასო გახადა. [35][36]
მთავარი დირიჟორები
რედაქტირება- ლუდვიგ ფონ ბრენერი (1882–1887)
- ჰანს ფონ ბიულოვი (1887–1893)
- რიხარდ შტრაუსი (1894–1895)
- არტურ ნიკიში (1895–1922)
- ვილჰელმ ფურტვენგლერი (1922–1945)
- ლეო ბორხარდი (მაისი–აგვისტო 1945)
- სერჯიუ ჩელიბიდაკე (1945–1952)
- ვილჰელმ ფურტვენგლერი (1952–1954)
- ჰერბერტ ფონ კარაიანი (1954–1989)
- კლაუდიო აბადო (1989–2002)
- სერ საიმონ რეტლი (2002–2018)
- კირილ პეტრენკო (2019–)
საპატიო წევრები
რედაქტირებაორკესტრმა საპატიო წევრების სტატუსი მიანიჭა დანიელ ბარენბოიმს (იგი, ასევე, პირველი და ერთადერთი საპატიო დირიჟორია), ბერნარდ ჰაიტინკს, ნიკოლაუს ჰარნონკურტს, სეიჯი ოზავას, მარის იანსონსს და ზუბინ მეტას.[37]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებაClassical BRIT Awards
- 2001 – "წლის ანსამბლის/საორკესტრო ალბომი" – სერ საიმონ რეტლი, მალერი: სიმფონია №10 (EMI, 2000)
- 2003 – "წლის ანსამბლის/საორკესტრო ალბომი" – სერ საიმონ რეტლი, მალერი: სიმფონია №5 (EMI, 2002)
- 1970 – საუკეთესო საოპერო ჩანაწერი – ჰერბერტ ფონ კარაიანი, ჰელგა დერნეში, ტომას შტოლცე, ჯეს ტომასი, ვაგნერი: ზიგფრიდი (DGG, 1969)
- 1979 – საუკეთესო საორკესტრო ჩანაწერი – ჰერბერტ ფონ კარაიანი, ბეთჰოვენი: 9 სიმფონია (სრული ციკლი)
- 1993 – საუკეთესო საორკესტრო ჩანაწერი – ლენარდ ბერნსტაინი, მალერი: სიმფონია №9 (DGG, 1992; 1979 წლის ჩანაწერი)
- 1995 – კამერული მუსიკის საუკეთესო პერფორმანსი – დანიელ ბარენბოიმი, დეილ კლევენჯერი, ლარი კოუმსი, დანიელე დამიანო, ჰანსიერგ შელენბერგერი, ბეთჰოვენი/მოცარტი: კვინტეტები (ჩიკაგო – ბერლინი) (1994)
- 1998 – მცირე ანსამბლის საუკეთესო პერფორმანსი – კლაუდიო აბადო, ჰინდემიტი: კამერული მუსიკა №1 ფინალით, 1921, Op. 24 №1 (ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის წევრებთან ერთად) (EMI, 1996)
- 2000 – საუკეთესო კლასიკური ვოკალური პერფორმანსი – კლაუდიო აბადო, ანე სოფი ფონ ოტერი, ტომას კვასტჰოფი, მალერი: ბიჭუნას ჯადოსნური საყვირი (Des Knaben Wunderhorn) (DGG, 1999)
- 2001 – საუკეთესო საორკესტრო პერფორმანსი – სერ საიმონ რეტლი, მალერი: სიმფონია №10 (EMI, 2000)
- 2007 – საუკეთესო ინსტრუმენტული სოლო პერფორმანსი (ორკესტრთან ერთად) – ანტონიო პაპანო, ლეიფ ოვე ანდსნესი, რახმანინოვი: საფორტეპიანო კონცერტები №1 და №2 (EMI, 2006)[38]
Gramophone Awards
- 1981 – "წლის საოპერო ჩანაწერი" – ჰერბერტ ფონ კარაიანი, ვაგნერი: პარსიფალი (DGG, 1980)
- 1981 – "წლის საორკესტრო ჩანაწერი" – ჰერბერტ ფონ კარაიანი, მალერი: სიმფონია №9 (DGG, 1980)
- 1984 – "წლის ჩანაწერი" – ჰერბერტ ფონ კარაიანი, მალერი: სიმფონია №9 (DGG, 1984; 1982 წლის ცოცხალი ჩანაწერი)
- 2000 – "წლის საორკესტრო ჩანაწერი" – სერ საიმონ რეტლი, მალერი: სიმფონია №10 (EMI, 2000)
- 2004 – "Concerto" – მარის იანსონსი, ლეიფ ოვე ანდნესი, გრიგი: საფორტეპიანო კონცერტი და შუმანი: საფორტეპიანო კონცერტი (EMI, 2004)
- 2006 – "წლის ჩანაწერი" – კლაუდიო აბადო, მალერი: სიმფონია №6 (DGG, 2005)
გერმანიის ფონოაკადემიის მუსიკალური ჯილდო ECHO (ყოფილი Deutscher Schallplattenpreis)
- 2003 – საგუნდო ჩანაწერი (Chorwerkeinspielung) – სერ საიმონ რეტლი, ბერლინის რადიოს გუნდი, შუაგერმანიის რადიოს გუნდი, ბერლინის ერნსტ-ზენფის გუნდი, კარიტა მატილა, ანე სოფი ფონ ოტერი, ტომას მოზერი, ფილიპ ლენგრიჯი, ტომას კვასტჰოფი, არნოლდ შონბერგი: გურეს სიმღერა (Gurre-Lieder) (EMI, 2002)
- 2006 – წლის საუკეთესო მუსიკალური DVD (Musik-DVD Produktion des Jahres) – სერ საიმონ რეტლი, რომან გრუბე და ენრიკე სანჩეს ლანში (რეჟისორი), უვე დირკსი (პროდიუსერი): Rhythm Is It! (2005)
