ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პესიმიზმი (გერმ. Pessimismus; ლათ. pessimus — ყველაზე უარესი) — ადამიანის ან კაცობრიობის არსებობის ზოგადად უარყოფითი შეფასება. მოვლენათა ერთობლიობის ან არსთა შეფასება შესაძლოა დრამატულად განსხვადებოდეს სხვადასხვა ადამიანთა მიერ, მიუხედავად ფაქტების იდენტურობისა. ამ ფენომენის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია "ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ცარიელი?" სიტუაცია. იმის მიხედვით, თუ როგორ აფასებს მსგავს სიტუაციას ადამიანი, შეიძლება იგი პესიმისტს ან ოპტიმისტს მიეწეროს. ისტორიის განმავლობაში პესიმისტური განწყობა აზროვნების ყველა ძირითად მიმართულებაზე ახდენდა ზეგავლენას.

ფენომენში "ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ცარიელი?" პესიმისტური შეფასება იქნება, რომ ის ნახევრად ცარიელია.

ფილოსოფიური პესიმიზმი მსგავსი, თუმცა არა იდენტური იდეაა იმის შესახებ, რომ ცხოვრებას ნეგატიური ღირებულება აქვს, ან მსოფლიო იმდენად უარყოფითია, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Dienstag, Joshua Foa, Pessimism: Philosophy, Ethic, Spirit, Princeton University Press, 2006, ISBN 0-691-12552-X
  • Nietzsche, Friedrich, The Birth of Tragedy and The Case of Wagner, New York: Vintage Books, 1967, ISBN 0-394-70369-3
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პესიმიზმი“-დან