კლუბი 27
კლუბი 27 — ფიქტიური გაერთიანება, რომელსაც მიაკუთვნებენ 27 წლის ასაკში გარდაცვლილ მუსიკოსებს
1975 წელს ჟურნალისტებმა შეამჩნიეს, რომ ბევრი ცნობილი მუსიკოსი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ შეიქმნა ე.წ. "კლუბი 27" (ინგლ. The 27 Club), ასევე ცნობილია როგორც "მარად 27-იანელთა კლუბი" (ინგლ. the Forever 27 Club).
სურათი | სახელი | გარდაცვალების თარიღი | გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი | ცნობილია | ასაკში |
---|---|---|---|---|---|
ბრაიან ჯონსი | 3 ივლისი, 1969 | დაიხრჩო საცურაო აუზში. | როლინგ სტოუნზის დამაარსებელი და გიტარისტი/მულტი-ინსტრუმენტალისტი. | 27 წლის და 125 დღის | |
ჯიმი ჰენდრიქსი | 18 სექტემბერი, 1970 | ღვინოსთან საძილე წამლების შერევის შედეგად ღებინებისაგან გაიგუდა. | ელექტრო გიტარისტი, მომღერალი და ჯგუფების The Jimi Hendrix Experience და Band of Gypsys ლიდერი. | 27 წლის და 295 დღის | |
ჯენის ჯოპლინი | 4 ოქტომბერი, 1970 | ჰეროინის ჭარბი დოზის მიღება. | წამყვანი ვოკალისტი და ჯგუფების Big Brother and the Holding Company და The Kozmic Blues Band and Full Tilt Boogie Band წევრი | 27 წლის და 258 დღის | |
ჯიმ მორისონი | 3 ივლისი, 1971 | ოფიციალურად სიკვდილის გამომწვევ მიზეზად ჩაიწერა "გულის სისუსტე"; მიუხედავად ამისა არ მომხდარა გვამის გაკვეთა. | წამყვანი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ჯგუფის დორსი ლიდერი. | 27 წლის და 207 დღის | |
კურტ კობეინი | 5 აპრილი, 1994 | თვითმკვლელობა იარაღის გასროლით. | წამყვანი მომღერალი, გიტარისტი და ჯგუფის ნირვანა ლიდერი. | 27 წლის და 44 დღის | |
რიჩი ედვარდსი | 1 თებერვალი, 1995 | გაუჩინარდა 1995 წელს, ოფიციალურად გარდაცვლილად ითვლება 2008 წლიდან. | ჯგუფის Manic Street Preachers გიტარისტი. | 27 წლის და 41 დღის | |
ემი უაინჰაუსი | 23 ივლისი 2011 | ალკოჰოლის გადაჭარბებული რაოდენობა. | პირველი ინგლისელი მომღერალი და მუსიკოსი ქალი, რომელსაც 5 გრემი მხოლოდ ერთ ცერემონიალზე გადასცეს. | 27 წლის და 312 დღის |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- forever27.co.uk
- the27s.com
- 27clubMovie.com დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine.