რობერტ ლეროი ჯონსონი (ინგლ. Robert Leroy Johnson; დ. 8 მაისი, 1911 — გ. 16 აგვისტო, 1938) — ამერიკელი ბლუზ- მომღერალი და მუსიკოსი. მისი 1936-1937 წლების ჩანაწერების სიმღერის სტილმა, გიტარის ფოლობის და სიმღერების წერის ტალანტმა, გავლენა მოახდინა შემდგომი პერიოდის მუსიკოსების შემოქმედებაზე. მწირი დოკუმენტური ინფორმაცია არსებობს რობერტის ადრეული ცხოვრების და სიკვდილის (27წლის ასაკში) შესახებ. ის იყო მოხეტიალე შემსრულებელი, რომელიც ძირითადად უკრავდა ქუჩების კუთხეებში. მუსიკოსს სიცოცხლეში ჰქონდა მცირე კომერციული წარამტება და საზოგადოებრივი აღიარება. რობერტის სიცოცხლეში მისი ჩანაწერები ცუდად იყიდებოდა. მუსიკოსის შემოქმედებამ მოგვიანებით, 1961 წელს King of the Delta Blues Singers-ის საშუალებით მიიპყრო ფართო აუდიტორიის ყურადღება. ახლა რობერტი ყველასათვის ცნობილია როგორც ბლუზის აღიარებული ოსტატი, განსაკუთრებით კი დელტა-ბლუზის განხრით.

რობერტ ჯონსონი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობერტ ლეროი ჯონსონი
დაბ. თარიღი 8 მაისი, 1911
დაბ. ადგილი Hazlehurst[1]
წარმოშობა აშშ
გარდ. თარიღი 16 აგვისტო, 1938
გარდ. ადგილი გრინვუდი
დასაფლავებულია უცნობი
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1]
ჟანრ(ებ)ი დელტა-ბლუზი, ქანთრი-ბლუზი
საქმიანობა ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ჰარმონიკა, არფა, გიტარა
აქტიური 1929—1938
რობერტ ჯონსონი ვიკისაწყობში

რობერტ ჯონსონმა მომავალში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როკ-მუსიკოსებზე. ერიკ კლეპტონი მას მოიხსენიებდა როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ბლუზ შემსრულებელს, მათ შორის ვისაც კი ოდესმე უცხოვრია. რობერტ პლანტი მას განსაკუთრებულად ეთაყვანებოდა, „არასოდეს მომისმენია ასეთი დამატყვევებელი მუსიკა“ - ამბობდა პლანტი. რობერტი შყვანილ იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში როგორც „ადრეული გავლენა“ , 1986 წელს , პირველივე ცერემონიალზე. Rolling Stone-ის მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტთა სიაში რობერტ ჯონსონმა 2003 წელს მეხუთე ადგილი დაიკავა.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

რობერტ ჯონსონი დაიბადა ჰეზლეჰარსტში მისისიპიში, სავარაუდოდ 8მაისს 1911 წელს, დედამისი იყო ჯულია მაიორი დოდსი(დაბადებულია 1874წლის ოქტომბერში), მამა-ნოე ჯონსონი(დაბადებულია 1884 წლის დეკემბერში). ჯულია დაქორწინებული იყო ჩარლზ დოდსზე(დაბადებულია 1865 წლის თებერვალში), რომელიც იყო მიწის მესაკუთრე და ავეჯის მარკერი. ჩარლზთან მას 10 შვილი ჰყავდა. თეთრკანიან მიწის მესაკუთრეებთან დავის გამო ჩარლზი იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა. ჯულია ქალაქში დარჩა პატარა რობერტთან ერთად, მაგრამ 2 წლის შემდეგ ის მემფისში გაგზავნა თავის ქმართან საცხოვრებლად, რომელსაც გვარი გამოეცვალა სპენსერით. დაახლოებით 1919 წელს რობერტი დედასთან დაბრუნდა მისისიპის მახლობლად. ჯულიას ახალი ქმარი იყო გვარად უილისი. თუმცა, რობერტი სკოლაში (Tunica's Indian Creek School ) რეგისტრირებული იყო როგორც რობერტ სპენსერი. მუსიკოსის სკოლის მეგობარი-უილი იხსენებს, რომ რობერტი უკრავდა ჰარმონიკსა და არფაზე. სკოლის შემდეგ რობერტმა გვარი გამოიცვალა და გადავიდა თავისი ნამდვილი მამის გვარზე, ჯონსონზე. სწორედ ასე აწერს ის ხელს ქორწინების სერტიფიკატზე, მუსიკოსი დაქორწინდა 16 წლის ვირჯინია ტრევისზე, 1929 წლის თბერვალში. 1930 წლის აპრილში ვირჯინია მშობიარობისას დაიღუპა ბავშვთან ერთად.

რობერტ ჯონსონი დაბრუნდა ჰეზლეჰარსტში, სავარაუდოდ ნამდვილი მამის მოსაძებნად. მუსიკოსი ცხოვრობდა მარტინსვილშიც, ის იქ 1931 წლის მაისში კალეტა კრეფტზე დაქორწინდა. 1932 წელს წყვილი Clarksdale-ში გადავიდა, აქ ჯონსონის მეუღლე ავად გახდა. რობერტმა ცოლი მიატოვა და აქედან იწყება მისი მოხეტიალე მუსიკოსის კარიერა.

რობერტ ჯონსონი 1932 წლიდან 1938 წლის ჩათვლით ხშირად გადადიოდა სხვადასხვა დიდ ქალაქებში, მათ შორის მემფისში, არკანზასში, პატარა ქალაქებში, ასევე მისისიპისა და არკანზასის მიმდებარე რეგიონებში.

მოგვიანებით რობერტ ჯონსონმა ბლუზ მუსიკოს-ჯონი შაინიზთან ერთად იმოგზაურა ჩიკაგოში, ტეხასში, ნიუ-იორკში, კანადაში, ინდიანაში. ბევრ ადგილებში ის რჩებოდა თავის მეგობარ ქალებთან, მაგრამ რობერტი მეტად აღარ დაქორწინებულა. თუმცა გრძელვადიანი ურთიერთობები ჰქონდა სხვადასხვა ქალთან, რომლებსაც პერიოდულად უბრუნდებოდა ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი იყო ესტელა კოლიმენი, რომელიც იყო ბლუზ მუსიკოს რობერტ ლოკვუდის დედა. მუსიკოსები, რომლებიც იცნობდნენ რობერტს, მას სხვა კუთხიდანაც იხსენებენ, მათი თქმით გარდა მისი უნიკალური მუსიკალური ნიჭისა, ჯონსონი ლამაზიც იყო, მის სისუსტეს ვისკი და ქალები წარმოადგენდა. როდესაც რობერტ ჯონსონი ახალ ქალაქში ჩავიდოდა, უკრავდა ქუჩაში სხვადასხვა შენობებისა და რესტორნების წინ. მისი საკონცერტო შესრულება სავსე იყო იმპროვიზაციებით, კარგად ეხერხებოდა ბგერების შერჩევა, აუდიტორიასთან დადებითი ურთიერთობისა და აურის ჩამოყალიბება.

დისკოგრაფია

რედაქტირება
 

სიკვდილი

რედაქტირება
 
რობერტ ჯონსონის საფლავის ქვა

ჯონსონი გარდაიცვალა 1938 წლის 16 აგვისტოს, 27 წლის ასაკში, გრინვუდთან ახლოს(მისისიპი). მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს სხვადასხვა ვერსიები, რომლებიც ეფუძნება მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ მოვლენებს.

