იოანე პავლე II

(გადამისამართდა გვერდიდან იოანე-პავლე II)

იოანე პავლე II (ლათ. Ioannes Paulus Secundus) ერისკაცობაში კაროლ იოზეფ ვოიტილა (პოლ. Karol Józef Wojtyła; დ. 18 მაისი, 1920, ვადოვიცე, პოლონეთი — გ. 2 აპრილი, 2005, ვატიკანი) — 264-ე რომის პაპი 1978–2005 წლებში პირველი პოლონელი წმინდა პეტრეს ტახტზე. 2011 წლის 1 მაისს რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ მოახდინა მისი ნეტარად შერაცხვა — ბეატიფიკაცია.[1]

უწმიდესი რომის პაპი
ნეტარი იოანე პავლე II
რომის პაპი 2004 წელს
დროშა
დროშა
264-ე რომის პაპი
16 ოქტომბერი, 1978-დან — 2 აპრილი, 2005-მდე
არჩევა: 16 ოქტომბერი, 1978
ინტრონიზაცია: 22 ოქტომბერი, 1978
ეკლესია: რომის კათოლიკური ეკლესია
წინამორბედი: იოანე პავლე I
მემკვიდრე: ბენედიქტე XVI
 
სამეცნიერო ხარისხი: თეოლოგიის დოქტორი
დაბადების სახელი: კაროლ იოზეფ ვოიტილა
ორიგინალი
დაბადების სახელი:
Karol Józef Wojtyła}
დაბადება: 18 მაისი, 1920
ვადოვიცე, პოლონეთი
გარდაცვალება: 2 აპრილი, 2005 (84 წლის)
ვატიკანი
ეპისკოპოსად კურთხევა: 26 ივნისი, 1967
კარდინალი: 28 სექტემბერი, 1958
 
ხელმოწერა:

1978 წელს იგი გახდა 1523 წლიდან (ადრიანე VI — წარმოშობით ჰოლანდიელი) პირველი არაიტალიური წარმოშობის პაპი და პირველი სლავი პაპის ტახტზე. იგი წმინდა ტახტს 27 წელიწადი ედგა სათავეში და მმართველობის ხანგრძლივობით ჩამორჩება მხოლოდ წმინდა პეტრეს (34 წელი) და პიუს IX-ს (32 წელი).

ბიოგრაფია

რედაქტირება

კაროლ იოზეფ ვოიტილა დაიბადა ქალაქ ვადოვიცეში, ავსტრია-უნგრეთის არმიის ყოფილი ოფიცრის ოჯახში. იგი კაროლ ვოიტილა-უფროსისა და ემილია კაჩოროვსკას ოჯახის უმცროსი შვილია. დედა გარდაეცვალა მაშინ, როდესაც მომავალი პაპი 8 წლის იყო.

რომის პაპი და საქართველო

რედაქტირება

რომის პაპ იოანე პავლე II-ისა და საქართველოს ეკლესიის მეთაურის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა 1980 წლის 5-6 ივნისს, ვატიკანში შედგა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერები ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე მუშაობას შეძლებდნენ. თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, კავკასიაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო.

თავად რომის პაპი იოანე პავლე II საქართველოს 1999 წლის 8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეს იყო რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც პაპი ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის მოწვევით შედგა.

იოანე პავლე II-ს თბილისის აეროპორტში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დახვდნენ. რომის პაპი 9 ნოემბერს მთავრობის კრწანისის რეზიდენციაში ქართული მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებს შეხვდა, მოინახულა სვეტიცხოვლის საკათედროს ტაძარიც, გაკეთდა ორმხრივი მიმართვები.[2] საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II:

 
„ამ რეგიონში ასეთი დაძაბული ვითარების დროს, საქართველოსა და მთელი კავკასიისათვის მნიშვნელოვანია, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ჩამობრძანება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისეთი ცხელი წერტილების პრობლემა, როგორიც არის აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი და სხვა, საერთაშორისო ძალისხმევით მშვიდობიანი გზით გადაწყდება. თქვენმა ვიზიტმა უფრო მეტად დააახლოვა ჩვენი ხალხები, ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ქვეყნები და ამას დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ.“

[3]

რომის პაპის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მეორე ათასწლეულის მიწურულსა და მესამე ათასწლეულის დასაწყისში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. იოანე-პავლე მეორე ნეტარად შერაცხეს, ჯი-ეიჩ-ენი, 1 მაისი, 2011.
  2. იოანე პავლე II საქართველოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-28. ციტირების თარიღი: 2016-10-03.
  3. პატრიარქის მიმართვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-28. ციტირების თარიღი: 2016-10-03.
წინამორბედი:
იოანე-პავლე I
რომის პაპი

19782005
შემდეგი:
ბენედიქტე XVI