კაროლინა ჰერშელი (გერმ. Caroline Herschel, დ. 16 მარტი, 1750 — გ. 9 იანვარი, 1848) — გერმანული წარმოშობის ბრიტანელი ასტრონომი, რომლის ყველაზე მნიშვნელოვან წვლილად ასტრონომიაში მიიჩნევა რამდენიმე კომეტის აღმოჩენა, მათ შორის იყო პერიოდული კომეტა 35P/ჰერშელ-რიგოლე, რომელიც მის სახელს ატარებს. მისი უფროსი ძმა იყო ასტრონომი უილიამ ჰერშელი, რომელთან ერთადაც მუშაობდა მთლი კარიერის განმავლობაში.

კაროლინა ჰერშელი
გერმ. Caroline Lucretia Herschel
დაბ. თარიღი 16 მარტი, 1750(1750-03-16)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ჰანოვერი[1] [7]
გარდ. თარიღი 9 იანვარი, 1848(1848-01-09)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (97 წლის)
გარდ. ადგილი ჰანოვერი[1]
დასაფლავებულია ჰანოვერის სასაფლაო
მოქალაქეობა ჰანოვერის სამეფო
საქმიანობა ასტრონომი[9] , მათემატიკოსი, მომღერალი და მევიოლინე
მუშაობის ადგილი გაერთიანებული სამეფო
მამა ისააკ ჰერშელი
დედა ანა ილსე მორიცენი[10]
ჯილდოები ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი[11]
საიტი საიტი

ის პირველი ქალი იყო, რომელიც ხელფასს იღებდა როგორც მეცნიერი და იყო პირველი ქალი ინგლისში, რომელსაც მთავრობაში თანამდებობა ეკავა. ამას გარდა, ასევე პოირველი ქალი იყო, რომელმაც სამეცნიერი აღმოჩენების შესახებ სამეფო საზოგადოების ჟურნალ Philosophical Transactions-ში გამოაქვეყნა; 1828 წელს მიიღო სამეფო ასტრონომიული საზოგადოების ოქროს მედალი, 1835 წელს გახდა სამეფო ასტრონომიული საზოგადოების საპატიო წევრი. 1846 წელს, მის 96-ე დაბადების დღეზე, პრუსიის მეფემ ჰერშელს ოქროს მედალი გადასცა მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

კაროლინა ლუკრეცია ჰერშელი 1750 წლის 16 მარტს, გერმანიის ქალაქ ჰანოვერში დაიბადა. იყო თვითნასწავლი ჰობოისტის, ისააკ ჰერშელისა და მისი ცოლის, ანა ისლე მორიცენის მერვე ბავშვი და მეოთხე ქალიშვილი. ჰერშელების ოჯახი წარმოშობით დრეზდენთან ახლომდებარე ქალაქ პირნადან იყო. 1743 წელს, დატინგენის ბრძოლაში მონაწილეობის შემდეგ (ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ომი ნაწილი), ისააკ ჰერშელი ავად გახდა და სრულად არც აღარასდროს გამოჯანმრთელებულა. ცხოვრების ბოლომდე აწუხებდა სისუსტე, ქრონიკული ტკივილი და ასთმა.

ათი წლის ასაკში, კაროლინა მწვავე ტიფით დაავადდა, რამაც მისი ზრდა შეაჩერა; სწორედ ამიტომ, ის 130 სანტიმეტრზე მაღალი აღარ გაზრდილა. დაავადების შედეგად, მარცხენა თვალში დაკარგა მხედველობაც. ოჯახს სჯეროდა, რომ ის ვერასოდეს გათხოვდებოდა და დედამისს მიაჩნდა, რომ მისთვის საუკეთესო იქნებოდა, სახლის მოახლეობაში დახელოვნებულიყო. მამამისს კი სურდა, რომ მას განათლება მიეღო. ზოგჯერ, მამამისი დედის არყოფნით სარგებლობდა და ინდივიდუალურად ამეცადინებდა, ანდაც ძმების გაკვეთილებზე ასწრებდა, მაგალითად, ვიოლინოსი. კაროლინა ცოტა ხნით ტანსაცმლის კერვასაც სწავლობდა.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #119506610 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 Amson-Bradshaw G. Pioneers of Science and Technology — 2018. — P. 5. — 48 p. — ISBN 978-1-5263-0422-3
  8. 8.0 8.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 215. — ISBN 978-1-85743-228-2
  9. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th CenturyRoutledge, 2003. — Vol. 1. — P. 587. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  10. Kindred Britain
  11. Amson-Bradshaw G. Pioneers of Science and Technology — 2018. — P. 7. — 48 p. — ISBN 978-1-5263-0422-3