მთავარი მენიუს გახსნა

არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან არსენალი)
Disambig-dark.svg სიტყვას „არსენალი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არსენალი (მრავალმნიშვნელოვანი).

„არსენალი“ (ინგლ. Arsenal Football Club) — ინგლისური პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1886 წელს ჩრდილოეთ ლონდონში. კლუბს თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე 13-ჯერ აქვს მოგებული ინგლისის ჩემპიონატი (დღევანდელი პრემიერლიგა), 13-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი (რეკორდი), 2-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, 15-ჯერ ინგლისის სუპერთასი, ერთხელ საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი და ერთხელ უეფა-ს თასების მფლობელთა თასი.

არსენალი
Arsenal FC.png
სრული სახელი Arsenal Football Club
მეტსახელი მეთოფეები
დაარსდა 1886
სტადიონი ემირეიტსი
ლონდონი, ინგლისი
(ტევადობა: 60 260 მაყურებელი)
პრეზიდენტი ინგლისის დროშა პიტერ ჰილ-ვუდი
მწვრთნელი ესპანეთის დროშა უნაი ემერი
კაპიტანი გერმანიის დროშა პერ მერტეზაკერი
ლიგა პრემიერლიგა
2018-19 მე-5 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„არსენალი“ 1886 წელს დაარსდა და ყველაზე სამხრეთული კლუბი იყო, რომელიც საფეხბურთო ლიგას შეუერთდა. პირველი მნიშვნელოვანი წარმატებები მეთოფეებმა 1930-იან წლებში მოიპოვეს. მათ ამ პერიოდში 5-ჯერ მოიგეს ინგლისის ჩემპიონატი და 2-ჯერ ასოციაციის თასი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „არსენალი“ გახდა მეორე ინგლისური კლუბი, რომელმაც შეასრულა დუბლი და ერთ სეზონში მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასი (1970–71). კლუბისთვის განსაკუთრებით წარმატებული 1998–2006 წლები გამოდგა. 2004 წელს „არსენალი“ გახდა პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი კლუბი პრემიერლიგის ისტორიაში (1993 წლიდან), რომელმაც წაუგებლად მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. 2006 წელს, „არსენალი“ გახდა პირველი ლონდონური კლუბი, რომელმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიაღწია.

კლუბის ტრადიციული ფერებია წითელი და თეთრი. თავდაპირველად გუნდი ლონდონის გარეუბან ვულვიჩში დაფუძნდა, 1913 წელს კი იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში გადავიდა. ამ დროიდან კლუბი „ჰაიბერის“ სტადიონზე თამაშობდა, რომელიც 38,419 მაყურებელს იტევდა. 2006 წელს გაიხსნა ახალი არენა — ემირეიტსი, რომელიც 60,355 გულშემატკივარს იტევს. არსენალმა თავისი ისტორიის განმავლობაში მოგებული 13-ვე ინგლისის ჩემპიონის ტიტული, სტადიონ „ჰაიბერიზე“ ასპარეზობისას მოიგო.

ისტორიარედაქტირება

ადრეული წლები (1886-1910)რედაქტირება

1886 წლის 1 დეკემბერს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონის უბან ვულვიჩში, სამხედრო აღჭურვილობის დამამზადებელი ქარხნის მუშებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი სახელწოდებით „Dial Square“. პირველი კაპიტანი შოტლანდიელი დეივიდ დანსკინი იყო. ერთი თვის შემდეგ გუნდს სახელი შეეცვალა და „Royal Arsenal“ ეწოდა, ამავე სახელწოდების მქონე კომპლექსის პატივსაცემად[1][2]. გუნდის პირველი სტადიონი ფლამსთიდ-ქომანი (Plumstead Common) იყო[2], თუმცა ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ ლონდონში თამაშობდნენ, უბან ფლამსთიდის მეორე მხარეს, სტადიონ მანორ-გრაუნდზე. „Royal Arsenal“-მა პირველი ტიტულები 1890 და 1891 წლებში მოიგო და ეს ორი ერთადერთი შემთხვევები იყო, როცა გუნდმა ტიტული მოიგო ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთში ყოფნისას[3][4]. 1891 წელს, „Royal Arsenal“ პირველი ლონდონური გუნდი გახდა, რომელიც პროფესიონალური იყო[5].

