Manic Street Preachers
Manic Street Preachers — უელსური ალტერნატიული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1986 წელს ბლეკვუდში, რომელშიც შედიან ჯეიმზ დინ ბრედფილდი (წამყვანი ვოკალი, წამყვანი გიტარა), ნიკი უაირი (ბას-გიტარა, ტექსტები) და შონ მური (დასარტყმელი საკრავები). ხშირად მათ უწოდებენ The Manics-ს ან უბრალოდ Manics. Manic Street Preachers თავდაპირველად კვარტეტი იყო, მაგრამ იქცა ტრიოდ, როდესაც 1995 წლის 1 თებერვალს მოულოდნელად გაუჩინარდა რიჩი ედვარდსი, ჯგუფის ტექსტების ძირითადი ავტორი და რიტმული გიტარისტი.[2] ადრეულ ეტაპზე ჰერმაფროდიტული გლემ-როკ იმიჯით და კრიტიკული სოციალური ტექსტებით „კულტურაზე, გაუცხოებაზე, უსაქმურობასა და სასოწარკვეთაზე“ მოიპოვეს საკულტო სტატუსი.[3][4]
Manic Street Preachers | |
---|---|
Manic Street Preachers 2010 წელს. მარცხნიდან მარჯვნივ: ჯეიმზ დინ ბრედფილდი, ტურნეს მუსიკოსი უეინ მარი, ნიკი უაირი და შონ მური. | |
ბიოგრაფია | |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
The Manics Manics |
წარმოშობა | ბლეკვუდი, უელსი, გაერთიანებული სამეფო |
ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი, ბრიტპოპი, მძიმე როკი, პოსტ-პანკი, პანკ-როკი, გლემ-პანკი |
აქტიური | 1986–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Columbia, Epic, Heavenly, Damaged Goods |
წევრები |
ჯეიმზ დინ ბრედფილდი ნიკი უაირი შონ მური |
ყოფილი წევრები |
რიჩი ედვარდსი მაილზ ვუდუორდი[1] |
საიტი | manicstreetpreachers.com |
Manic Street Preachers ვიკისაწყობში |
ედვარდის გაუჩინარების შემდეგ ბრედფილდმა, მურმა და უაირმა განაგრძეს ჯგუფის სახით თანამშრომლობა და მიაღწიეს კრიტიკოსთა აღიარებას და კომერციულ წარმატება. მიღებული აქვთ შვიდზე მეტი NME-ის ჯილდო, მათ შორის, ცხოვრებისეული დამსახურებებისთვის, რომელსაც „ღმერთთან მიახლოებული გენიოსის“ ჯილდო ეწოდება. აგრეთვე არიან რვა Q-ს და ბრიტანული მუსიკის ოთხი ჯილდოს მფლობელები. დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვთ 10 მილიონზე მეტი ალბომი და ითვლება ბრიტანეთის ერთ-ერთ წამყვან ჯგუფად.[5] გვიანდელ ალბომებში შეიმჩნევა მემარცხენე პოლიტიკის თემები და ინტელექტუალური სტილი, რასაც ერწყმის ალტერნატიული როკის უფრო ტრადიციული ჟღერადობა.[6] საერთო ჯამში, ჯგუფს აქვს საუკეთესო 10-ეულებში მოხვედრილი 11 ალბომი, საუკეთესო 10-ეულებში მოხვედრილი 15 სინგლი და ბრიტანეთის ჩარტებში #1 პოზიციაზე სამჯერ მოხვედრა 1998 წლის ალბომით This Is My Truth Tell Me Yours, სინგლით ამ ალბომიდან „If You Tolerate This Your Children Will Be Next“ და 2000 წლის სინგლით „The Masses Against the Classes“.
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- Generation Terrorists (1992)
- Gold Against the Soul (1993)
- The Holy Bible (1994)
- Everything Must Go (1996)
- This Is My Truth Tell Me Yours (1998)
- Know Your Enemy (2001)
- Lifeblood (2004)
- Send Away the Tigers (2007)
- Journal for Plague Lovers (2009)
- Postcards from a Young Man (2010)
- Rewind the Film (2013)
- Futurology (2014)
- Resistance Is Futile (2018)
- The Ultra Vivid Lament (2021)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Jovanovic, Rob (2010). A Version of Reason: The Search for Richey Edwards. Hachette. ISBN 9781409111290.
- ↑ BBC Wales – Music – Manic Street Preachers – Richey Edwards. ციტირების თარიღი: 9 July 2012.
- ↑ Owen, Paul. (27 November 2008) The Manics' Lyrics Were Something Truly Special. ციტირების თარიღი: 9 July 2012.
- ↑ Manic Street Preachers. ციტირების თარიღი: 9 July 2012.
- ↑ „From Despair to Success“. news.bbc.co.uk. 12 February 1999. ციტირების თარიღი: 9 July 2012.
- ↑ Final Farewell for a Cult Hero. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 9 July 2012.