სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქირონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ქირონი (ძვ. ბერძნ. Χείρων) — ძველ ბერძნულ თესალიურ მითოლოგიაში[1]კენტავრი, კრონოსისა და ფილირას შვილი[2], თავიდანვე უკვდავი. ჰესიოდეს მიაკუთვნებდნენ პოემას „ქირონის შეგონებანი“[3]. მისი ცოლი იყო ქარიკლო, ხოლო ქალიშვილი გიპა.

ქირონი ასწავლის აქილევსს ლირაზე დაკვრას

სხვა დანარჩენ კენტავრებთან შედარებით, რომლებიც იყვნენ შფოთიანები, სმის მოყვარულნი და ადამიანისადმი მტრულად განწყობილნი, ქირონი იყო კეთილი და ბრძენი. ის ცხოვრობდა პელიონის მთაზე. იყო აპოლონისა და არტემოდეს მოსწავლე. თავის მხრივ, იყო ბევრი გმირის მასწავლებელი — იასონის (რომლის მოგზაურობისათვის დაამზადა პირველი ზეციური გლობუსი), ასევე დიოსკურების, აქილევსის[4] (რომელიც ითვლებოდა მის შთამომავლად), რომელსაც ლომის ხორცით კვებავდა, შესაძლებელია, ორფეოსის და სხვების. ასკლეპიოსს ასწავლიდა მედიცინის ხელოვნებას.[5] დიონისეს ახლდა ინდოეთში.[6] აჩუქა პელევსს იფანის შუბი.[7]

იყო ჰერაკლეს მეგობარი. სიყვარულით შეპყრობილი, მასთან მივიდა ჰერაკლე და ცხოვრობდა გამოქვაბულში[8]. შემთხვევით იყო სასიკვდილოდ დაჭრილი ჰერაკლეს მიერ მოწამლული ისრით.[9] საშინელი წვალების შემდეგ, უარი თქვა თავის უკვდავებაზე და გადასცა ის პრომეთეს. მოთავსებულ იქნა ზეცაზე კენტავრის თანავარსკვლავედის ან[10] მშვილდოსნის თანავარსკვლავედის სახით.

  1. მსოფლიო ხალხთა მითები. მ., 1991-92. 2ტ. ტ2. ფ.593; ნახ. ტიტანომაქია, ფრ.11 ბერნაბე; ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა I 2, 4; II 5, 4.11; III 4, 4; 10, 3; 13, 3.5-6.8
  2. ფსევდო-აპოლოდორი. მითოლოგიური ბიბლიოთეკა I 2, 4
  3. ფრ.283-285 მ.-უ.
  4. ჰორაციუსი. ეპოდები 13, 11-18
  5. ჰომეროსი. ილიადა IV 219
  6. ნონ. დიონისეს ქმედებანი XIV 51
  7. ჰომეროსი. ილიადა XVI 143; XIX 390
  8. ფსევდო-ერატოსთენე. კატასტერიზმები 40
  9. დიოდოროს სიცილიელი. ისტორიული ბიბლიოთეკა IV 12, 8
  10. ფსევდო-ერატოსთენე. კატასტერიზმები 40; გიგინ. ასტრონომია II 38, 1
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: