ქარი ტირიფებში (ინგლ. The Wind in the Willows) — საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოები, რომლის ავტორია კენეთ გრემი. იგი პირველად 1908 წელს დაიბეჭდა. რომანის მთავარი მოქმედი გმირები არიან ანთროპომორფული ცხოველები, რომლებიც ინგლისში, პასტორალურ გარემოში ცხოვრობენ. რომანი აღსანიშნავია მისტიურობის, თავგადასავლების, მორალის და მეგობრული სულისკვეთების თემებით. იგი აღინიშნება თემზის ველის ბუნების აღწერით.

„ქარი ტირიფებში“
The Wind in the Willows

პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი კენეთ გრემი
ენა ინგლისური ენა
ჟანრი საბავშვო რომანი
გამომცემელი Methuen
გამოცემის თარიღი 1908
ქართულად გამოიცა 2014
მედია მაგარი ყდა
გვერდი 302

1908 წელს გრემმა დატოვა ინგლისის ბანკში დაკავებული თანამდებობა. იგი დაბრუნდა კუკჰემში (ბერკშირი), სადაც გაიზარდა და თემზის ნაპირთან ხანგრძლივი პერიოდი გაატარა. ისევე, როგორც წიგნის პერსონაჟები, იგი მოგზაურობდა ნავებით და თავის შვილს, ალისტერს, სხვადასხვა გამოგონილ ამბავს უამბობდა, შემდეგ კი მათ იწერდა.

1909 წელს თეოდორ რუზველტმა გრემს მისწერა, რომ მას იმდენად ხშირად ჰქონდა წაკითხული ეს წიგნი, რომ მისი პერსონაჟები მეგობრებად იქცნენ[1]. ალან მილნის მიერ რომანი ადაპტირებული იქნა სპექტაკლად Toad of Toad Hall, 1929 წელს. 2003 წელს BBC-ის გამოკითხვაში The Big Read რომანმა მე-16 პოზიცია დაიკავა[2].

2014 წელს წიგნი რობერტ ინგემის ფერადი ილუსტრაციების თანხლებით ქართულ ენაზე ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "First edition of The Wind in the Willows sells for £32,400". The Guardian. Retrieved 19 November 2012
  2. "BBC - The Big Read". BBC. April 2003, Retrieved 18 October 2012
  3. ქარი ტირიფებში, ქარჩხაძის გამომცემლობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-06-15.