Like a Rolling Stone — სიმღერა, რომელიც დაწერა ამერიკელმა პოეტმა და მუსიკოსმა ბობ დილანმა 1965 წელს მისი ცნობილი ტურნეს დროს ინგლისში. ტურნემ დილანის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია; ის ფიქრობდა მომდევნო ალბომი როკისა და ფოლკის სინთეზი ყოფილიყო, ამიტომ ცნობილი როკ მუსიკოსები მოიწვია. რამდენიმე კვირის შემდეგ სიმღერის საცდელი ვერსია ჩაიწერა ალბომისთვის Highway 61 Revisited. თავიდან დილანის ახალი იმიჯი Columbia Records-მა წამგებიანად ჩათვალა, რადგან მომღერალს ყველა იცნობდა, როგორც ფოლკ მუსიკოსს, ამიტომ მათ უარი თქვეს ალბომის წარმოებაზე. შემდეგ, როდესაც გავლენიანმა კრიტიკოსებმა და მუსიკალურმა კლუბებმა მოიწონეს სიმღერა, მისი სინგლად გამოშვება გადაწყდა. ვინაიდან კომპოზიცია აღიარეს, ის კვლავ შეიტანეს ალბომში Highway 61 Revisited. იმის და მიუხედავად, რომ "Like a Rolling Stone"-მა მეორე ადგილს მიაღწია ამერიკულ ჩარტებში (პირველი ჯგუფ The Beatles-ის სიმღერას - help-ს ეკავა[1][2]) და მსოფლიო აღიარება მოიპოვა, რადიოები მაინც იშვიათად რთავდნენ მას, ხანგრძლიობის გამო. განსხვავებული მუსიკალური ელემენტებისა და უამრავი სიახლისგან შემდგარი კომპოზიცია მალე აღიარეს, როგორც რევოლუციური. დილანს სწორედ ამ სიმღერით სცნობენ, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსს. 2004 წელს, მუსიკალურმა ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“, აირჩია 500 საუკეთესო სიმღერა, რომლის სათავეშია Like a Rolling Stone. არსებობს კომპოზიციის უამრავი ქავერი, მათ შორის ჯიმი ჰენდრიქსის, როლინგ სტოუნზის, ბობ მარლის და სხვა მრავალი მუსიკოსის შესრულებით.

„Like a Rolling Stone“
სინგლიბობ დილანი
ალბომიდან Highway 61 Revisited
გამოსვლის თარიღი 1965
ჟანრი როკ მუსიკა
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia Records
ავტორ(ებ)ი ბობ დილანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Like A Rolling Stone. Allmusic. ციტირების თარიღი: October 24, 2009.
  2. Schlansky, Evan. (May 18, 2009) The 30 Greatest Bob Dylan Songs: #2, "Like A Rolling Stone". American Songwriter. ციტირების თარიღი: May 10, 2010.