ოპტიმიზმი
ოპტიმიზმი (ლათ. optimus - საუკეთესო) - ყველაფერში კარგის, ნათელი მხარეების დანახვა, უკეთესი მომავლის რწმენა. ოპტიმიზმის მიხედვით, ცხოვრება მშვენიერია და ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. მისი საპირისპირო ცნებაა პესიმიზმი. ამ ცნების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „ჭიქა ნახევრდად სავსეა თუ ცარიელი?“ სიტუაცია. ოპტიმისტს მიაჩნია, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, ხოლო პესიმისტს, პირიქით, ნახვერად ცარიელი.
ფილოსოფიაში ოპტიმიზმი ასოცირდება გოტფრიდ ლაიბნიცთან, რომელიც თვლიდა, რომ ჩვენ ყველა შესაძლებელი სამყაროდან საუკეთესოში ვცხოვრობთ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Being Optimistic დაარქივებული 2013-03-29 საიტზე Wayback Machine.