დემეტრა (ძვ. ბერძნ. Δημήτηρ) — ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას მეორე ქალიშვილია

დემეტრა


მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია[1] და ბერძნული მითოლოგია[1]
სხვა კულტურებში: Ceres
სქესი: მდედრობითი[1]
გავლენის სფერო: ნიადაგი, ნაყოფიერება და სოფლის მეურნეობა[1]
მამა: კრონოსი[2] [1]
დედა: რეა[2] [1]
და-ძმა: ჰესტია, ჰადესი, ზევსი[2] , პოსეიდონი და ჰერა
შვილები: პერსეფონე[3] , Plutus[1] [4] , Amphitheus, Calligeneia, Arion, Despoina, Philomelus[1] , Eubuleus, Chrysothemis, Dmia და ჰეკატე
გამოსახულებები

დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე — დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები — დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.

უძველეს ხანაში დემეტრას ანალოგიური ფუნქციების მქონე ნაყოფიერების მფარველი ქალღმერთის კულტის არსებობა საქართვ. ტერიტორიაზეც დასტურდება. ამგვარ შესაძლებლობას ადასტურებს ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი, პოსტამენტზე ამოკაწრული გრაფიტო, რომელშიც ქალღმერთი მოხსენიებულია ელევსინის დემეტრას ეპიკლიზით — ანასას სახელით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 Encyclopedia of Ancient Deities — 1 — Jefferson: McFarland & Company, 2000. — P. 146. — 597 p. — ISBN 0-7864-0317-9
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Любкер Ф. Δημήτηρ // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 381–382.
  3. 3.0 3.1 Любкер Ф. Περσεφόνη // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1011–1012.
  4. 4.0 4.1 Любкер Ф. Plutus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1064.