აგნეს მერი კლერკი
აგნეს მერი კლერკი (ინგლ. Agnes Mary Clerke (დ. 10 თებერვალი 1842 – გ. 20 იანვარი, 1907) — ირლანდიელი მწერალი და ასტრონომიის პოპულარიზატორი.[1]
აგნეს მერი კლერკი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
10 თებერვალი, 1842 სკიბერინი, კორკი, მანსტერი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაცვალების თარიღი |
20 იანვარი, 1907 (64 წლის) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | ასტრონომი, მწერალი |
ჯილდოები | აქტონიის პრემია (1893) |
ბიოგრაფია
რედაქტირებააგნეს მერი დაიბადა სკრიბენში, ირლანდია 1842 წელს, ბანკის კლერკის ჯონ უილიამ კლარკისა და კეტრინ მერი დეისის ოჯახში. მას ჰყავდა უფროსი და ელენ მარი და უმცროსი ძმა ობრი.
მამამისმა დაამთავრა დუბლინის ტრინიტის კოლეჯი. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებდა ინტერესს მეცნიერების მიმართ, დედა მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. ქალიშვილებმა კარგი განათლება მიიღეს სახლში, მათი თაობის სხვა ქალებისგან განსხვავებით. აგნესს ყველაზე მეტად ასტრონომია და მუსიკა იზიდავდა. მამის პატრონაჟით მან წაიკითხა უამრავი წიგნი ასტრონომიის შესახებ. მოგვიანებით, მისმა ძმამ ობრიმ, მათემატიკასა და ფიზიკაში მიღწეული წარმატების წყალობით, აგნესს გააცნო უფრო რთული საგნები.[2]
როდესაც აგნესი 19 წლის გახდა, ოჯახი სკრიბენიდან გადავიდა დუბლინში (1861), შემდეგ ქუინსთაუნში (1863). რამდენიმე წლის შემდეგ, დები კლარკები, აგნესის ცუდი ჯანმრთელობის გამო, წავიდნენ იტალიაში, სადაც 10 წელი იცხოვრეს (უმეტესად ფლორენციაში). ამავე დროს, აგრძელებდნენ სწავლას. 1877 წელს ოჯახი გაერთიანდა და დასახლდა ლონდონში . იმავე წელს, 35 წლის ასაკში, აგნესმა დაიწყო თავისი კარიერა, როგორც პროფესიონალმა მწერალმა, როდესაც გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატია ანონიმურად Edinburgh Review- ში. იგი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა გალილეო გალილეის და პიერ-სიმონ ლაპლასის ბიოგრაფიები ენციკლოპედია Britannica - ში საკუთარი სახელით. მისი სტატიები რეგულარულად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: Nature, The Observatory, Knowledge..
ლონდონში აგნეს მარი შეხვდა ჟოზეფ ლოკიერს და ამერიკელ ასტრონომ ედვარდ ჰოლდენს. მათი მხარდაჭერით შეუდგა მუშაობას "ახალი ასტრონომიის" ისტორიაზე ( ასტროფიზიკა ). შედეგად მიიღო წიგნი, რომელმაც აგნესის უდიდესი პოპულარობა მოუტანა: A Popular History of Astronomy during the Nineteenth Century (1885). იგი საინტერესო იყო როგორც პროფესიონალი ასტრონომებისთვის, ასევე ფართო აუდიტორიისთვის. აგნესის სიცოცხლეში წიგნი ოთხჯერ გამოიცა. სამწერლო ასპარეზზე მოპოვებული წარმატების წყალობით აგნესმა გაიცნო ცნობილი ასტრონომები: უილიამ ჰაგინსი, მარგარეტ ჰაგინსი, დევიდ გილი.[3]
1888 წელს აგნესმა 3 თვე გაატარა სამეფო ობსერვატორიაში სამხრეთ აფრიკაში ( Royal Observatory, Cape of Good Hope - სამეფო ობსერვატორია, კეთილი იმედის კონცხი ), როგორც დევიდ გილის სტუმარმა. იქ, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო ასტრონომიულ დაკვირვებებში. შედეგად, მან დაწერა თავისი მეორე მთავარი ნაშრომი, The System of the Stars (ვარსკვლავების სისტემა) (1890), სადაც იგი იცავდა შეხედულებას, რომ ირმის ნახტომი იყო ერთადერთი მსხვილი წარმონაქმნი სამყაროში. ეს მცდარი აზრი გალაქტიკების ბუნების შესახებ დამაჯერებლად უარყვეს მწერლის გარდაცვალებიდან მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ.
თავის მესამე ძირითად ნაშრომში, Problems in Astrophysics (პრობლემები ასტროფიზიკაში) (1903), აგნესი ცდილობდა წარმოედგინა ასტრონომიის გადაუჭრელი პრობლემები, განსაკუთრებით ვარსკვლავური სპექტროსკოპია და მათი გადაჭრის შესაძლო გზები. იმისდა მიუხედავად, რომ ეს წიგნი მისმა თანამედროვეებმა კარგად მიიღეს, აგნესი გააკრიტიკეს: ჟურნალმა Nature-მა მას ბრალი დასდო ასტრონომიაში პრაქტიკული მუშაობის არქონის გამო.[4][5]
აღიარება და ხსოვნა
რედაქტირება1893 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო ინსტიტუტმა აგნესს გადასცა აქტონის პრიზი 100 გინეის ოდენობით. იგი იყო დიდი ბრიტანეთის ასტრონომიული ასოციაციის წევრი და რეგულარულად ესწრებოდა ასოციაციის შეხვედრებს. 1903 წელს აგნესი აირჩიეს სამეფო ასტრონომიული საზოგადოების საპატიო წევრად.[6]
ლიტერატურა
რედაქტირება- Thomas Hockey. Biographical Encyclopedia of Astronomers. — Springer, 2007. — 1342 с. — ISBN 978-0-387-31022-0.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Agnes Mary Clerke: Real—time historian of astronomy დაარქივებულია 21 მარტი 2020 Wayback Machine
- ↑ England 1871 census Class: RG10; Piece: 870; Folio: 118; Page: 24; GSU roll: 827769
- ↑ "1907JBAA...17..188. Page 188". articles.adsabs.harvard.edu. Retrieved 11 June 2021.
- ↑ "Jessie Shines a Light on Agnes". www.southernstar.ie. Retrieved 6 August 2022.
- ↑ Klerke, Ellen (1893). The Planet Venus. London: Witherby and Sons. pp. 59 p. Retrieved 15 October 2018.
- ↑ "Irish Female Scientists You Should Know | Connolly Cove". 28 September 2020. Retrieved 17 September 2021.