პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლა
უმაღლესი ნორმალური სკოლა (ფრანგ. École normale supérieure, აგრეთვე: „ENS Ulm“, „ENS de Paris“, „Normale Sup“ ან უბრალოდ „Ulm“) — ფრანგული სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაწესებულება, რომელიც საფრანგეთის სახალხო განათლების სამინისტროს ექვემდებარება. მიმდინარე დირექტორია მინიკ კანტო-სპერბერი (Monique Canto-Sperber). მთავარი კამპუსი მდებარეობს ულმის ქუჩაზე (rue d' Ulm), პარიზის მეხუთე ოლქში (აქედან მომდინარეობს სახელი „ულმის მაღალი ნორმალური სკოლა“).