ჰორები
ჰორები (ძვ. ბერძნ. Ὥραι — „დრო“, „ჟამი“) — ქალღმერთები ბერძნული მითოლოგიიდან. ზევსისა და თემიდას ასულები, „დრონი“, ჟამთასვლის, წლის დროთა, მოსავლის, სიჭაბუკისა და სილამაზის, ბუნების მომწესრიგებელი ქალღმერთები, ციურ ჭიშკართა მცველნი, ღმერთთა (უფრო მეტად მათი მამის და აფროდიტეს) თანამგზავრები.
ჰორები | |
---|---|
მითოლოგია: | ბერძნული მითოლოგია |
მამა: | ზევსი |
დედა: | თემიდა |
გამოსახულებები |
ჰომეროსი სახელებსა და რიცხვს არ ასახელებს, ჰესიოდეს თეაგონიაში კისამნი არიან: ევნომია (კანონიერება), დიკე (სამართალი) და ირინე (მშვიდობა). აქედან ჩანს ძველი სიბრძნე: ბუნების მოვლენების მომწესრიგებელი ქალღმერთები ადამიანთა საზოგადოებასაც აწესრიგებდნენ. აქ უძველესი გაგება მორალურ სამყაროშიც გადადის. სამს იმიტომ იტყოდნენ, რომ წლის სამ დროს იცნობდნენ: გაზაფხული, ზაფხული და ზამთარი (იმაზე ადრე კი ორ დროს: ზაფხულს და ზამთარს). გაზაფხულის ჰორა იყო თალო, ზაფხულ-შემოდგომისა — კარპო. ეს ორი იყო ცნობილი ანტიკური კულტურის ძველ სტადიაზე.
ჰომეროსის ცნობა (ციურ ჭიშკართა მცველობა) უფრო არქაულია. ჰორების მოვალეობა შემდეგ გართულდა: როგორც მცენარეებს თესავენ, ზრდიან და სრულყოფილებამდე მიჰყავთ, ასევე ზრუნავენ ადამიანის ზრდასა და კეთილ ბოლომდე მიყვანაზე.
ქალღმერთებს სამლოცველოები ჰქონდათ არგოსში, ატენში, კორინთოში და სხვა. რომში ჰორას პაქსი („მშვიდობა“) უწოდეს და დიდ პატივში ჰყავდათ. აქ იუპიტერის და თემიდას სამი ასულია, წლის დროთა და ამინდის ქალღმერთები, ციურ ჭიშკართა მცველნი.
ხელოვნებაში ჰორები სიცოცხლით სავსე ქალწულებია, გრაციების მსგავსნი, ხშირად პეპელას ფრთიანნი, ხელში წლის დროთა შესაფერისი ატრიბუტები უჭირავთ (ხილით დახუნძლული ტოტები, ყვავილები). ჰორებად მიიჩნევენ პართენონის აღმოსავლეთ ფრონტონის სახეებს. მათი მრავალი გამოსახულებებია ვაზებზე, ფრესკებზე. კეფისოდოტის ქანდაკებასაც ჰორას ეძახიან.
ჰორათა სია
რედაქტირება- ავგა — განთიადის ჰორა[1];
- აუქსო (ძვ. ბერძნ. Αὐξώ) — გაზაფხულის ჰორა[1];
- აკტე — ვახშამის ჰორა;
- ანატოლია — მზის ამოსვლის ჰორა[1];
- არკტოსი (ძვ. ბერძნ. Άρκτος) — მზის ჩასვლლის ჰორა[1];
- ჰესპერიადა (ძვ. ბერძნ. Ἑσπερίδες) — სამუშაოს დასრულების ჰორა;
- გიმნასტიკა — დილის ვარჯიშის ჰორა[1];
- დიკე — სამართლიანობის ჰორა;
- დისის — საღამოს ჰორა[1];
- ევნომია — კანონიერების ჰორა;
- ეუფორიე — სიუხვის ჰორა[1];
- ირენე — მშვიდობისა და სიწყნარის ჰორა;
- კარპო — სიუხვის მომტანის ჰორა;
- მესემბრიადა — შუადღის ჰორა[1];
- მუსიკა — დილის საგანმანათლებლო საათების ჰორა[1];
- ნიმფე — წყლით განწმენდის ჰორა[1];
- ორთოსია — აყვავილების ჰორა[1];
- სპონდე — უსისხლო მსხვერპლშეწირვის ჰორა[1];
- თალო — ყვავილოვანი ჰორა;
- ფერუსა — მიწათმფლობელობისა და მიწათმოხმარების ჰორა[1];
- ელეტე — ვახშმისშემდგომი ლოცვის ჰორა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983. — გვ. 626