კრონოსი
კრონოსი (Kronos, რომ saturnus) — მეორე თაობის დიდი ღმერთი, ოლიმპოს ღმერთების წინანდელი, ურანოსის და გეას შვილი, უმცროსი ტიტანი. დედის (დედამიწის) შემწუხებელი ურანოსი რომ დაასაჭურისა (ასო წაჰკვეთა), დანარჩენ ტიტანებზე ამაღლდა და გახდა ღმერთების პირველი მბრძანებელი. დადგა ოქროს ხანა. ასე ახსნეს ბერძნებმა მორიგი კოსმოგონიური მოვლენა, ცისა და მიწის გაყოფა. ცოლად შეირთო თავისი და - რეა, რომელმაც შვა ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი, პოსეიდონი, ზევსი, კენტავრი ქირონი კი ფილირასაგან ჰყავდა. გეამ უწინასწარმეტყველა: „შენც შენი შვილი დაგამხობსო“, ამიტომ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო.
კრონოსი | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია და ბერძნული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | სატურნი და Saturn |
სქესი: | მამრობითი |
მამა: | ურანოსი[1] |
დედა: | გეა[1] |
და-ძმა: | რეა[2] , Iapetos, ჰიპერიონი, თემიდა, თეია, ოკეანოსი და ტეთისი (მითოლოგია) |
მეუღლე: | რეა[1] |
შვილები: | ზევსი[1] , ჰესტია[1] , ჰადესი[1] , პოსეიდონი[1] [3] , დემეტრა[1] , ჰერა[1] [4] , Enyalius, ქირონი, Dolops, ერინიები, Moirae, Kreios და Doloncus |
გამოსახულებები |
ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები იცავდნენ, ნიმფები უვლიდნენ. მერე ზევსმა ტიტანომაქია ატეხა. დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით თუ მეტისის დახმარებით აიძულა ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია. ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად, ან ნეტართა კუნძულზე მსაჯულობს, რადამანთისთან ერთად, როგორც ჰესიოდე და პინდარე ვარაუდობენ.
ძველი ვერსია
რედაქტირებათავდაპირველად მიწათმოქმედების ღმერთი უნდა ყოფილიყო, ასეთია თვით სახელის ეტიმოლოგია: კრანა, „კრაინო“ ნაყოფის მომწიფებას, შემოსვლას ნიშნავს. იტალიაში ასეთ ღვთაებას სატურნი ერქვა. ამიტომაც, გასაგებია ვერსია, რომელსაც ოვიდიუსი მოგვითხრობს. ზევსმა რომ დაამხო, სატურნი იტალიაში გაიქცა და იქ იანუსმა გააბატონაო. ეს იყო ოქროს ხანა, როცა „მარამწიფობდა ხეხილი, მარამწიფობდა ყანა“. ხალხი დღეკეთილობდა; შემდეგ კრონოსი დაბერდა, დაჭკნა. აღარ შეეძლო ბუნების განახლებისთვის თავლი ედევნებინა და ბრძენმა ხალხმა ჟამგადასული მეუფე ახლით, გონიერით შეცვალა. კრონოსის რომაული სახელის მიხედვით თვით იტალიას სატურნია ეწოდა. საბერძნეთში კრონიების ზეიმი შედარებით სუსტად გავრცელდა, მაგრამ, ოლიმპიაში იყო ზევსის ჭალა, სადაც კრონოსს ზვარაკს სწირავდნენ. ათენის სამლოცველოში 12 ჰაკატომბიონს ზეიმს უმართავდნენ.
ხელოვნება
რედაქტირებახელოვნებაში მოხუც კაცად ხატავდნენ, ხელში ქნარი ეჭირა. ბევრი ავტორი კრონოსს ურევს დრო-ჟამის ღმერთთან - ხრონოსთას, ქრონოსთან, მაგრამ, მათ მხოლოდ სახელთა მსგავსება და სიძველე აქვთ საერთო. ქრონოსი - დროის ღმერთია, კრონოსი - ტიტანი, დღეს კი ბერიკაცია, მათუსალას სინონიმად ქცეულა.
კრონოსის საკულტო როლი საერთოდ ნაკლებია, მაგრამ, სკიპტროსანი მეუფე ხშირად უხატავთ, მორჭმით ტახტზე მჯდომი. შუა საუკუნეებში მისი როლი ამაღლდა როგორც სატურნისა, რომლის სახელიც პლანეტას ეწოდა.
სატურნი განაგებს ბნელ და ცივ პლანეტებს.