- 2006 – სიმფონიური ჩანაწერი (Sinfonische Einspielung) – კლაუდიო აბადო, მალერი: სიმფონია №6 (DGG, 2005)
- 2016 – ორკესტრი/ანსამბლი (Orchester/Ensemble) – სერ საიმონ რეტლი, სიბელიუსი: სიმფონიები №1–7, (Berliner Philharmoniker Recordings, 2015)
ICMA (კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ჯილდო)
- 2016 – "სიმფონიური" – სერ საიმონ რეტლი, სიბელიუსი: სიმფონიები №1–7, (Berliner Philharmoniker Recordings, 2015)
- 2017 – "სიმფონიური" – კლაუდიო აბადო: უკანასკნელი კონცერტი (Berliner Philharmoniker Recordings, 2016)
Timbre de Platine (პლატინის მარკა): ჟურნალ Opéra International-ის ჯილდო
- 1987 – რიკარდო მუტი, მოცარტი: რექვიემი (EMI, 1987)
ჟურნალ „Diapason-ის“ ჯილდო
- 2014 – 2014 წლის ოქროს დიაპაზონი (Diapason D'Or de l'année 2014) – სერ საიმონ რეტლი, ბახი: მათეს პასიონები (Berliner Philharmoniker Recordings, 2014)
- 2015 – ხელოვნების ოქროს დიაპაზონი (Diapason D'Or Arte) – ნიკოლაუს ჰარნონკურტი: შუბერტი (Berliner Philharmoniker Recordings, 2015)
- 2015 – ხელოვნების ოქროს დიაპაზონი – სერ საიმონ რეტლი, ბახი: იოანეს პასიონები (Berliner Philharmoniker Recordings, 2014)
- 2016 – 2016 წლის ოქროს დიაპაზონი (Diapason D'Or de l'année 2016) – სერ საიმონ რეტლი, ბეთჰოვენი: სიმფონიები №1–9 (Berliner Philharmoniker Recordings, 2016)
ლიტერატურა
რედაქტირება- Annemarie Kleinert: Music at its Best: The Berlin Philharmonic. From Karajan to Rattle, BoD Publishing Company, Norderstedt 2009, ISBN 978-3-8370-6361-5
- Angela Hartwig: Rattle at the Door – Sir Simon Rattle and the Berlin Philharmonic 2002 to 2008, published by Evrei, 2009, ISBN 978-3-0002-8093-1, Kindle Edition
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის ოფიციალური საიტი
- Berliner Philharmoniker at Google Cultural Institute
- Members of the orchestra
- Digital Concert Hall
- "Economic Crisis Puts the Squeeze on Arts", a 2003 Deutsche Welle article
- Discography at SonyBMG Masterworks
- Website about the Kulturforum am Potsdamer Platz
- Misha Aster, Das Reichsorchester
- Bolero Berlin website, the Latin soul of the Berlin Philharmonic
სქოლიო
რედაქტირება- ↑ First woman at the conductor's desk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2017-11-03.
- ↑ Joanna Kavenna. After the war – apocalypse. The Spectator. ციტირების თარიღი: May 18, 2019.
- ↑ Alex Ross. (16 March 2003) Ghost Sonata. The New Yorker. ციტირების თარიღი: May 18, 2019
- ↑ Stanley Hoffmann. (March-April 1996) Albert Speer: His Battle With Truth. Foreign Affairs. ციტირების თარიღი: May 18, 2019.
- ↑ Stivers, William (2004). Armed Diplomacy: Two Centuries of American Campaigning. Fort Leavenworth, KS: Combat Studies Institute Press, გვ. 161. ISBN 1-4289-1650-4.
- ↑ Donal Henahan (1983-01-23). „Women Are Breaking the Symphonic Barriers“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2015-10-14.
- ↑ Kate Connolly (10 November 1999). „Band of no gold“. The Guardian. ციტირების თარიღი: 17 August 2007.
- ↑ Matthew Westphal (6 November 2006). „Berlin Philharmonic Names Winner of First Claudio Abbado Composition Prize“. Playbill Arts. ციტირების თარიღი: 1 September 2007.
- ↑ Andrew Clements (24 June 1999). „Picking up the baton“. The Guardian. ციტირების თარიღი: 17 August 2007.
