კენეთ გრემი
კენეთ გრემი (ინგლ. Kenneth Grahame, დ. 8 მარტი 1859, ედინბურგი, შოტლანდია - გ. 6 ივლისი 1932, ბერკშირი, ინგლისი) — ინგლისელი მწერალი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია რომანით „ქარი ტირიფებში“.
კენეთ გრემი | |
---|---|
ინგლ. Kenneth Grahame | |
დაბადების თარიღი | 8 მარტი, 1859[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბადების ადგილი | ედინბურგი[12] |
გარდაცვალების თარიღი | 6 ივლისი, 1932[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [13] [10] (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერკშირი |
საქმიანობა | მწერალი[10] [14] , რომანისტი და საბავშვო მწერალი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო[6] |
ალმა-მატერი | წმინდა ედუარდის სკოლა |
Magnum opus | ქარი ტირიფებში |
მეუღლე | Elspeth S. Thomson |
შვილ(ებ)ი | Alastair Grahame[15] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგრემი დაიბადა 1859 წელს, ედინბურგში. 1864 წელს გარდაიცვალა მისი დედა, ხოლო 3 წლის შემდეგ მამამ, რომელიც ალკოჰოლიკი იყო, შვილები ნათესავებს დაუტოვა. გრემი აღსაზრდელად აიყვანა ბებიამ, რომელიც ბერკშირში თემზის სანაპიროსთან ცხოვრობდა. წმ. ედვარდის სახელობის სკოლაში სწავლისას ბიჭუნამ კარგად გამოიჩინა თავი და სწავლის გაგრძელებას ოქსფორდის უნივერსიტეტში აპირებდა, მაგრამ მისმა ბიძამ ამის ნება არ დართო. 1879 წელს გრემმა მუშაობა ინგლისის ბანკში დაიწყო, სადაც 1907 წლამდე დარჩა.
1880 წლიდან გრემმა დაიწყო ესეების წერა, რომელთა ნაწილი დაიბეჭდა წიგნში "წარმართული ჩანაწერები".
1899 წლის 22 ივლისს კენეთმა იქორწინა ელსპით ტომპსონთან, მაგრამ ქორწინება უიღბლო გამოდგა. მიუხედავად ამისა, კენეთის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა ერთადერთმა შვილმა, ალისტერმა. სწორედ მისთვის შეიქმნა ციკლი „ქარი ტირიფებში“. მისი ხელნაწერი ამერიკელმა გამომცემლებმა არ მოიწონეს, მაგრამ 1908 წელს იგი გამოიცა ინგლისში და გრემს მსოფლიო აღიარება მოუტანა.
ლიტერატურული წარმატების მიუხედავად, მოგვიანებით მწერალმა შეწყვიტა მუშაობა ახალ ნაწარმოებებზე. დიდი დარტყმა მას მიაყენა შვილის თვითმკვლელობამ (რომელიც ჯერ 20 წლისაც არ იყო). მწერლისადმი პატივისცემის გამო, ამ ტრაგედიის ოფიციალურ მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა.
1932 წლის 6 ივლისს გრემი გარდაიცვალა და დასაფლავებული იქნა ოქსფორდში, ჰოლიუელის სასაფლაოზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Kenneth Grahame
- ↑ 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 6.0 6.1 6.2 http://web.archive.org/web/20170323060756/http://jeugdliteratuur.org/auteurs/kenneth-grahame
- ↑ 7.0 7.1 NooSFere — 1999.
- ↑ 8.0 8.1 BD Gest'
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 10.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ ПроДетЛит — 2019.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118718398 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Lundy D. R. The Peerage