უილიამ ჰერშელი
უილიამ ფრიდრიხ ვილჰელმ ჰერშელი (დ. 15 ნოემბერი, 1738 ჰანოვერი — გ. 25 აგვისტო, 1822 სლაუ) — ინგლისელი ასტრონომი და ოპტიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1781 წლიდან), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1789 წლიდან).
უილიამ ჰერშელი | |
---|---|
გერმ. Friedrich Wilhelm Herschel | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 15 ნოემბერი 1738[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] |
დაბ. ადგილი | ჰანოვერი[1] [2] [14] [4] [13] |
გარდ. თარიღი | 25 აგვისტო 1822[1] [3] [5] [13] (83 წლის) |
გარდ. ადგილი | სლაუ[13] |
დასაფლავებულია | უესტმინსტერის სააბატო |
მოქალაქეობა |
![]() ![]() ![]() |
საქმიანობა | ასტრონომია |
ალმა-მატერი | ოქსფორდის უნივერსიტეტი[15] |
განთქმული მოსწავლეები | ჯონ ფრედერიკ უილიამ ჰერშელი |
სამეცნიერო ხარისხი | სამართლის დოქტორი და honoris causa |
მეუღლე | მერი ბოლდუინი[2] [16] |
მამა | ისააკ ჰერშელი[16] |
დედა | ანა ილსე მორიცენი[16] |
შვილ(ებ)ი | ჯონ ფრედერიკ უილიამ ჰერშელი[2] [16] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი[2], კოპლის მედალი[2] [17] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[18] და Royal Guelphic Order |
ხელმოწერა |
![]() |
ბიოგრაფიარედაქტირება
ჰერშელმა ოჯახში შეისწავლა უცხო ენები და მუსიკა. 1757 წელს გადასახლდა ინგლისში, სადაც ცნობილი მუსიკოსი გახდა. დამოუკიდებლად შეისწავლა ასტრონომია, დაამზადა ასობით სარკე ტელესკოპებისათვის. ასტრონომიული დაკვირვებები დაიწყო 1773 წელს.
უილიამმა აღმოაჩინა პლანეტა ურანი (1781), მისი ორი თანამგზავრი, მათი უკუმოძრაობა, სატურნის ორი თანამგზავრი. გაზომა სატურნისა და მისი რგოლების ბრუნვის პერიოდი, აღმოაჩინა მზის მოძრაობა სივრცეში და სხვა. 70-იან წლებში დაიწყო ვარსკვლავთა დათვლა ცის შერჩეულ არეებში, რის შედეგადაც შეაფასა გალაქტიკის ზომები და დაასკვნა სივრცეში მისი იზოლირებულება.
საფუძველი ჩაუყარა ვარსკვლავთა სტატირტპიკას. აღმოაჩინა ფიზიკურად ორჯერადი ვარსკვლავები, 2500-ზე მეტი ახალი ნისლეული და ვარსკვლავთა გროვა. წამოაყენა და 1802 — 11 წლებში განავითარა დიფუზიური მატერიის შეკუმშვით ვარსკვლავებისა და მათი სისტემების წარმოშობის კოსმოგონიური ჰიპოთეზა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 632.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 Clerke A. M. Herschel, William (DNB00) // Dictionary of National Biography / L. Stephen, S. Lee — London: Smith, Elder & Co., 1885.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Berry A. A Short History of Astronomy — London: John Murray, 1898.
- ↑ 4.0 4.1 Г. Риман Гершель // Музыкальный словарь: Перевод с 5-го немецкого издания / под ред. Ю. Д. Энгель — Москва: Музыкальное издательство П. И. Юргенсона, 1901. — Т. 1. — С. 345.
- ↑ 5.0 5.1 Friedrich Wilhelm Herschell — 1834.
- ↑ IMSLP — 2006.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ AlKindi
- ↑ Musicalics
- ↑ Proleksis enciklopedija — 2009.
- ↑ 13.0 13.1 13.2 13.3 Academy of Sciences of Turin — 1757.
- ↑ Витковский В. В. Гершель, Вильям // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1893. — Т. VIIIа. — С. 572.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 Kindred Britain
- ↑ Award winners : Copley Medal — Royal Society.
- ↑ https://www.amacad.org/sites/default/files/media/document/2019-10/electionIndex1780-1799.pdf