ტომას ტრანსტრიომერი
ტუმას (ტომას) გოსტა ტრანსტრიომერი (შვედ.Tomas Gösta Tranströmer) (დ. 15 აპრილი, 1931, სტოკჰოლმი — გ. 26 მარტი, 2015, იქვე ) — შვედი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. საპატიო ჯილდოს გადაცემის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მან ლიტერატურაში შემოიტანა „რეალურობის ახლებური შეგრძნება მდიდარი, ნახევრად გამჭვირვალე სურათების მეშვეობით“
ბიოგრაფია
რედაქტირებატუმას (ტომას) გოსტა ტრანსტრიომერი დაიბადა 1931 წლის 15 აპრილს, ქალაქ სტოკჰოლმში. ის არის ჟურნალისტის — გოსტა ტრანსტრიომერისა და დაწყებითი სკოლის მასწავლებლის ჰელმის (ქალიშვილობის გვარი უესტბერგი, მებორნის ქალიშვილის) ვაჟი. მშობლების განქორწინების შემდეგ პატარა ტუმასი მამას იშვიათად ნახულობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბიჭუნა ზაფხულის არდადეგებს კუნძულ რუნმაროზე (ეკუთვნის სტოკჰომის არქიპელაგს) ატარებდა. კუნძულმა დიდი შთაბეჭდილება დატოვა პოეტზე. შემოქმედების მანძილზე ის არაერთხელ უბრუნდება არქიპელაგის პეიზაჟის თემას. განსაკუთრებით შთამბეჭდავადაა ეს თემა გადმოცემული ლექსში „ბალტიის ზღვა“.
დაწყებით კლასებში ტრანსტრიომერი დაინტერესებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. ოცნებობდა მოგზაური მკვლევარი გამხდარიყო. მისი შთაგონების წყაროს ლინგვისტონი და სტენლი წარმოადგენდა. 1951 წელს სკოლის მეგობართან ერთად ეწვია ისლანდიას; პირველი კრებულიდან გამომუშავებული ფულით მოინახულა საბერძნეთი და თურქეთი. 1954 წელს 23 წლის ასაკში ის წერს ლექსების პირველ კრებულს „17 ლექსი“, რომელშიც თავი მოიყარა თეთრმა, ურითმო ლექსმა.
სამხრეთ ლათინურ სკოლაში სწავლის პერიოდში ის დაინტერესდა მუსიკითა და მხატვრობით. დაიწყო ლექსების წერა და მათი დეკლამირება. მისი პირველი ლექსები იწერება იამბური საზომით. 1956 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტთან არსებულ ფსიქოტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1960 წელს მუშაობდა არასრულწლოვანთა ციხეში ქალაქ როქსუნაში, ოსტერგოტლანდის საგრაფოში.
1960-იან წლებში ფსიქოლოგად მუშაობის პარალელურად წერდა ლექსებს. 1965 წელს ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად გადადის ქ. ვასტერასში, სტოკჰოლმიდან 60 მილის მოშორებით. 1980 წლიდან არის ფსიქოლოგი შრომის ინსტიტუტში. ეხმარება პაციენტბს სამსახურთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში.
ტრანსტრიომერი პროფესიონალი მუსიკოსიცაა. ის საოცარი ვირტუოზულობით უკრავს ფორტეპიანოზე და ორგანზე. შუბერტისა და ლისტის ნაწარმოებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა შექმნა ლექსები „შუბერტიანა“ და „მწუხარე გონდოლა“.
1990 წელს, 59 წლის ასაკში ტრანსტრიომერმა გადაიტანა მძიმე ინსულტი, რის შედეგადაც დაკარგა მეტყველება და მოძრაობის უნარი. არ შეეძლო კითხვა. დღემდე სრულიად პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელი. მიუხედავად ინსულტისა, მას წერა არ მიუტოვებია. მარცხენა ხელით განაგრძობდა ლექსების წერას. რამდენიმე წელში ის კვლავ გამოჩნდა სამწერლობო ასპარეზზე და საზოგადოებას გააცნო მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „მწუხარე გონდოლა“ (1996). ლექსების კრებულის სათაური პოეტმა აიღო ცნობილი კომპოზიტორის ლისტის ორი საფორტეპიანო ნაწარმოებიდან. ლისტმა ისინი შექმნა თავისი სიძის, ასევე კომპოზიტორის ვაგნერის გარდაცვალების გამო. მარტო შვედეთში კრებულის 30 000 ეგზემპლარი გაიყიდა.
ინსულტის შემდეგაც ტრანსტრიომერმა განაგრძო პიანინოზე დაკვრა. მან შეიმუშავა ე.წ. საკონცერტო ნაწარმოებების „მარცხენა ხელით შესრულების სტილი“. მან ერთხელ განაცხადა „ბალტიის ზღვა“ „მუსიკის შექმნისთვის ყველაზე დიდი სტიმული გახდაო“. დღესდღეობით, პოეტი თავის მეუღლესთან, მონიკასთან ერთად ცხოვრობს შვედეთის დედაქალაქში. ტრანსტრიომერს შვედეთში ძალიან ხშირად „პოეტთა პოეტის“ სახელით იხსენებენ. ზოგ შემთხვევაში კი შვედეთის „შევარდენ პოეტს“ უწოდებენ.
შემოქმედება
რედაქტირებატრანსტრიომერს ეკუთვნის ლექსების კრებული:
- 17 ლექსი (17 dikter) 1954;
- საიდუმლოებანი გზაზე (Hemligheter på vägen), 1958
- ნახევრად დაუსრულებელი ზეცა (Den halvfärdiga himlen), 1962
- ფანჯრები და ქვები (Klanger och spår)1966
- ღამის ზმანება (Mörkerseende),1970
- ბილიკები (Stigar), 1973
- ბალტიის ზღვა (Östersjöar), 1974
- სიმართლის ბარიერი (Sanningsbarriären), 1978
- ველური მოედანი (Det vilda torget), 1983
- ცოცხლებისათვის და მკვდრებისთვის (För levande och döda), 1989
- სევდიანი გონდოლა (Sorgegondolen), 1996
- დიდი გამოცანა (Den stora gåtan), 2004
- გალერეა (Galleriet), 2007
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Tomas Tranströmer´s Selection of Poems
- Biography and Poems on Poets.org
- Griffin Poetry Prize Lifetime Recognition tribute, including audio and video clips დაარქივებული 2012-08-14 საიტზე Wayback Machine.
- 28 haiku from "The Great Mystery" translated by Anatoly Kudryavitsky, with his essay on Tranströmer დაარქივებული 2012-06-28 საიტზე Wayback Machine.
- Sorrow Gondola translated by Patty Crane, with essay by David Wojahn, letter from Jean Valentine, and more in Blackbird, Spring 2011, Vol. 10, No. 1.
- Poems in English translation დაარქივებული 2011-07-15 საიტზე Wayback Machine. at Samizdat
- Poetry Fix video on Tranströmer დაარქივებული 2011-10-10 საიტზე Wayback Machine.
- Landscape with Suns
- The Guardian: Tomas Tranströmer 'surprised' by Nobel prize for literature - video interview
- "Wonderful Centipedes: The Poetry of Tomas Tranströmer", Niklas Schiöler, Berfrois, 12 October 2011
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118623605 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Discogs — 2000.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen
- ↑ 9.0 9.1 Find a Grave — 1996.
- ↑ http://www.finngraven.se/(S(3k11h4ntd2xnyb4ujv5bzhb1))/DisplayInfo.aspx?id=4363391 — FinnGraven.se.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ poets.org
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2011/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ https://www.neustadtprize.org/1990-neustadt-laureate-tomas-transtromer/