გიორგი ხაჭაპურიძე

ქართველი ისტორიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ხაჭაპურიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი ხაჭაპურიძე (დ. 6 ივნისი, 1892, ჭანიეთი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია — გ. 1 ოქტომბერი, 1957, თბილისი, საქართველოს სსრ[2][3]) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1935), სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). ძირითადად იკვლევდა XIX საუკუნისა და საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიას.

გიორგი ხაჭაპურიძე
დაბ. თარიღი 6 ივნისი, 1892(1892-06-06), 18 ივნისი, 1892(1892-06-18) ან 1892[1]
დაბ. ადგილი ჭანიეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია ან ქუთაისის გუბერნია
გარდ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1957(1957-10-01) ან 1957[1]
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ისტორიკოსი, მეცნიერი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და სამეცნიერო მუშაკი[1]
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1892 წელს ლიხაურის თემის სოფელ ჭანიეთში, სამხედრო ოფიცრის, ვასილ ხაჭაპურიძისა და მარიამ ანთიძის ოჯახში. ჰყავდა ოთხი დედმამიშვილი. სწავლობდა ქაქუთის დაწყებით სკოლაში. შემდეგ მამამისი, რომელიც სამხედრო მოსამსახურე იყო, ერევანში გადაიყვანეს. იქ დაამთავრა გიმნაზია. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1920 წელს. 1917-20 წლებში მუშაობდა რსფსრ განათლების სახალხო კომისარიატში. 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა პოლიტიკურ-საგანმანათლებლო სამსახურში. 1924-1929 წლებში ხელმძღვანელობდა კომპარტიის სკოლას. 1929 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1929-1933 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის პრორექტორად, 1934-1935 წლებში იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორის მოადგილე. 1937-42 წლებში იყო თსუ-ს პრორექტორი ჯერ სასწავლო, შემდეგ სამეცნიერო დარგში. 1943 წლიდან იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საბჭოთა პერიოდის ისტორიის განყოფილების გამგე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაჭარავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 446.
  • ლომჯარია ს, „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012. — გვ. 232-233, ISBN 978-9941-10-560-9.
  • დუდუჩავა ი., ცხვარიაშვილი ი., „გიორგი ხაჭაპურიძე, ბიბლიოგრაფია“, თბილისი, 1980
  • კაჭარავა ი. „ქართული ისტორიოგრაფიის საკითხები“, თბილისი, 1962

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება