საქართველოს გაზეთი
„საქართველოს გაზეთი“ — პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი, ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური გამოცემა; დაარსდა 1819 წლის 8 მარტს თბილისში. 1820 წლიდან გამოდიოდა „ქართული გაზეთის“ სახელწოდებით. იბეჭდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების ბრძანებები, განკარგულებები, სტატიები რუსეთისა და საქართველოს საშინაო მდგომარეობაზე, საზღვარგარეთის ამბები, მოთხრობები, ანეკდოტები, განცხადებები და სხვა მასალა, რომელიც შესანიშნავად ასახავს ამ პერიოდის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას. ტირაჟი დაახლოებით 150–200 ცალი. გაზეთი დაიხურა 1821 წელს.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 173.
- გუგუშვილი პ., ქართული ჟურნალისტიკა, ტ 1, თბ., 1941;
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ხაჭაპურიძე, გ., „საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია“, თბილისი: სახელგამი, 1940. — გვ. 45.