სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგლიძე.

ვასილ (ვლასი) მიხეილის ძე გოგლიძე (დ. 8 მარტი, 1927, სოფ. კომანდელი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 27 აგვისტო, 2005, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1978).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1949 წელს დაამთავრა ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზების სპეციალობით. 1953–1956 წლებში მუშაობდა მოსკოვის საავტომობილო გზების საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; 1964-2001 წლებში იყო საავტომობილო გზებისა და აეროდრომების კათედრის გამგე; 2001 წელს აირჩიეს მოსკოვის საავტომობილო–საგზაო ინსტიტუტის საპატიო პროფესორად. ავტორია 10–მდე სახელმძღვანელოსი და 30–მდე გამოგონების; მისი სამეცნიერო კვლევები ეხება მეტროპოლიტენების, ხიდებისა და სატრანსპორტო გვირაბების დაპროექტებასა და მშენებლობას

იყო გარემოს დაცვის აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • მეთოდური მითითებები სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის სადიპლომო სამუშაოს შესასრულებლად საავტომობილო გზების სპეციალობის (1211) სტუდენტებისათვის (შემდგენელი). - თბილისი, საქ. პოლიტექნ. ინ-ტის გამ-ბა და სტ., 1984. - 14გვ.
  • ასფალტბეტონი საგზაო მშენებლობაში : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1964. - 226გვ.
  • ბეტონი საგზაო მშენებლობაში (ავტორი). - თბილისი, 1962

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება