ანა იურის ასული ნეტრებკო (რუს. Анна Юрьевна Нетребко; დ. 18 სექტემბერი, კრასნოდარი, 1971) — რუსი საოპერო მომღერალი, ლირიკული სოპრანო. აქვს რუსეთისა და ავსტრიის ორმაგი მოქალაქეობა და ამჟამად ცხოვრობს ვენაში. ოპერის მოყვარულები მას „La Bellissima“-ს უწოდებენ (ულამაზესი).

ანა ნეტრებკო

ანა ნეტრებკო
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ანა ნეტრებკო
დაბ. თარიღი 18 სექტემბერი, 1971
დაბ. ადგილი კრასნოდარი,სსსრ
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა ლირიკული სოპრანო
საიტი annanetrebko.com
ანა ნეტრებკო ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნეტრებკო დაიბადა 1971 წლის 18 სექტემბერს რუსეთის ქალაქ კრასნოდარში. სანქტ-პეტერბურგის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მეეზოვედ მუშაობდა სახელგანთქმულ მარინსკის თეატრში. ნეტრებკო აღნიშნული თეატრის ხელმძღვანელმა და განთქმულმა დირიჟორმა, ვალერი გერგიევმა, აღმოაჩინა. გერგიევი ანას ვოკალის მასწავლებელი გახდა. ვალერი გერგიევის დახმარებით, ანამ თავისი საოპერო კარიერა 22 წლის ასაკში დაიწყო და ფიგაროს ქორწინებაში სუზანას როლი შეასრულა.

1994 წელს რიგის საოპერო ფესტივალზე შეასრულა ღამის დედოფლის ურთულესი არია მოცარტის ოპერიდან „ჯადოსნური ფლეიტა“. ცნობილი ფაქტია, რომ ამ პერიოდში ნეტრებკო კოლორატურული სოპრანო ბრძანდებოდა, ახლა კი, შვილის გაჩენის შემდეგ, მისი ხმა საგრძნობლად „დაპატარავდა“. ანა ახლა ლირიკული სოპრანოა და აქვს 3-ოქტავიანი დიაპაზონი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2004 წელს დაჯილდოვდა რუსეთის სახელმწიფო პრემიით.
  • გაზეთმა "Time" ის შეიყვანა ტოპ 100-ეულში 2007 წელს.
  • 2008 წელს იგი წლის მუსიკოსად დასახელდა.
  • ჟურნალმა "Playboy", 2008 წელს, იგი კლასიკური მუსიკის უსექსუალურეს შემსრულებლად დაასახელა.