რობერტი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრავდა გრინვუდიდან 24 კილომეტრის დაშორებით, ბარში. ერთ-ერთო თეორიის თანახმად მუსიკოსს გათხოვილი ქალი მოეწონა, მისმა ეჭვიანმა ქმარმა კი ჯონსონი ვისკით მოწამლა. საღამოს ჯონსონმა თავი ცუდად იგრძნო, მომდევნო სამი დღის განმავლობაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა და 16 აგვისტოს კრუნჩხვითი მდგომარეობაში გარდაიცვალა ძლიერი ტკივილებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Blues World – Booklet No.1 – Robert Johnson – Four Editions, First published 1967
  • Blesh, Rudi (1946) "Jazz Begins" quoted in Marybeth Hamilton (below).
  • Charters, Samuel B (1959). The Country Blues. Rinehart.
  • Charters, Samuel B (1967). The Bluesman. The story of the music of the men who made the Blues. Oak Publications.
  • Charters, Samuel B (1973). Robert Johnson. Oak Publication. ISBN 0-8256-0059-6
  • Edwards, David Honeyboy (1997). The World Don't Owe Me Nothing. The Life and Times of Delta Bluesman Honeyboy Edwards. Chicago Review Press. ISBN 1-55652-368-8
  • Evans, David (1971). Tommy Johnson. Studio Vista. SBN 289 70150
  • Freeland, Tom (2000). Robert Johnson: Some Witnesses to a Short Life in Living Blues no. 150 March/April 200 p. 49
  • Gioia, Ted (2008). Delta Blues. The Life and Times of the Mississippi Masters Who Revolutionised American Music. Norton, ISBN 978-0-393-33750-1
  • Graves, Tom (2008). Crossroads: The Life and Afterlife of Blues Legend Robert Johnson. DeMers Books, ISBN 978-0-9816002-1-5
  • Greenberg, Alan (1983). Love in Vain: The Life and Legend of Robert Johnson. Doubleday Books, ISBN 0-385-15679-0
  • Guralnick, Peter (1989). Searching for Robert Johnson (1989). E. P. Dutton hardcover: ISBN 0-525-24801-3, Plume 1998 paperback: ISBN 0-452-27949-6
  • Komara, Edward (2007). The Road to Robert Johnson, The genesis and evolution of blues in the Delta from the late 1800s through 1938. Hal Leonard. ISBN 0-634-00907-9
  • Marcus, Greil (1975). Mystery Train. E.P. Dutton.
  • Hamilton, Marybeth (2007). In Search of the Blues. Black Voices, White Visions. Jonathan Cape. ISBN 0-224-06018-X
  • Lomax, Alan (1993). The Land Where the Blues Began. Methuen. ISBN 0-413-67850-4
  • Neff, Robert & Anthony Connor (1975). Blues. David R Godine. Quoted in Pearson & McCulloch p. 114.
  • Palmer, Robert (1982) paperback edition. Deep Blues. Macmillan, ISBN 0-333-34039-6
  • Pearson, Barry Lee; McCulloch, Bill (2003). Robert Johnson: Lost and Found. University of Illinois Press, ISBN 0-252-02835-X
  • Schroeder, Patricia R. (2004). Robert Johnson, Mythmaking, and Contemporary American Culture. University of Illinois Press, ISBN 0-252-02915-1
  • Russell, Tony (2004). Country Music records, A Discography, 1921–1942. Oxford. ISBN 0-19-513989-5
  • Townsend, Henry (1999). A Blues Life. As told to Bill Greensmith. University of Illinois Press. ISBN 0-252-02526-1
  • Wald, Elijah (2004). Escaping the Delta: Robert Johnson and the Invention of the Blues. Amistad. ISBN 0-06-052423-5
  • Wardlow, G., & Komara, E. M. (1998). Chasin' that devil music: searching for the blues. San Francisco, Calif: Miller Freeman Books. ISBN 0-87930-652-1
  • Welding, Pete (1966). Robert Johnson. Hell hound on his trail. In Down Beat Music '66: 73–76, 103
  • Wolf, Robert (2004) Hellhound on My Trail: The Life of Robert Johnson, Bluesman Extraordinaire. Mankato, MN: Creative Editions. ISBN 1-56846-146-1

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
Articles
  1. 1.0 1.1 Southern E. Biographical Dictionary of Afro-American and African MusiciansGreenwood Publishing Group, 1982.