ვალერიან შალიკაშვილი
ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი (დ. 23 მაისი [ ძვ. სტ. 10 მაისი], 1874, სოფ. აკეთი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 30 იანვარი[ ძვ. სტ. 17 იანვარი], 1919, იქვე) ― ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი.
ვალერიან შალიკაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ვალერიან შალიკაშვილი |
დაბადების თარიღი |
23 მაისი, 1874 აკეთი, ოზურგეთის მაზრა |
გარდაცვალების თარიღი |
30 იანვარი, 1919 (44 წლის) აკეთი, ოზურგეთის მაზრა |
საქმიანობა |
მსახიობი რეჟისორი დრამატურგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასაშუალო განათლება მიიღო კავკავის რეალურ სასწავლებელში, სადაც ოთხი კლასის კურსი დაამთავრა. პანსიონში რუსულად სწავლის გამო დაავიწყდა ქართული ენა. 17 წლისამ დაიწყო მშობლიური ენის შესწავლა. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1902 წელს ალექსი-მესხიშვილის დასში. ისი პირველი როლი იყო დე-სილა სპექტაკლში „ურიელ აკოსტა“. 1905 წელს პირველი წერილი გამოაქვეყნა გაზეთ „ივერიაში“. 1907 წლიდან დაიწყო რეჟისორობა. 1909 წელს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ მიავლინა მოსკოვში სამხატვრო თეატრის სარეჟისორო კურსებზე. გაზეთ „დროებაში“ აქვეყნებდა ლექციების ჩანაწერებს. მალე დაავადდა ტუბერკულოზით. 1910 წელს დაბრუნდა თბილისში. იყო სარეჟისორო საბჭოს წევრი ლ. მესხიშვილთან და ვ. გუნიასთან ერთად. 1910-1912 წლებში მიიწვიეს ხონის თეატრში. რამდენიმე თვე მოსკოვში გაატარა. ამ დროიდან დაიწყო მინიატურების, ფელეტონების და სცენების წერა. აქვეყნებდა წერილებს სასცენო ხელოვნების შესახებ. თავდაპირველად წერდა ვაკლიკო გურულის ფსევდონიმით. 1917 წელს იყო მსახიობთა კავშირის აქტიური წევრი. 1918 წელს მსახიობის ოსტატობას ასწავლიდა ჯაბადარის სტუდიაში. ქართულ სცენაზე ამკვიდრებდა სამხატვრო თეატრის შემოქმედებით პრინციპებს. მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, ჭიათურის, ბაქოს ქართულ და სხვა თეატრებში. ზაფხულობით დადიდა სოფლებსა და დაბებში სამუშაოდ.
შემოქმედება
რედაქტირებაშეასრულა დარისპანის (კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), სოლეიმანის (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), იაგოს (შექსპირის „ოტელო“), დე სილვას (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“) და სხვა როლები. დადგა 50-მდე სპექტაკლი (გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და „სინათლე“, დ. ერისთავის „სამშობლო“, კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, იბსენის „დოქტორი შტოკმანი“ და სხვა). დაწერა 7 („გადაჭრილი მუხა“, „უნიადაგონი“, „ოჯახი“ და სხვა) და თარგმნა 18-მდე პიესა.
ნათამაშები როლები
რედაქტირება- დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ (დარისპანი)
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (სოლეიმანი)
- უილიამ შექსპირის „ოტელო“ (იაგო)
- კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“ (დე სილვა)
დადგმული სპექტაკლები
რედაქტირება- იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“
- იოსებ გედევანიშვილის „სინათლე“
- დავით ერისთავის „სამშობლო“
- დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“
- ჰენრიკ იბსენის „დოქტორი შტოკმანი“
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 476.
- ცაგარეიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 678.
- მებუკე დ., ვალერიან შალიკაშვილი, თბ., 1956;
- თევზაძე დ., „ვალერიან შალიკაშვილი და ჩვენი დღევანდელობა“, ჟურნალი „ლიტერატურული ძიებანი“, 2002