ჰენრიკ პონტოპიდანი

ჰენრიკ პონტოპიდანი (დან. Henrik Pontoppidan; დ. 24 ივლისი, 1857 — გ. 21 აგვისტო, 1943) — დანიელი რეალისტი მწერალი. 1917 წელს კარლ გელერუპთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „დანიის თანამედროვე ცხოვრების გულმართალი აღწერისათვის“.[12]

ჰენრიკ პონტოპიდანი
დან. Henrik Pontoppidan
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1857(1857-07-24)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ფრედერისია[6] [7]
გარდაცვალების თარიღი 21 აგვისტო, 1943(1943-08-21)[6] [1] [2] [3] [8] [4] [5] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი Ordrup
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, ავტობიოგრაფი და პოეტი
ენა დანიური ენა
მოქალაქეობა დანიის სამეფო
ჟანრი პროზა
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[9] [10]
მეუღლე Mette Marie Hansen[11] და Antoinette Kofoed[11]
ხელმოწერა

პონტოპიდანის შემოქმედება, რომელიც ძირითადად ეპიკურ სტილში დაწერილ მოთხრობებსა და რომანებს მოიცავს, ნახევარი საუკუნის მანძილზე დანიური ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტს აღწერს და სოციალური კრიტიკითა და ირონიული პესიმიზმით ხასიათდება.[13]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. თავდაპირველად ინჟინრის განათლებას იღებდა, რაც შეწყვიტა და დაწყებით სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობდა. მოგვიანებით კი ჟურნალისტი და მწერალი გახდა. მისი ლიტერატურული დებიუტი 1881 წელს მოთხრობათა კრებულით „Stækkede Vinger“ (შეკვეცილი ფრთები) შედგა.[13]

პონტოპიდანის შემოქმედების პირველი პერიოდი სოციალურ კრიტიკას წარმოადგენს. იგი თავის მოთხრობებში გლეხთა და პროლეტართა ცხოვრებას აღწერდა. პონტოპიდანი პირველი დანიელი მწერალია, რომელმაც ლიტერატურაში ფერმერთა იდეალიზირებული პორტრეტი დაამსხვრია. 1890 წელს მწერალმა პოლიტიკურ მოთხრობათა კრებული „Skyer“ (ღრუბლები) გამოაქვეყნა, რომელშიც კონსერვატორთა ავტორიტატული დიქტატურის ქვეშ მყოფ დანიას აღწერს. მოგვიანებით პონტოპიდანის ინტერესის სფერო ნატურალისტურმა და ფსიქოლოგიურმა თემებმა მოიცა, თუმცა მას სოციალურ თემებზე წერა არ შეუწყვეტია.

შემოქმედება

რედაქტირება

პონტოპიდანის ძირითად ნამუშევრებად ითვლება სამი რომანი, რომლებიც მან 1890-1920 წლებში დაწერა.

  • „Det forjættede Land“ (აღთქმული მიწა) ფანტაზიორ ადამიანზეა, რომელიც მქადაგებლობაზე ოცნებს, რითაც იგი ჭკუიდან იშლება.
  • ნახევრად ავტობიოგრაფიული „Lykke-Per“ (იღბლიანი პერი) პონტოპიდანის ყველაზე ცნობილ რომანად ითვლება. მასში მოთხრობილია ახალგზარდა კაცის ისტორია, რომელიც თავის რელიგიურ ოჯახს მიატოვებს, რათა ინჟინერი და დამპყრობელი გახდეს.
  • „De dødes Rige“ (მიცვალებულთა სამეფო)“ 1901 წელს დემოკრატიის გამარჯვების შემდეგ დანიის მდგომარეობას ასახავს. რომანში მწერალი თანამედროვე პოლიტიკური მოვლენებით უკმაყოფილებას გამოხატავს.[13]
 
პონტოპიდანი 1874 წელს

პონტოპიდანის ბოლო, 1927 წლის რომანი „Mands Himmerig“ (კაცის სამოთხე) პირველი მსოფლიო ომის ნასაწყისში დანიელ ინტელექტუალთა კრიზისს აღწერს.

პონტოპიდანი მოთხრობებსაც წერდა, რომლებშიც პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ თემებს განიხილავდა.

„Isbjørnen“ (პოლარული დათვი) (1887) აღწერს დაპირისპირებას გრენლანდიელ სამრევლოს მოძღვარსა და დანიელ მღვდელს შორის.

„Den gamle Adam“ (მოხუცი ადამი) (1894) არის მოთხრობა კაცის შიშზე ქალისაა და ზოგადად, სექსუალობის მიმართ.

„Ørneflugt “ (არწივების ბრძოლა) (1899) ჰანს ქრისტიან ანდერსენის „მახინჯი იხვის ჭუჭულის“ პირდაპირი გამოძახილია, თუმცა საპირისპირო მორალით.

1933-1943 წლებში პონტოპიდანმა მემუარების ორი განსხვავებული ვერსია დაწერა, რითაც სურდა თავის პიროვნულ განვითარებაზე საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. მემუარები სათაურით „საკუთარი თავისკენ მიმავალ გზაზე“ გამოქვეყნდა.

ლიტერატურული და კულტურული გავლენა

რედაქტირება

პონტოპიდანი ნატურალისტ მწერლად მიიჩნევა. მისი ენა უბრალო და მარტივია, თუმცა ასევე გვხვდება სიმბოლოები, ფარული მინიშნებები, ირონია და ობიექტური აღწერა.

პონტოპიდანი ყველაზე ხშირად განხილვადი დანიელი მწერალია, რაც მისი პარადოქსული პერსონაჟით აიხსნება: იგი ლიბერალი, თუმცა ამასთანავე გულმხურვალე პატრიოტი იყო, თანამშრომლობდა სოციალისტებთან, თუმცა ყოველთვის დამოუკიდებელი და ინდივიდუალური პოზიციით. მისი ნაშრომები ხშირად ორაზროვნად და გაუგებრად მიიჩნეოდა. მიკერძოებულობისა და ობიექტურობის სინთეზი ხშირად აბნევდა როგორც მკითხველებს, ისე კრიტიკოსებს.

პონტოპიდანი XX საუკუნის დანიური ლიტერატურის პიონერად მიიჩნევა. მან მოდერნიზმის კრიტიკით გავლენა მოახდინა კულტურულ კონსერვატორებზე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

თხზულებათა კრებულები

  • „სურათები სოფლის ცხოვრებიდან“ (1883)
  • „ქოხმახებში“ (1887)

მოთხრობები:

  • „სანდინგეს მრევლში“ (1883)

რომანები:

  • „ღამის გუშაგი“ (1894)
  • „სიმღერათა სიმღერა“ (1896) (ტრილოგია)
  • „აღთქმული მიწა“ (1891—1895)
  • „იღბლიანი პერი“ (1898—1904)
  • „მიცვალებულთა სამეფო“ (1912—1916)

ავტობიოგრაფიული მონახაზები

  • „საკუთარი თავისკენ მიმავალ გზაზე“ (1943)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 Discogs — 2000.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Понтоппидан Хенрик // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. Winge M., Michaëlis B. T. Forfatternes Danmark — 1 — Politikens Forlag, 2003. — გვ. 66. — 233 გვრ. — ISBN 87-567-6760-9
  8. Babelio — 2007.
  9. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1917/
  10. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  11. 11.0 11.1 Dansk Biografisk Leksikon, 3. udgave — 3 — 1984.
  12. Nobel Prize in Literature 1917.
  13. 13.0 13.1 13.2 Henrik Pontoppidan - Britannica.