მაგნეზიტი
მაგნეზიტი (ლათ. magnesia — „მაგნეზია“) — კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა . იზომორფული მინარევის სახით შეიცავს , , . კრისტალდება ტრიგონურ სინგონიაში. კრისტალები რომბოედრული ან უსწორმასწორო წაგრძელებული აქვს, აგრეგატები — ფარულ-კრისტალური. თეთრია ან მოყვითალო-ნაცრისფერი. მყიფეა; რომბოედრის გასწვრივ აქვს სრული ტკეჩადობა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3.75-4.25; სიმკვრივე 2900-3100 კგ/მ³. მაგნეზიტის ძირითადი დანაგროვები გვხვდება მეტამორფიზებულ დოლომიტებში. მაგნეზიტი გამოიყენება ცემენტის, ცელულოზის, სინთეზური კაუჩუკის, პლასტმასის, ცეცხლგამძლე ნაწარმის, კერამიკულ და სხვათა წარმოებაში. ძირითადი საბადოებია რუსეთში, ჩინეთში, კორეაში, ბრაზილიაში.
მაგნეზიტი | |
---|---|
მაგნეზიტის კრისტალები ბრაზილიიდან | |
საერთო | |
კატეგორია | კარბონატის მინერალები |
ქიმიური ფორმულა | MgCO3 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | თეთრია ან მოყვითალო-ნაცრისფერი |
კრისტალის სინგონია | ტრიგონური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 3.75-4.25 |
სიმკვრივე | 2900-3100 კგ/მ³ |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 325.