იუსტიცია (ქალღმერთი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.


იუსტიცია (ლათ. Iustitia, Justitia Augusta) - ძველ რომაულ მითოლოგიაში სამართლიანობის ქალღმერთი. წარმოადგენდა ალეგორიულ გასულიერებას მორალური ძალებისა იურიდიულ სისტემაში. ბერძნულ მითოლოგიაში იუსტიციას აიგივებენ ქალღმერთ თემიდასთან, თუმცა იუსტიციას თვალები ახვეული აქვს, რაც სიმბოლურად ნეიტრალურობას და მიუმხრობლობას გამოხატავს, ხოლო თემიდა ფართოდ გახელილი თვალებითაა წარმოდგენილი რათა სიმართლე და ჭეშმარიტება დაადგინოს.

იუსტიცია


მითოლოგია: რომაული მითოლოგია
ლათინური წარწერა: Iustitia; Justitia Augusta
სახელი სხვა ენებზე: თემიდა დიკე
სხვა კულტურებში: თემიდა დიკი
სქესი: მდედრობითი
გავლენის სფერო: სამართლიანობა
ატრიბუტები: სასწორი და ხმალი ხელში
გამოსახულებები

მას ეჭირა სასწორი და ხმალი ხელებში, მაშინ როცა სამართლიანობის ქალღმერთ ექვიტასს (ლათ. Aequitas), ხელთ ეპყრა სასწორი და ე. წ. სიუხვის რქა (ლათ. cornucopiae, ინგ. horn of plenty).

იუსტიცია იმპერატორ ავგუსტუსის მიერ არის ხსენებული თავის clipeus virtutis-ში ხოლო მისი კულტი დაარსდა რომში ტიბერიუსის იმპერატორობიდან, რომელმაც მას ძეგლი დაუდგა რომში.[1] იუსტიცია გახდა სიმბოლო სამართლიანობის, რის გამოც ის ყოველ იმპერატორს სურდა თავისი რეჟიმთან ყოფილიყო ასოცირებული. იმპერატორმა ვესპასიანემ მოჭრა მონეტები იერუსალიმის ავგუსტას ტახტზე მჯდომი ქალღმერთის გამოსახულებით და მის შემდეგ ბევრმა იმპერატორმა გამოიყენა ქალღმერთის გამოსახულება და თავი სამართლიანობის დამცველად გამოაცხადა.[2]

გამოსახვა

რედაქტირება

სამართლიანობის პერსონიფიკაცია, როგორც სასწორის დაბალანსება ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტურ ქალღმერთ Maat-ს უკავშირდება, და მოგვიანებით კი Isis-ს. ბერძნული ქალღმერთები თემიდა და დიკი მოგვიანებით გახდნენ სამართლიანობის ქალღმერთები. თემიდა იყო ღვთაბერივი წესრიგის, კანონისა და ჩვეულების განსახიერება, ამ ასპექტით, როგორც კანონის ღვთაებრივი სიმართლის განსახიერება.

იუსტიცია უმეტესად გამოისახება სასწორთან ერთად, ჩვეულებრივ ხელში ჩამოკიდებული ერთ ხელზე, რომლითაც იზომება საქმისადმი პოზიციისა და ოპოზიციის ძალა.

სასწორი განასახიერებს მტკიცებულებების, ფაქტობის აწონვას. სასწორზე იზომება სიკეთე და ბოროტება, ბრალეულობა და უდანაშაულობა. იუსტიციის სიმკაცრე და სამართლიანობა ასევე გულისხმობს ქმედებათა ზუსტ აწონვას.

თვალების ახვევა
რედაქტირება

მე-16 საუკუნიდან იუსტიციას ხშირად გამოსახავდნენ თვალებახვეულს. თვალებისახვევა წარმოადგენს მიუკერძოებლობას, იდეალს, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს სიმდიდრის, ძალაუფლების და სხვა სტატუსის ზეგავლენის გარეშე. ძველ რომაულ მონეტებზე იუსტიცია გამოხატული იყო ერთ ხელში ხმლით, ხოლო მეორეზე სასწორით, მაგრამ ახვეული თვალების გარეშე.[3] იუსტიცია მხოლოდ XVI საუკუნის შუა წლებიდან იქნა თვალებახვეულად წარმოდგენილი. პირველი ამგვარ მდგომარეობაში გამოსახული ყველაზე ცნობილი იუსტიცია - არის 1543 წლის Hans Gieng-ის ქანდაკება (Gerechtigkeitsbrunnen) ბერნში.

ბევრი მოქანდაკე უგულებელყოფს იუსტიციის აღნიშნულ მახასიათებელს და გამოსახავენ მას თვალების ახვევის გარეშე. მაგალითად, ლონდონში, ძველი ბეილის სასამართლოს შენობის თავზე ლედი იუსტიციის ქანდაკება თვალებდახუჭული არ დგას. სასამართლოს ბროშურებში განმარტებულია მიზეზი, რომ იუსტიცია თავდაპირველად თვალებდახუჭული არ იყო, ქალიშვილობის ფორმა ისედაც მის მიუკერძოებლობის გარანტიაა.[4]

ხმალი გამოსახავს ავტორიტეტს და წარმოადგენს იდეას, რომ სამართლიანობა შეიძლება იყოს სწრაფი და საბოლოო.[5]

ხელოვნებაში

რედაქტირება
ქანდაკება
რედაქტირება
იუსტიცია ხმლით, სასწორითა და თვალახვეული. ბერნი, შვეიცარია, 1543 წ.
The Justice, ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს წინ
იუსტიცია, Palazzo di Giustizia, რომი, იტალია


მხატვრობა
რედაქტირება
იუსტიციას ფრესკა Sala di Costantino-ში, Raphael Rooms, Raphael, 1520
Luca Giordano, Palazzo Medici Riccardi ფლორენცია, 1684–1686
Gerechtigkeit, Lucas Cranach the Elder, 1537
  1. "IUSTITIA". treccani.it
  2. "IUSTITIA". treccani.it
  3. See "The Scales of Justice as Represented in Engravings, Emblems, Reliefs and Sculptures of Early Modern Europe" in G. Lamoine, ed., Images et representations de la justice du XVie au XIXe siècle (Toulouse: University of Toulose-Le Mirail, 1983)" at page 8.
  4. Colomb, Gregory. Designs on Truth, p. 50 (Penn State Press, 1992).
  5. Brent T. Edwards. "Symbolism of Lady Justice". Retrieved 24 February 2017.