გუნდმა კიდევ ერთხელ შეიცვალა სახელი, როდესაც 1893 წელს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბდა. მათ დაარეგისტრირეს ახალი სახელი, „Woolwich Arsenal“ და იმავე წლის ბოლოს შეუერთდნენ ინგლისის ფეხბურთის ლიგას[6][7]. „Woolwich Arsenal“-მა მეორე დივიზიონში დაიყო და 1904 წელს პირველ დივიზიონში მოიპოვა ადგილი. სტადიონზე დასწრებადობის დაბალმა მაჩვენებალმა, მუშების მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ და ქალაქში ახალი კლუბების გაჩენამ გუნდი გაკოტრებამდე მიიყვანა 1910 წელს[8][9]. გუნდის საქმეებში ჩაერთვნენ ბიზნესმენი ჰენრი ჯორჯ ნორისი და უილიამ ჰოლი და მისი სხვაგან გადატანა მოისურვეს[10][11].

1913 წელს, მეორე დივიზიონში დაქვეითების შემდეგ, „Woolwich Arsenal“ გადავიდა ახალ არსენალის სტადიონზე, ჩრდილოეთ ლონდონის უბან ჰაიბერიში. ამის შემდეგ გუნდმა მესამედ შეიცვალა სახელი, ის შემოკლდა და გახდა „The Arsenal“[12][13]. 1919 წელს ინგლისის ფეხბურთის ლიგამ კენჭისყრით გადაწყვიტა არსენალის პირველ დივიზიონში აღზევება დაქვეითებული „ტოტენჰემ ჰოტსპურის ნაცვლად. გავრცელდა ხმები, რომ კლუბის წარმომადგენლებმა ეს ლიგის წევრების მოსყიდვით შეძლეს[14]. იმავე წლის ბოლოდან, ოფიციალურ დოკუმენტებში გუნდის დასახელებიდან ქრება არტიკლი „The“ და იწოდება სახელით „Arsenal“, რითაც ცნობილია დღესდღეობით[15].

მფლობელებირედაქტირება

საფეხბურთო კლუბი არსენალი ეკუთვნის კომპანია "არსენალ ჰოლდინგს", რომელთაც ფლობენ:

  • 25 % — ალიშერ უსმანოვი (Red & White Holdings)
  • 20,5 % — სტენ კრონკი (ინგ. Stan Kroenke)
  • 16,1 % — დენი ფიზმენი (ინგ. Danny Fiszman)
  • 15,9 % — ლედი ნინა ბრეისუელ-სმიტი (ინგ. Nina Bracewell-Smith)
  • 4,4 % — რიჩარდ კარი (ინგ. Danny Fiszman)
  • 0,8 % — პიტერ ჰილ-ვუდი (ინგ. Peter Hill-Wood)
  • 0,08 % — ლორდ ჰერის პეკხემსკი (ინგ. Lord Harris of Peckham)
  • 0,07 % — კენ ფრეირი (ინგ. Ken Friar)
  • 0,06 % — სერ ჩიფს კესვიკი (ინგ. Sir Chips Keswick)
  • 17,09 % — სხვა

მიმდინარე შემადგენლობარედაქტირება

ნომერი პოზიცია მოთამაშე
2   მცველი მატიე დებიუში
3   მცველი კირან გიბსი
4   მცველი პერ მერტეზაკერი (კაპიტანი)
6   მცველი ლორან კოსელნი
8   ნახევარმცველი აარონ რემსი
9   თავდამსხმელი ლუკას პერესი
11   ნახევარმცველი მესუთ ოზილი
12   თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ
13   მეკარე დავიდ ოსპინა
14   თავდამსხმელი თეო უოლკოტი
16   მცველი რობ ჰოლდინგი
17   თავდამსხმელი ალექს ივობი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
18   მცველი ნაჩო მონრეალი
20   მცველი შკოდრან მუსტაფი
22   თავდამსხმელი იაია სანოგო
23   თავდამსხმელი დენი უელბეკი
24   მცველი ექტორ ბელერინი
25   მცველი კარლ ჯენკინსონი
26   მეკარე ემილიანო მარტინესი
29   ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა
31   ნახევარმცველი ჟეფ რენ-ადელაიდი
33   მეკარე პეტრ ჩეხი
34   ნახევარმცველი ფრანსის კოკლენი
35   ნახევარმცველი მოჰამედ ელნენი

