ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 16 სექტემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია — ლიტერატურული პრემია, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, რომელსაც გასცემს ოკლაჰომის უნივერსიტეტი და მისი ლიტერატურული გამოცემა World Literature Today.[1] მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიად. ხშირად ადარებენ ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში და „ამერიკულ ნობელსაც“ უწოდებენ, რადგან 42 წლის მანძილზე გამოვლენილმა 30 ლაურეატმა შემდეგში ნობელის პრემიაც მიიღო.[2][3][4] ნობელისგან განსხვავებით, იგი გაიცემა არა ერთი კონკრეტული ნაწარმოებისთვის, არამედ მთლიანი მოღვაწეობისთვის.

პრემიის ბუმბული

ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია 1969 წელს Books Abroad-ის გამომცემელმა ივარ ავასკმა დააარსა როგორც Books Abroad-ის საერთაშორისო ლიტერატურული პრიზი. შემდეგში მას ნეიშტადტის პერმია დაარქვეს, ამჟამინდელი სახელი კი 1976 წელს ეწოდა. იგი პირველი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიაა, რომელიც სათავეს შეერთებული შტატებიდან იღებს და ერთ-ერთის სულ არსებული რამდენიმე იმ პრემიათაგან, რომლის მიღების შანსიც თანაბრად აქვთ პოეტებს, რომანისტებსა თუ დრამატურგებს.[4]

პრემია შედგება არწივის ვერცხლის ფრთისა და 50 000 აშშ დოლარიანი სერტიფიკატით. მას ფინანსურად უზრუნველყოფენ უოლტერ და დორის ნეიშტადტები[5] ქალაქ არდმორიდან, რომელთაც მისი მუდმივობა დაზღვეული აქვთ.[6]

ნეიშტადტის პრემიის ქარტიის თანახმად, ის შეიძლება მიენიჭოს აღიარებული სამაგალითო მიღწევისთვის პოეზიაში, ფიქციაში, დრამასა თუ ნაშრომებში, რომელთაც ღირებული ლიტერატურული ბაზისი გააჩნია. პრემიის მფლობელი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ცოცხალი ავტორი ნებისმიერ ენაში, თუმცა, მისი ნაშრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ნათარგმნი უნდა იყოს ინგლისურადაც. პრემია აპლიკაციებისთვის დახურულია.[7]

კანდიდატებს მინიმუმ შვიდკაციანი ჟიური არჩევს. შერჩევის პროცესი შეზღუდული არაა გეოგრაფიული არეალით, ენითა თუ ჟანრით.

ნეიშტადტის პრემიის ლაურეატების სია

რედაქტირება

წყარო: [8]

წელი სახელი ქვეყანა ენა სქოლიო
1970 ჯუზეპე უნგარეტი   იტალია იტალიური
1972 გაბრიელ გარსია მარკესი   კოლუმბია ესპანური
1974 ფრანსის პონჟი   საფრანგეთი ფრანგული
1976 ელიზაბეთ ბიშოპი   აშშ ინგლისური
1978 ჩესლავ მილოში   პოლონეთი პოლონური
1980 იოზეფ შკვორეცკი   ჩეხოსლოვაკია/  კანადა ჩეხური
1982 ოკტავიო პასი   მექსიკა ესპანური
1984 პაავო ჰაავიკო   ფინეთი ფინური
1986 მაქს ფრიში   შვეიცარია გერმანული
1988 რაჯა რაო   ინდოეთი/  აშშ ინგლისური
1990 ტომას ტრანსტრიომერი   შვედეთი შვედური
1992 ჟუან კაბრალ დე მელო ნეტო   ბრაზილია პორტუგალიური
1994 კამაუ ბრეიტუეიტი   ბარბადოსი ინგლისური
1996 ასია ჯებარი   ალჟირი ფრანგული
1998 ნურუდინ ფარაჰი   სომალი ინგლისური
2000 დავიდ მალუფი   ავსტრალია ინგლისური
2002 ალვარო მუტისი   კოლუმბია ესპანური [9]
2004 ადამ ზაგაევსკი   პოლონეთი პოლონური [10][11]
2006 კლარიბელ ალეგრია   ნიკარაგუა/  სალვადორი ესპანური [12][13][14]
2008 პატრისია გრასი   ახალი ზელანდია ინგლისური [15][16][17]
2010 დო დო   ჩინეთი ჩინური [18][19]
2012 როჰინტონ მისტრი   ინდოეთი/  კანადა ინგლისური [2][3]
2014 მია კოუტუ   მოზამბიკი პორტუგალიური [20][21]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Daniel Kalder. (August 12, 2013) America's Nobel: The Neustadt International Prize for Literature. Publishing Perspectives. ციტირების თარიღი: August 13, 2013.
  2. 2.0 2.1 Rohinton Mistry wins Neustadt Prize 2012 - "Parsi Khabar"
  3. 3.0 3.1 Critically acclaimed Indian-Canadian writer Rohinton Mistry wins 2012 Neustadt International Prize for Literature დაარქივებული 2013-02-09 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links - "World Literature Today"
  4. 4.0 4.1 Neustadt International Prize for Literature. World Literature Today (October 2012). ციტირების თარიღი: July 16, 2013.
  5. Walter Neustadt Jr. Obituary, biographical information about Walter Neustadt
  6. [1][მკვდარი ბმული]
  7. World Literature Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-18. ციტირების თარიღი: 2014-06-02.
  8. Neustadt Laureates: Past Laureates. World Literature Today. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  9. Colombian given literary award. The Oklahoma Daily (October 18, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  10. 2004 Neustadt Prize Laureate - Adam Zagajewski. World Literature Today (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2014. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  11. Polish poet awarded 2004 Neustadt prize. The Oklahoma Daily (October 27, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  12. Bunmi Ishola. (September 30, 2006) Claribel Alegría wins Neustadt Prize. The Norman Transcript. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  13. Staff writer. (May 1, 2007) Claribel Alegria: 2006 Neustadt International Prize Laureate.(special section)(Biography). World Literature Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 5, 2016. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  14. Neustadt Prize. The Missouri Review (November 16, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  15. 2008 Neustadt Prize Laureate - Patricia Grace. World Literature Today (May 2009 (Vol. 83)). ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  16. NEW: Banquet to honor winner of the Neustadt Prize. The Norman Transcript (September 18, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  17. Staff writer. (October 8, 2007) Patricia Grace wins prestigious literary prize. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  18. Staff writer. (October 29, 2009) Chinese poet awarded Neustadt Prize at OU. Norman Transcript. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  19. 2010 Neustadt Laureate Duo Duo. World Literature Today (March 2011). ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  20. Hector Tobar. (November 1, 2013) Who will win 'America's Nobel,' the Neustadt Prize?. LA Times. ციტირების თარიღი: November 2, 2013.
  21. Noted Mozambican Author Mia Couto Wins 2014 Neustadt International Prize for Literature. The Neustadt Prize (November 1, 2013). ციტირების თარიღი: November 2, 2013.