რომენ როლანი (ფრანგ. Romain Rolland; დ. 29 იანვარი 1866 — გ. 30 დეკემბერი 1944) — ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წერდა რომანებს, პიესებსა და ესეებს. 1915 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი ლიტერატურული ნაშრომების ამაღლებული იდეალიზმისა და ჭეშმარიტების სიყვარულისთვის, რომლითაც მან სხვადასხვა ტიპის ადამიანები აღწერა.“[23]

რომენ როლანი
ფრანგ. Romain Rolland
დაბადების თარიღი 29 იანვარი, 1866(1866-01-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი კლამსი[16]
გარდაცვალების თარიღი 30 დეკემბერი, 1944(1944-12-30)[16] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [17] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვეზლე[16]
საქმიანობა მწერალი[18] [13] [19] , დრამატურგი[13] , ესეისტი, ისტორიკოსი, რომანისტი, მუსიკოლოგი[18] , პროზაიკოსი, ბიოგრაფი, მუსიკოსი და მასწავლებელი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
ალმა-მატერი პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა, ლუი დიდის ლიცეუმი[20] , სენტ-ლუის ლიცეუმი[20] და პარიზის უნივერსიტეტი[20]
Magnum opus ჟან-კრისტოფი, Q2870231?, Péguy, The life of Toistoi და Q52418853?
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[21] [22] , ფემინას პრემია და საფრანგეთის აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია
მეუღლე Marie Romain Rolland
ხელმოწერა

როლანი საფრანგეთში იოსებ სტალინის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო. ასევე ცნობილია მწერლის ურთიერთობა ზიგმუნდ ფროიდთან, რომელზეც მან დიდი გავლენა მოახდინა.

ბიოგრაფია რედაქტირება

ცნობილი ფრანგი მწერალი რომენ როლანი დაიბადა კლამსიში, 1866 წელს. უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო ისტორიული მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი. რამდენიმე წლით მივლინებული იყო რომში, სადაც დაწერა პირველი ნაშრომი, ისტორიული ესე „ლუი დე ბერკენის უკანასკნელი პროცესი“. შემდგომი ორი ნაშრომი მის სადოქტორო დისერტაციას წარმოადგენდა: „თანამედროვე ლირიკული თეატრის საწყისები“ და „XVI საუკუნის იტალიური მხატვრობის დაცემის მიზეზები“.

პარიზში დაბრუნების შემდეგ როლანი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა „ეკოლ ნორმალსა“ და სორბონში. ასწავლიდა ხელოვნების ისტორიასა და მუსიკათმცოდნეობას. როლანმა გამოაქვეყნა „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“: „ბეთჰოვენი“, „მიქელანჯელო“, „ტოლსტოი“ და „ჰენდელი“. 1898 წლიდან იგი თეატრმა გაიტაცა. პიესები „მგლები“, „დანტონი“, „14 ივლისი“ შეადგენენ „რევოლუციური თეატრს“. მოგვიანებით ამ ციკლს ემატება კიდევ რამდენიმე პიესა. პიესების მეორე ციკლს ავტორმა „რწმენის ტრაგედიები“ უწოდა სახელად.

1903 წლიდან როლანმა დაიწყო გამოქვეყნება თავისი ცნობილი რომანისა – „ჟან-კრისტოფი“, რომელიც ათი ტომისაგან შედგება. ამ "მუსიკალური რომანით, გმირული სიმფონიით" როლანს სურდა თანამედროვეებში გაეღვიძებინა მორალური ენერგიის, კეთილშობილების, მეგობრობისა და მაღალი მისწრაფებების გრძნობები. 1913 წელს როლანმა ფრანგული აკადემიის დიდი ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. 1919 წელს გამოდის „კოლა ბრონიანი“. მწერლის შემდგომი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „კლერამბო“, „მოხიბლული სული“, ოთხტომიანი ნაშრომი ბეთჰოვენის შესახებ და სხვა.

პირველი მსოფლიო ომის დროს მწერალი შვეიცარიაში იმყოფებოდა და იქ წერდა თავის ცნობილ მოწოდებას, რომელშიც მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანს მოუწოდებს შეწყვიტოს ურთიერთჟლეტა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში როლანი ჩაბმული იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა პროგრესისა და სამართლიანობისათვის. ხელმძღვანელობდა ომის საწინააღმდეგო შეკრებებს, უარი თქვა გოეთეს მედლის მიღებაზე, რომელიც მას ჰიტლერის მთავრობამ მიანიჭა. გამოქვეყნებული აქვს სტატიები: „როგორ შევუშალოთ ხელი ომს“, „სალამი რუსეთის რევოლუციას“. იგი ჩამოვიდა სსრკ–ში, შეხვდა გორკის და საბჭოთა კავშირის მეგობარი გახდა.

რომენ როლანი დიდ თაყვანს სცემდა თაგორსა და განდის, ბოროტების წინააღუმდგომლობის თეორიას, რაც ნათლად ჩანს ნაწარმოებებში „მაჰათმა განდი“, „ცოცხალი ინდოეთის მისტიკისა და მოქმედების შესახებ“, „ინდოეთი“, „რამაკრიშნას ცხოვრება“ და სხვა.

სიცოცხლის ბოლო წლებში როლანი მშობლიურ ვეზლეში ცხოვრობდა და დღიურებზე მუშაობდა, წერდა ავტობიოგრაფიულ მემუარებს: „შინაგანი მოგზაურობა“; დაწერა მოგონებები შარლ პეგის შესახებ და სხვა.

როლანი გარდაიცვალა 1944 წელს, ვეზლეში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II;გამომც. საბჭოთა საქართველო, 1976; გვ: 542-543

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Discogs — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 filmportal.de — 2005.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 GeneaStar
  10. 10.0 10.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  11. 11.0 11.1 Babelio — 2007.
  12. 12.0 12.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 The Fine Art Archive — 2003.
  14. 14.0 14.1 Romain Rolland
  15. 15.0 15.1 Munzinger Personen
  16. 16.0 16.1 16.2 Роллан Ромен // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  17. Pinson G., Thérenty M. Médias 19 — 2011. — ISSN 1927-0178
  18. 18.0 18.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118602330 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  19. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  20. 20.0 20.1 20.2 https://www.association-romainrolland.org/bibliographie.htm
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1915/
  22. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  23. Liukkonen, Petri. Romain Rolland. Kuusankoski Public Library.