ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი
ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი (გერმ. Hugo von Hofmannsthal; დ. 1 თებერვალი, 1874, ვენა — გ. 15 ივლისი, 1929, როდაუნი) — ავსტრიელი მწერალი, ნეორომანტიზმისა და სიმბოლიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი და დეკადენტთა „ვენის ჯგუფის“ ერთ-ერთი თავკაცი. ლექსებსა და ერთმოქმედებიან ლირიკულ დრამებში („გუშინ“, 1891; „ტიციანის სიკვდილი“, 1893 და სხვა) ავითარებდა სიცოცხლისა და სსიკვდილის, სილამაზის წარმავლობის მარადიულ თემებს. მომდევნო ხანის შემოქმედება ნიცშეანურად გაგებული ანტიკური ტრაგედიის, შუა საუკუნეების მისტერიების, ბაროკოს თეატრისა და ვენური ხალხური კომედიის გავლენით ჩამოყალიბდა. დიდი წარმატება ხვდა წილად მის პიესებს: „თეთრი მარაო“ (1907), „მძიმე ადამიანი“ (1921), „ცხოვრების ზალცბურგის დიდი თეატრი“ (1922), „კოშკი“ (1925) და სხვა. აღსანიშნავია ჰოფმანსთალის ესეისტური თხზულებები: „წერილი“ (1902), „საუბრები ლიტერატურულ თემებზე“ (1904), „პოეტი და ჩვენი დრო“ (1907); ფსიქოლოგიური ნოველები: „672-ე ღამის ზღაპარი“ (1905), „ლუციდორი“ (1910), „უჩრდილო ქალი“ (1919), დაუმთავრებელი რომანი „ანდრეასი ანუ შეერთებულნი“.
ჰუგო ფონ ჰოფმანსთალი | |
---|---|
გერმ. Hugo von Hofmannsthal | |
დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1874[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] |
დაბადების ადგილი | ვენა[16] [14] |
გარდაცვალების თარიღი | 15 ივლისი, 1929[16] [2] [3] [4] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [14] [15] (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | როდაუნი[16] |
დასაფლავებულია | Cemetery Kalksburg[17] [5] |
ფსევდონიმი | Loris[18] და Theophil Morren[18] |
საქმიანობა | რომანისტი, ლიბრეტისტი[14] , პოეტი[14] [15] , დრამატურგი[15] , მწერალი[14] [19] , სცენარისტი და კომპოზიტორი |
ენა | გერმანული ენა |
მოქალაქეობა |
ავსტრია ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
ალმა-მატერი | ვენის უნივერსიტეტი და Akademisches Gymnasium |
Magnum opus | მავანი, როზას კავალერი და Elektra |
მეუღლე | Gertrud Schlesinger[20] |
შვილ(ებ)ი | Raimund von Hofmannsthal[21] [20] , Christiane Zimmer[20] და Franz von Hofmannsthal[20] |
ნათესავ(ებ)ი | ისააკ ლევ ჰოფმანი, ედლერ ფონ ჰოფმანსთალი |
ხელმოწერა | |
1909 წელს რეჟისორმა ვ. შალიკაშვილმა ქართულ სცენაზე დადგა მისი „ზობეიდას ქორწინება“ (თარგმნა ი. ევდოშვილმა 1909), ხოლო 1923 წელს რეჟისორმა კ. ანდრონიკაშვილმა — „ელექტრა“ (თარგმნა დ. კასრაძემ).
ლიტერატურა
რედაქტირება- ლ. ყარალაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 691.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118552759 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 IMSLP — 2006.
- ↑ 7.0 7.1 Discogs — 2000.
- ↑ 8.0 8.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 11.0 11.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 12.0 12.1 Salzburgwiki
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 16.0 16.1 16.2 Гофмансталь Гуго фон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ https://www.friedhoefewien.at/grabsuche?submitHidden=true&name=Hugo%20Hofmannsthal&friedhof=025&jdb_bis=1929
- ↑ 18.0 18.1 Czech National Authority Database
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 Kindred Britain
- ↑ Lundy D. R. The Peerage