რეა
რეა — უფროსი ტიტანიდა. ურანოსისა და გეას ქალიშვილი. კრონოსის და და მეუღლე. კრონიდების: ჰესტიას, დემეტრას, ჰერას, ჰადესის, პოსეიდონის და ზევსის დედა.
რეა | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სხვა კულტურებში: | კიბელე და Ops |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | ურანოსი[1] |
დედა: | გეა[1] |
და-ძმა: | კრონოსი[2] , Iapetos[2] , ჰიპერიონი[2] , თემიდა[2] , თეია[2] , ოკეანოსი[2] და ტეთისი (მითოლოგია) |
მეუღლე: | კრონოსი[2] [3] |
შვილები: | ზევსი[2] [4] , ჰერა[2] [5] , დემეტრა[2] , პოსეიდონი[2] [6] , ჰადესი[2] , ჰესტია[2] , Enyalius და Ceres |
გამოსახულებები |
ეტიმოლოგია
რედაქტირებარეა ნიშნავს „ნაკადს“ და „უშუალობას“, ასევე მოიხსენიება „დიდ დედად“. რეა განასახიერებდა დროის მიმდინარეობას და თაობების წარმოქმნის უწყვეტ პროცესს. ასევე მშობიარობის წყლებს, რძეს და მენსტრუალურ სისხლს.
მითოლოგია
რედაქტირებაგეამ უწინასწარმეტყველა კრონოსს: შენი შვილი შენზე ძლიერი იქნება და უფლებებს წაგართმევსო. ამიტომ თავისი ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა კრონოსი საკუთარ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა.
ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა, მის მაგივრად ჩვრებში ქვა გაახვია და კრონოსს მისცა გადასაყლაპად, პატარა ზევსი კი ურანოსის და გეას რჩევით საიმედოდ გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა ამალთეა კვებავდა, კურეტები[7] (ქურუმები) იცავდნენ და ნიმფები უვლიდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, რეამ კანიბალი მამისაგან ასევე გადაარჩინა პოსეიდონი. მან გადამალა იგი ცხვრებში, ხოლო კრონოსს გადააყლაპა კვიცი.
ტიტანების და ოლიმპიელი ღმერთების ათწლიანი ბრძოლის დროს, რეამ თავისი საყვარელი ქალიშვილი ჰერა აღსაზრდელად თავის და-ძმას ტეთისს და ოკეანოსს დაუტოვა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ტიტანომაქიაში.
კულტი
რედაქტირებარეას უძველეს საკულტო ადგილად ითვლებოდა კუნძული კრეტა, სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ გამოქვაბულში მან შვა და აღზარდა ზევსი. კრონოსს ახალშობილი ზევსის ხმა რომ არ გაეგო და ჩვეულებისამებრ არ ჩაეყლაპა, კურეტები ბავშვის ყოველ წამოყვირებაზე ფარებზე იარაღის ცემით დიდ ხმაურს ტეხდნენ. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მითის წარმოშობა რეას დღესასწაულზე დამკვიდრებული ჩვეულებით, სამხედრო თამაშობებით და ფარებზე ხმლების ცემით აიხსნება.
მოგვიანებით რეას კულტი რომშიც გავრცელდა, იქ მას დიდი დედა შეარქვეს. ხეთაგან რეა-კიბელეს შესწირეს მუხა და ნაძვი, მისი მუდმივი თანამგზავრი კი ცხოველთაგან ლომი გახდა. რეას ატრიბუტად ითვლებოდა ტიმპანი (ბერძ. τύμπανον, ლათ. tympanum).
იკონოგრაფია
რედაქტირებაყველაზე ხშირად რეა-კიბელე მჯდომარე გამოისახებოდა. ბერძნულ მითოლოგიაში რეა-კიბელეს არასოდეს ჰქონია დამოუკიდებელი ტაძარი და ჩვეულებრივ კრონოსთან და ზევსთან ერთად გამოისახებოდა. ათენში რეასა და მისი ქმრის, კრონოსის პატივსაცემად ე. წ. კრონიები იმართებოდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რეა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ბიბლიოვიკი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Apolodoro de Atenas: Biblioteca mitológica, I, 1 - 5 (Urano se deshace de sus primeros hijos, y Gea persuade a los siguientes de que lo derroquen).
- I, 1 - 7: texto francés, con índice electrónico.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Любкер Ф. РСКД/Rhea // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1153–1154.
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 2.24 2.25 Любкер Ф. Rhea // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1153–1154.
- ↑ 3.0 3.1 Любкер Ф. Κρόνος // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 356–357.
- ↑ 4.0 4.1 Любкер Ф. Ζεύς // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1479–1482.
- ↑ 5.0 5.1 Любкер Ф. Ἥρα // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 603–604.
- ↑ 6.0 6.1 Любкер Ф. Ποσειδῶν // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1094–1095.
- ↑ კურეტები. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.