- ↑ Charlotte Higgins (29 April 2008). „Berlin Philharmonic keeps Rattle“. The Guardian. ციტირების თარიღი: 30 April 2008.
- ↑ Catherine Hickley (24 April 2008). „Rosenberg Will Leave Berlin Philharmonic; Rattle Negotiates“. Bloomberg News. ციტირების თარიღი: 28 April 2008.
- ↑ Neuer Intendant der Berliner Philharmoniker German. Berlin Philharmonic (19 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 June 2011. ციტირების თარიღი: 28 July 2010.
- ↑ „Change of general manager in 2017/2018 season“ (პრეს-რელიზი). Berlin Philharmonic Orchestra. 2016-02-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2016. ციტირების თარიღი: 2016-03-27. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - ↑ „Setting course for a time of change – Andrea Zietzschmann is the new general manager of the Berliner Philharmoniker“ (პრეს-რელიზი). Berlin Philharmonic Orchestra. ციტირების თარიღი: 2017-11-03.
- ↑ „Andrea Zietzschmann neue Intendantin ab 2017“ (პრეს-რელიზი). Berlin Philharmonic Orchestra. 6 October 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 July 2017. ციტირების თარიღი: 2017-02-07. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - ↑ „Weichenstellungen für die Zeitenwende – Andrea Zietzschmann ist die neue Intendantin der Berliner Philharmoniker“ (პრეს-რელიზი). Berlin Philharmonic Orchestra. ციტირების თარიღი: 2017-11-03.
- ↑ Agence France-Presse (1 მაისი 2007). „Berlin Philharmonic Orchestra to probe Nazi-era history“. European Jewish Express. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 17 აგვისტო 2007.
- ↑ Tony Paterson (28 აგვისტო 2007). „Berlin Philharmonic 'was obedient servant of Hitler'“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აგვისტო 2007. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი 2007.
- ↑
- ↑ UNICEF: UNICEF appoints Berliner Philharmoniker Goodwill Ambassador დაარქივებული 2020-07-29 საიტზე Wayback Machine. , 17 November 2007.
- ↑ „Sir Simon Rattle to step down as Berlin Philharmonic chief conductor in 2018“. Grammophone Magazine. ციტირების თარიღი: 10 January 2013.
- ↑ Louise Osborne (2015-05-11). „Berlin Philharmonic deadlocked over Simon Rattle's successor“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2015-06-22.
- ↑ „Congratulations to Kirill Petrenko! The Berliner Philharmoniker are delighted to announce their new chief conductor“ (პრეს-რელიზი). Berlin Philharmonic Orchestra. 22 June 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 June 2015. ციტირების თარიღი: 2015-06-22. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - ↑ Ben Knight (2015-06-22). „Kirill Petrenko to succeed Simon Rattle at the Berlin Philharmonic“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2015-06-22.
- ↑ „Kirill Petrenko will take up office as chief conductor and artistic director of the Berliner Philharmoniker in the 2019/2020 season“ (პრეს-რელიზი). Berlin Philharmonic Orchestra. 13 October 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 March 2016. ციტირების თარიღი: 2015-10-14. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - ↑ Matthias Wulff (2015-10-13). „Kirill Petrenko kommt später als erwartet nach Berlin“. Berliner Morgenpost. ციტირების თარიღი: 2015-10-14.
- ↑ „Kirill Petrenko unterzeichnet Vertrag“ (პრეს-რელიზი). Berlin Philharmonic Orchestra. 6 October 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 August 2018. ციტირების თარიღი: 2017-02-07. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება) - ↑ skating rink დაარქივებული 2019-10-09 საიტზე Wayback Machine. ორკესტრის ისტორია ოფიციალურ საიტზე
- ↑ Aster, Misha (2010). The Reich's Orchestra: The Berlin Philharmonic 1933–1945. Souvenir Press. p. 149. ISBN 978-0-285-63893-8
- ↑ Kate Connolly (21 May 2008). „Musicians flee Philharmonic fire in Berlin“. The Guardian. ციტირების თარიღი: 22 May 2008.
- ↑ Nicholas Kulish and Daniel J. Wakin (21 May 2008). „Fire Under Control at Home of Berlin Philharmonic“. The New York Times. ციტირების თარიღი: 22 May 2008.
- ↑ Daniel J. Wakin (22 May 2008). „Hall Interior in Berlin Intact After Fire“. The New York Times. ციტირების თარიღი: 22 May 2008.
- ↑ Kate Connolly (2008-12-19). „The Berlin Phil – live in your own front room“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2015-10-14.
- ↑ Philharmoniker, Berliner. Live im Kino 2017/2018. ციტირების თარიღი: 20 March 2018.
- ↑ https://www.cbc.ca/music/the-berlin-philharmonic-has-made-its-digital-concert-hall-free-for-everyone-1.5497260
- ↑ https://www.digitalconcerthall.com/en/info
- ↑ Honorary Membership for Zubin Mehta (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 8 June 2019
- ↑ „Winners“. GRAMMY.com. ციტირების თარიღი: 2018-06-09.