ვარიაციები
რედაქტირებაკრონოსი - ირონ. გამოჩერჩეტებული, გამოფიტული, ხავსმოდებული მეფე - ტირანი, მბრძანებელი, რომელიც პატივმოყვარეობის სენით დაბრმავებულა და ძალაუფლებას არ თმობს, თუმცა, მისი ჟამი წასულა და ქვეყნიერებას ამძიმებს.
სატურნის შვილები- მდაბიონი, მათხოვარნი, პყრობილნი, ძუნწნი; მიწის მუშები, ასტრონომები, გეომეტრები; სატურნის ტემპერამენტი - მძიმე, მელანქოლიური ხასიათი (ასევე ხელოვნებაში); სატურნის პლანეტა უბედურების სიმბოლოა. ხატავენ კალენდრებში, პლანეტების სურათებში, ატლასებში. ხან გლეხები აუმხედრებია პაპის წინააღმდეგ, ხან მეფეა, ტახტზე ზის მელანქოლიური იერით. ხან ზევსი ამხობს, ხანაც ფრთები და საათების საზომი მინა უჭირავს, რაც მოწმობს, რომ დროის ღმერთთან: ქრონოსთან აურევიათ.
ხელოვნებაში ხშირდება კრონოსის ასახვა ქრონოსის სახით, მათ მხოლოდ ატრიბუტებით არჩევენ: ქრონოსს - ფრთებით, კრონოსს- ბავშვით. XIX საუკუნეში გრძელდება ძველი კრონოსის ხატვა: გოია - „სატურნი“. მადრიდი შვინდი, 1827 წელი.
გენეალოგია
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Apollodorus, Apollodorus, The Library, with an English Translation by Sir James George Frazer, F.B.A., F.R.S. in 2 Volumes. Cambridge, Massachusetts, Harvard University Press; London, William Heinemann Ltd. 1921. Online version at the Perseus Digital Library.
- Gantz, Timothy, Early Greek Myth: A Guide to Literary and Artistic Sources, Johns Hopkins University Press, 1996, Two volumes: ISBN 978-0-8018-5360-9 (Vol. 1), ISBN 978-0-8018-5362-3 (Vol. 2).
- ჰესიოდე, თეოგონია, in The Homeric Hymns and Homerica with an English Translation by Hugh G. Evelyn-White, Cambridge, Massachusetts., Harvard University Press; London, William Heinemann Ltd. 1914. Online version at the Perseus Digital Library.
- ჰომეროსი, The Iliad with an English Translation by A.T. Murray, Ph.D. in two volumes. Cambridge, Massachusetts., Harvard University Press; London, William Heinemann, Ltd. 1924. Online version at the Perseus Digital Library.
- Homer; The Odyssey with an English Translation by A.T. Murray, PH.D. in two volumes. Cambridge, Massachusetts., Harvard University Press; London, William Heinemann, Ltd. 1919. Online version at the Perseus Digital Library.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 Любкер Ф. Κρόνος // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 356–357.
- ↑ 2.0 2.1 Любкер Ф. Rhea // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1153–1154.
- ↑ 3.0 3.1 Любкер Ф. Ποσειδῶν // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1094–1095.
- ↑ 4.0 4.1 Любкер Ф. Ἥρα // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 603–604.
- ↑ ცხრილი შედგენილია ჰესიოდეს თეოგონიას მიხედვით, სხვა შემთხვევებში წყარო მითითებულია.
- ↑ ჰომეროსის, ილიადას და 1.570–579, 14.338, ოდისეას მიხედვით 8.312, როგორც ჩანს ჰეფესტოსი იყო ჰერას და ზევსის შვილი, იხილეთ: Gantz, p. 74.
- ↑ ჰესიოდეს თეოგონის მიხედვით 927–929, ჰეფესტოსი მხოლოდ ჰერამ მამის გარეშე შობა, იხილეთ: Gantz, p. 74.
- ↑ ჰესიოდეს თეოგონის მიხედვით 886–890, ზევსის შვილებიდან ათენა იყო ჩაფიქრებული პირველად მაგრამ ბოლო დაიბადა, ზევსმა მეტისი დააორსულა და შემდეგ გადაყლაპა და შემდეგ ათენა საკუთარი თავიდან შობა. იხილეთ: Gantz, pp. 51–52, 83–84.
- ↑ ესიოდეს თეოგონის მიხედვით 183–200, აფროდიტე ურანუსის მოჭრილი გენეტალებიდან დაიბადა, იხილეთ: Gantz, pp. 99–100.
- ↑ ჰომეროსის მიხედვით აფროდიტე ზევსის შვილი იყო (ილიადა 3.374, 20.105; ოდისეა 8.308, 320) და დიონე (ილიადა 5.370–71), იხილეთ: Gantz, pp. 99–100.