თემიდა
თემიდა (ძვ. ბერძნ. Θέμις, Θέμιδος, ლათ. Themis) — მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსისა და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემისი წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა.[4]
თემიდა | |
---|---|
მითოლოგია: | ბერძნული მითოლოგია |
სხვა კულტურებში: | იუსტიცია (ქალღმერთი) |
სქესი: | მდედრობითი |
გავლენის სფერო: | მართლმსაჯულება და მართლმსაჯულება |
მამა: | ურანოსი |
დედა: | გეა |
და-ძმა: | რეა[1] , Iapetos, კრონოსი, ჰიპერიონი, თეია, ოკეანოსი და ტეთისი (მითოლოგია) |
მეუღლე: | ზევსი |
შვილები: | ჰორები, Epimetheus, პრომეთე, ჰესპერიდები, Menoetius, ადრასტეია, Eirene, დიკე, Eunomia, Astraea, Clotho[2] [3] , Lachesis[2] [3] , Atropos[2] [3] , Themides, Dysis, Auxo, Thallo, Arctus, Carpo და Acme |
გამოსახულებები |
რომაულ მითოლოგიაში მის ანალოგისაგან, იუსტიციასგან განსხვავებით, რომელსაც მიუმხრობლობისა და ნეიტრალურობის ნიშნად XVI საუკუნიდან (და არა ძველ რომში[5]) თვალახვეულს გამოსახავდნენ, თემიდა ფართოდგახელილი თვალებით იყო წარმოდგენილი, რათა სიმართლე კარგად დაენახა. იუსტიციასა და თემიდას შორის ამ მნიშვნელოვან განსხვავებაზე დღეს ხშირად მიუთითებენ, როდესაც სამართლისა და სამართლიანობის სხვადასხვაგვარ გაგებაზე საუბრობენ.[6]
თემიდა წარმოდგენილი იყო სიუხვის რქითა და სასწორით ხელში. ხშირად იურისტებსა და მოსამართლეებს თემიდას მსახურს უწოდებენ.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: თემიდა
- თემიდა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Любкер Ф. Rhea // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1153–1154.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ჰესიოდე 904 // Θεογονία — 0700.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Любкер Ф. Μοῖρα // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 878–879.
- ↑ 4.0 4.1 თემიდა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 650–651.
- ↑ (1983) „The Scales of Justice as Represented in Engravings, Emblems, Reliefs and Sculptures of Early Modern Europe“, Images et representations de la justice du XVie au XIXe siècle (fr). Toulouse: University of Toulose-Le Mirail, გვ. 8.
- ↑ ხუბუა გ., სამართლის თეორია, თბ.: „მერიდიანი“, 2004. — გვ. 67, ნაწ. 185.