მთავარი მენიუს გახსნა

ბენედიქტე XVI (ლათ. Benedictus Sextus Decimus), ერისკაცობაში იოზეფ ალოიზ რაცინგერი (გერმ. Joseph Alois Ratzinger) (დ. 16 აპრილი 1927, მარკტლ-ამ-ინი, ბავარია, გერმანია) — რომის პაპი 2005 წლის 19 აპრილიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე, კათოლიკე თეოლოგი.

უწმიდესი რომის პაპი
ბენედიქტე XVIBentoXVI-30-10052007.jpg
დროშა
265-ე რომის პაპი
24 აპრილი, 2005-დან — 28 თებერვალი, 2013-მდე
არჩევა: 19 აპრილი, 2005
ინტრონიზაცია: 24 აპრილი, 2005
ეკლესია: რომის კათოლიკური ეკლესია
წინამორბედი: იოანე პავლე II
მემკვიდრე: ფრანცისკე
გადადგომა: 28 თებერვალი, 2013
 
დაბადების სახელი: იოზეფ ალოიზ რაცინგერი
დაბადება: 16 აპრილი, 1927 (1927-04-16) (91 წლის)
მარკტლ-ამ-ინი, ბავარია, ვაიმარის რესპუბლიკა, (დღ. გერმანია)
კარდინალი: 27 ივნისი, 1977
 
ხელმოწერა: Pope Benedict XVI Signature.svg
Coat of Arms of Benedictus XVI.svg|

სექციების სია

ბიოგრაფიარედაქტირება

მღვდლად ეკურთხა 1951 წელს. უკვე 31 წლის ასაკში გახდა ფრაიზინგის ფილოსოფიურ-თეოლოგიური უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი. იყო დოგმატიკის პროფესორი ბონის, მიუნსტერის, ტიუბინგენისა და რეგენსბურგის უნივერსიტეტებში. ვატიკანის II მსოფლიო კრების დროს რაცინგერი იყო კიოლნის კარდინალის იოზეფ ფრინგსის მრჩეველი. მისი შედგენილი ტექსტებით, რომელსაც იგი კარდინალის მოხსენებებისთვის ადგენდა, გაითქვა მსოფლიო კრებაზე სახელი. 1977 წელს პავლე VI-ს დანიშნულ იქნა მიუნხენისა და ფრაინზინგის არქიეპისკოპოსად და იმავე წელს მიენიჭა კარდინალის წოდება. 1981 წლიდან ვიდრე პაპად არჩევამდე იყო რწმენის კონგრეგაციის თავკაცი. ამ მაღალი უფლემოსილებით მთელი ამ წლების განმავლობაში იცავდა კათოლიკურ ეკლესიის ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდეს ლიბერალიზმის მომძლავრებისგან (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში) და შიდაგამთიშველური გამოვლინებებისგან, ასევე წინ აღუდგა გარკვეულ მღვდელთა პოლიტიკურ (სოციალისტურ) აქტიურობებს ლათინურ ამერიკაში.

2013 წლის 11 თებერვალს პაპმა ბენედიქტე XVI-მ განაცხადა, რომ 28 თებერვალს ტახტიდან გადადგება „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ 2013 წლის 28 თებერვალს, 20:00 ბენედიქტე XVI გადადგა. 28 თებერვლიდან 13 მარტამდე,ახალი პაპის, ფრანცისკე I არჩევამდე ვატიკანი იმყოფებოდა ე.წ. ,,სედე ვაკანტეს" მდგომარეობაში.[1][2]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება