ფლორენტინო პერესი
ფლორენტინო პერეს როდრიგესი (ესპ. Florentino Pérez Rodríguez; დ. 8 მარტი, 1947) — ესპანელი ბიზნესმენი, განათლებით ინჟინერ-მშენებელი, ყოფილი პოლიტიკოსი და ამჟამად საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბ მადრიდის რეალის პრეზიდენტი.
ფლორენტინო პერეს როდრიგესი | |
---|---|
დაიბადა | 1947 წლის, 8 მარტს მადრიდში, ესპანეთი |
ცხოვრობს | მადრიდში, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელი |
განათლება | მადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მშენებელი |
საქმიანობა | ბიზნესმენი, სკ მადრიდის რეალის პრეზიდენტი |
მშობლიური ქალაქი | მადრიდი |
ტიტული | კლუბის პრეზიდენტი |
სუფთა ღირებ. | $1.9 მილიარდი |
მეუღლე | მარია ანხელეს „პიტინა“ სანდოვალი |
შვილები | ფლორენტინო პერეს სანდოვალი ედუარდო პერეს სანდოვალი მარია ანხელეს პერსეს სანდოვალი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფლორენტინო პერეს როდრიგესი დაიბადა 1947 წლის 8 მარტს ქალაქ მადრიდში. უმაღლესი განათლება მადრიდის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო სპეციალობით გზების, არხების და პორტების ინჟინერი. მალევე იმავე უნივერსიტეტში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 25 წლისამ მეგობართან ერთად გახსნა გამომცემლობა სადაც იბეჭდებოდა «დასვენების ცნობარი» (ესპ. Guía del ocio). ამის შემდეგ მას არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, რომელთა შორის შეიძლება აღინიშნოს: ესპანეთის გზების ასოციაციის დირექტორობა(1973-1976), მადრიდის მერიის გარემოს დაცვაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარეობა (1976-1979). 1993 წელს გახდა სამშენებლო კომპანია ОСР-ის პრეზიდენტი.
სამეფო კლუბი
რედაქტირებაპირველი ვადა
რედაქტირება1995 წელს მან თავისი კანდიდატურა მადრიდის რეალის პრეზიდენტობაზე წამოაყენა, მაგრამ 17 თებერვლის არჩევნებზე 698 ხმის სხვაობით დამარცხდა კლუბის იმჟამინდელ პრეზიდენტ რამონ მენდოსასთან. 2000 წლის 17 ივლისს ახდა პერესის დიდიხნის ოცნება და ის გახდა რეალის თავკაცი. მან 3167 ხმის უპირატესობით დაამარცხა თავისი მეტოქე ლორენს სანსომი. კლუბის პრეზიდენტობის დროს მან არა ერთ სკანდალში გაერია. განსაკუთრებული აჟიოტაჟი და მითქმა-მოთმა გამოიწვია პერესის მიერ ძვირადღირებული სპორტსმენების შეძენამ, მიუხედავად ამისა 2004 წელს მან განმეორებით გაიმარჯვა „სამეფო კლუბის“ არჩევნებში.
სკანდალები და გადადგომა
რედაქტირება2006 წელს ესპანეთში განხილვის მთავარ საგნად იქცა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის პოსტიდან გადადგომა. ექვსი წლის მანძილზე პერესი უზარმაზარ ფინასურ რესურსებს ხარჯავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავების შესაძენად და ასეთი მეთოდით მას სურდა რეალის მსოფლიო გუნდად ჩამოყალიბება. საბოლოოდ ზედიზედ სამ სეზონში გუნდის წარუმატებლობის გამო და განსაკუთრებით 2006 წელს ორი მტკივნეული მარცხის გამო (ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში საკუთარ მოედანზე რეალი - არსენალი 1-0 და ესპანეთის ჩემპიონატი რეალი - მალიორკა 1-2) „გალაქტიკოსის“ შემქმნელი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. გადადგომის მიზეზად მმართველი საბჭოს შეხვედრაზე პერესმა ექიმების რეკომენდაცია დაასახელა.
- „გუნდი საჭიროებს სასწრაფო რეფორმებს და ეს რეფორმები უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დაიწყოს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შესანიშნავი კოლექტივი, მაგრამ რაღაც მომენტში მან გუნდურობის სული დაკარგა. შეიძლება სწორედ მე ვარ დამნაშავე ამაში, შეიძლება მე შევაჩვიე მოთამაშეებს არასწორ რაღაცებს. დაე მე გავხდე ის საცობი რომლის ამოვარდნის შემდეგ ბოთლი წნევისგან განთავისუფლდება. მოკლედ მე მივდივარ“[1]
მეორე ვადა
რედაქტირება2009 წლის 1 ივნისს ფლორენტინო პერესი უალტერნატივოდ (ყველა კონკურენტმა მოხსნა თავისი კანდიდატურა) ისევ გახდა „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი. მან თავის პოლიტიკას მე-2 ვადაშიც არ უღალატა და პრეზიდენტად განმეორებით დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ორი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა — შეიძინა კაკა და კრიშტიანუ რონალდუ.
„რეალ მადრიდის“ ტიტულები მისი პრეზიდენტობის პერიოდში
რედაქტირება- ლა ლიგა (5)
- 2000–01, 2002–03, 2011–12, 2016–17, 2019–20
- კოპა დელ რეი (2)
- 2010–11, 2013–14
- ესპანეთის სუპერთასი (5)
- 2001, 2003, 2012, 2017, 2019–20
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა (5)
- 2001–02, 2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18
- უეფა-ს სუპერთასი (4)
- 2002, 2014, 2016, 2017
- ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (4)
- 2014, 2016, 2017, 2018
პერესის განხორციელებული ტრანსფერები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ეს განცხადება მან 2006 წლის 17 თებერვალს მმართველი საბჭოს წინაშე სითყვით გამოსვლისას გააკეთა