რეა (თანამგზავრი)
რეა — სიდიდით მეორე თანამგზავრი სატურნის თანამგზავრებს შორის და სიდიდით მეცხრე თანამგზავრი მზის სისტემაში. აღმოაჩინა ჯოვანი დომენიკო კასინიმ 1672 წელს.
სახელი | რეა | ||||||||
სტატუსი | აღმოჩენილია | ||||||||
აღმომჩენი | ჯოვანი დომენიკო კასსინი | ||||||||
აღმოაჩინეს | 23 დეკემბერი, 1672 | ||||||||
ალტერნატიული სახელი | სატურნ V | ||||||||
ნახევარღერძი | 527 108 კმ | ||||||||
ექსცენტრულობა | 0.001 258 3 | ||||||||
ორბიტალური პერიოდი | 4.518 212 დ | ||||||||
პლანეტა | სატურნი | ||||||||
ზომები | 1532.4×1525.6×1524.4კმ | ||||||||
საშუალო რადიუსი | 763.8 ± 1.0 კმ | ||||||||
ზედაპირის ფართობი | 7 337 000 კმ² | ||||||||
მასა | (2.306 518 ± 0.000 353)×1021 | ||||||||
საშუალო სისქე | 1.236 ± 0.005 გრ/სმ³ | ||||||||
ეკვატორის ზედაპირის გრავიტაცია | 0.265 მ/წმ² | ||||||||
ბრუნვის პერიოდი | 4.518 212 დ | ||||||||
ღერძული დახრილობა | ზერო |
სახელი
რედაქტირებასახელი რეა ჰქვია ტიტან რეა-ს „ღმერთების დედას“ ბერძნულ მითოლოგიაში. ის ასევე ცნობილია როგორც სატურნ V (რადგანაც სატურნის თანამგზავრებს შორის მდებარეობით რიგით მეხუთეა).
კასინიმ მის მიერ აღმოჩენილ ოთხ თანამგზავრს (თეზისი, დიონე, რეა და ლაპეტუსი) უწოდა Sidera Lodoicea (ლუის ვარკვლავები) ლუი XIV პატივსაცემად.
პლუტონის შვიდივე თანამგზავრის სახელი ცნობილი გახდა ჯონ ჰერშელის (უილიამ ჰერშელის შვილი, რომელმაც აღმოაჩინა პლანეტა ურანი, მიმასი და ენსელადუსი) მიერ 1847 წელს გამოშვებული ნაშრომით, რომლითაც ჯონ ჰერშელმა გააკეთა შეთავაზება რომ გამოეყენებინათ სახელები: ტიტანი, ასევე კრონოსის (რომაულ მითოლოგიაში სატურნი) დებისა და ძმების სახელები.
ატმოსფერო
რედაქტირება2010 წლის 27 ნოემბერს, ნასამ განაცხადა, რომ რეაზე აღმოაჩინეს უმნიშვნელო ატმოსფერო — ეგზოსფერო. ის შედგება ჟანგბადისა და ნახშირბადის დიოქსიდისგან, დაახლოებითი პროპორციით 5:2-თან.