ადრასტეია
ძველ ბერძნულ მითოლოგიაში — ქალღმერთი, ზევსის ქალიშვილი
ადრასტეია (ძვ. ბერძნ. Ἀδράστεια — „გარდაუვალი“) — ძველი ბერძნულ მითოლოგიაში, სასჯელისა და შურისძიების ქალღმერთი[1], ზევსისა და თემიდას (ან ზევსისა და ანანკეს) ქალიშვილი.
მას აქვს ნემესისთან დაკავშირებული მნიშვნელობა, როგორც მარადიული სამართლიანობის მსახური და შურისმაძიებელი, რომელსაც მოკვდავი ვერ გაექცევა; მაშასადამე, შემდგომი პოეტები არ განასხვავებენ მათ[2]. მისი სახელის წარმოშობა აიხსნება იმით, რომ გმირმა ადრასტუსმა (მეროპეს ძე) პირველმა აღმართა მას სამსხვერპლო ესეპის ნაპირებზე[3]. კირეაში (ფოკიდა) იდგა ადრასტეას ქანდაკება[4].