ტიტულებირედაქტირება

ინგლისირედაქტირება

  • ინგლისის პრემიერლიგა
    • გამარჯვებული (13): 1930–31, 1932–33, 1933–34, 1934–35, 1937–38, 1947–48, 1952–53, 1970–71, 1988–89, 1990–91, 1997–98, 2001–02, 2003–04
    • ვიცე-ჩემპიონი (9): 1925–26, 1931–32, 1972–73, 1998–99, 1999–2000, 2000–01, 2002–03, 2004–05, 2015–16
    • ბრინჯაო (9): 1936–37, 1951–52, 1958–59, 1980–81, 1996–97, 2007–08, 2009–10, 2011–12, 2014–15
  • ინგლისის ასოციაციის თასი
    • გამარჯვებული (13): 1929–30, 1935–36, 1949–50, 1970–71, 1978–79, 1992–93, 1997–98, 2001–02, 2002–03, 2004–05, 2013–14, 2014–15, 2016–17
    • ფინალისტი (7): 1926–27, 1931–32, 1951–52, 1971–72, 1977–78, 1979–80, 2000–01
  • ინგლისის ლიგის თასი
    • გამარჯვებული (2): 1986–87, 1992–93
    • ფინალისტი (6): 1967–68, 1968–69, 1987–88, 2006–07, 2010–11, 2017–18
  • ინგლისის სუპერთასი
    • გამარჯვებული (15): 1930, 1931, 1933, 1934, 1938, 1948, 1953, 1991, 1998, 1999, 2002, 2004, 2014, 2015, 2017
    • ფინალისტი (7): 1935, 1936, 1979, 1989, 1993, 2003, 2005

საერთაშორისორედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Masters, Roy (1995) The Royal Arsenal, Woolwich, Britain in Old Photographs. Strood: Sutton Publishing, გვ. 91. ISBN 0-7509-0894-7. 
  2. 2.0 2.1 Kelly, Andy; Andrews, Mark. How Arsenal’s Name Changed – Royal Arsenal (13 იანვარი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 მაისი, 2015.
  3. Kelly, Andy. 122 years ago today – Arsenal’s first Silverware « The History of Arsenal (1 მარტი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 მარტი, 2016.
  4. Kelly, Andy. 121 Years ago today – Royal Arsenal’s last trophy « The History of Arsenal (7 მარტი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 ივნისი, 2016.
  5. Kelly, Andy. (9 მაისი, 2017) Royal Arsenal FC Turn Professional – The Truth.
  6. Kelly, Andy; Andrews, Mark. How Arsenal’s Name Changed – Woolwich Arsenal (20 იანვარი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 თებერვალი, 2016.
  7. Attwood, Kelly და Andrews 2012, გვ. 5–21. Woolwich Arsenal FC: 1893–1915 The club that changed football
  8. Davis, Sally. Woolwich Arsenal 1910 – the arrival of Hall and Norris (დეკემბერი 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 აპრილი, 2016.
  9. Attwood, Kelly და Andrews 2012, გვ. 112-149. Woolwich Arsenal FC: 1893–1915 The club that changed football
  10. Kelly, Andy. (12 აპრილი, 2017) Did Henry Norris Really Buy Arsenal?. წაკითხვის თარიღი: 24 September 2017
  11. Attwood, Kelly და Andrews 2012, გვ. 22–42. Woolwich Arsenal FC: 1893–1915 The club that changed football
  12. Kelly, Andy; Andrews, Mark. How Arsenal’s Name Changed – The Arsenal (26 იანვარი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 თებერვალი, 2014.
  13. Attwood, Kelly და Andrews 2012, გვ. 43–64. Woolwich Arsenal FC: 1893–1915 The club that changed football
  14. Soar & Tyler (2005). The Official Illustrated History of Arsenal, გვ. 40. 
  15. Kelly, Andy; Andrews, Mark. How Arsenal’s Name Changed – Arsenal (30 იანვარი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 აგვისტო, 2015.