ვალპურგის ღამე — წმ. ვალპურგისის დღესასწაულის (პირველი მაისის) წინა ღამე, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა.

ვალპურგის ღამე ჰაიდელბერგში

ამ ფესტივალს სახელი წმინდა ვალპურგას სახელი დაერქვა მონაზვნის გამო, რომელიც დაიბადა უესექსში 710 წელს. ის იყო წმინდა ბონიფასეს დისწული და ლეგენდის მიხედვით საქსონელი პრინცი წმინდა რიჩარდის შვილი. ის თავის ძმებთან ერთად მოგზაურობდა ფრანკონიაში, გერმანიაში, სადაც ის გახდა მონაზონი და ცხოვრობდა ჰაიდენჰაიმის დედათა მონასტერში, რომელიც დააარსა მისმა ძმამ უილიბალდმა. ვალპურგა გარდაიცვალა 25 თებერვალს 777 წელს და ეს დღე დღემდე ატარებს მის სახელს, ტრადიციულ კათოლიკური კალენდრით. მისი ნაწილები გადმოასვენეს 1 მაისს და ეს დღეც ატარებს მის სახელს მაგალითად ფინური და შვედური კალენდრით.

ისტორიულად ვალპურგის ღამე წარმოდგება წარმართული საგაზაფხულო წესჩვეულებებიდან. ნორვეგიული ტრადიციით ვალგურგის ღამე მიჩნეულია „დაცემულთა ზღუდედ“. დღესასწაულობენ იმ დროს, როდესაც გარდაიცვალა ოდინი რუნების ცოდნის დასაბრუნებლად. ნათქვამია, რომ ამ ღამეს სისუსტის ჟამი დგება ცოცხლების და მკვდებს შორის. კოცონებს ანთებენ იმისთვის, რომ მოიშორონ მკვდარი და ქაოსური სულები, რომლებიც ცოცხლებს შორის დახეტიალობენ. იმის გამო, რომ ვალპურგის დღე დაემთხვა ამ დღესასწაულს, ის უკვე აღიქმება ერთსა და იმავე დღესასწაულად. ეს ორი დღე აირია ერთმანეთში და შეიქმნა ვალპურგის ღამის დღესასწაული.

თანამედროვე ეპოქაში

რედაქტირება

ამ ღამეს განსაკუთრებული რიტუალები ეწყობა სატანისტების და ჯადოქრების მიერ. სხვათა შორის ანტონ ლავეიმ სატანისტური ეკლესიაც სწორედ ვალპურგის ღამეს დააარსა 1966 წელს. პირველ მაისს აღიმართება ხოლმე ე. წ. „მაისის ხე“, მიწისა და ცის გამაერთიანებელი, დამაკავშირებელ სიმბოლოდ. ევროპის ბევრ ქვეყნებში ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: