გოსპელი
გოსპელი (ინგლ. Gospel music) — სასულიერო ქრისტიანული მუსიკის ჟანრი, რომელიც აშშ-ში განვითარდა XX საუკუნის პირველ მესამედში. გამოირჩევა შავკანიანთა და თეთრკანიანთა გოსპელი. მათ ერთმანეთთან აკავშირებს ის ფაქტი, რომ ორივე აშშ-ის სამხრეთ შტატების მეთოდისტური ეკლესიის წრეებში დაიბადა[1].
თეთრკანიანთა გოსპელი, როგორც რელიგიური მუსიკის ჟანრი, განვითარდა XIX საუკუნის ბოლოს ხალხური მელოდიების ქრისტიანულ ჰიმნებთან შერევით. დროთა განმავლობაში გოსპელმა მუსიკალურ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი მოიპოვა. გოსპელის ერთ-ერთ პირველ წარმატებულ შემსრულებელთა შორის იყო კოლექტივი „Carter Family“, რომელთა გრამფირფიტები 1920-30-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
შავკანიანთა გოსპელის ჟანრი 1930-იან წლებში განვითარდა აფროამერიკელთა ეკლესიური წრეებში და სპირიჩუელსის ტრადიციას აგრძელებდა. თუმცა ამ უკანასკნელისგან ის საკონცერტო შესრულებითა და საცეკვაო რიტმების გამოყენებით გამოირჩეოდა. მასში მეტი სპონტანური რეპლიკები და იმპროვიზაცია იყო. ამ ჟანრის დედოფლად საყოველთაოდ აღიარებულია მაჰალია ჯექსონი.
პოპულარულ მუსიკაში გოსპელს ასრულებდნენ რეი ჩარლზი, ელვის პრესლი, ლიტლ რიჩარდი და ჯონი კეში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „From Charles Mackintosh's waterproof to Dolly the sheep: 43 innovations Scotland has given the world“. The independent. January 3, 2016.