კოშიცე
კოშიცე (სლოვაკ. Košice, გერმ. Kaschau, უნგრ. Kassa, რუს. Ко́шицы) — ქალაქი სლოვაკეთში. კოშიცეს მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჰორნადის ხეობაში, სლოვაკეთის მადნიანი მთების ძირში. 240,000 ათასი მცხოვრები (2011), მოსახლეობის რაოდენობით სლოვაკიის მეორე ქალაქი. სატრანსპორტო კვანძი. შავი მეტალურგის ცენტრი. მძიმე მანქანათმშენებლობა, მაგნეზიტის დამუშავება, კვების, სამკერვალო, ხის დასამუშავებელი მრეწველობა. არის უნივერსიტეტი. კოშიცეში არის სლოვაკეთის გოთური არქიტექტურის ცნობილი ძეგლი - ქვის კვეთილობით მდიდრულად შემკული წმ. ელისაბედის ტაძარი (1382-1499), წმ. მიხეილის გოთური კაპელა (XIV საუკუნის II ნახევარი), დომინიკელთა ეკლესია და მონასტერი (XIV-XVIII), ბაროკოს სტილის რატუშა (1756), კლასიციზმის სტილის სასახლეები და საზოგადოებრივი შენობები. 1940-იანი წლების დასასრულიდან მიმდინარეობს ფართო საბინაო მშენებლობა.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
კოშიცე სლოვაკ. Košice | |||||
![]() ![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
შიდა დაყოფა | კოშიცე I-ის რაიონი, კოშიცე II-ის რაიონი, კოშიცე III-ის რაიონი და კოშიცე IV-ის რაიონი | ||||
კოორდინატები | 48°43′00″ ჩ. გ. 21°15′00″ ა. გ. / 48.71667° ჩ. გ. 21.25000° ა. გ. | ||||
მმართველი | Jaroslav Polaček | ||||
დაარსდა | 1230[1] | ||||
პირველი ხსენება | 1230 | ||||
ფართობი | 242.33 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 211 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 238 593 (2019) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 055 | ||||
საფოსტო ინდექსი | 040 00 | ||||
საავტომობილო კოდი | KE | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.kosice.sk/ | ||||
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 7.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კოშიცე“ ვიკისაწყობში.
- კოშიცე, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე